ბიოგაია პრობიოტიკი - BioGaia Probiotic
ბიოგაია პრობიოტიკი - BioGaia Probiotic

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბიოგაი აპრობიოტიკისაბავშვოწვეთები5****მლ

შემადგენლობა

მოქმედინივთიერება: 5 წვეთი ბიოგაია შეიცავს არა ნაკლებ 108 ცოცხალ აქტიურ Lactobacillusreuteri Protectis –ის ბაქტერიას,

დამხმარენივთიერებები:

მზესუმზირის ზეთი, კაპრილის ტრიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი.

ტაბლეტები

მოქმედინივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს არა ნაკლებ 108 ცოცხალ აქტიურ Lactobacillus reuteriProtectis –ის ბაქტერიას,

დამხმარენივთიერებები:

იზომალატი, ქსილიტი, საქაროზის ეთერი და ცხიმოვანი მჟავები, ჰიდროგენიზირებული პალმის ზეთი, ნატურალური არომატიზატორი ლიმონ–ლაიმი, ლიმონის მჟავა.

ბიოგაიას****მოქმედება

Lactobacillus reuteri – ის ბაქტერია საჭმლის მონელების პროცესში არეგულირებს და ინარჩუნებს მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას. Lactobacillus reuteri უზრუნველყოფს ლაქტოზის დაშლას, ამის შედეგად პროდუცირდება რძემჟავა, ძმარმჟავა და რეუტერინის და სხვა ანტიმიკრობული სუბსტანციის ნივთიერებები, რომლებიც ხასიათდებიან ანტაგონისტური აქტივობით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.

აქედან გამომდინარე, Lactobacillus reuteri ამაღლებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივ დაცვას, ქმნის ხელსაყრელ პირობებს ნაწლავის ნორმალური მიკრობიოცენოზის ფორმირებაში.

Lactobacillus reuteri -ის იმუნომასტიმულირებელი მოქმედება დაკავშირებულია ნაწლავის იმუნური სისტემის აქტივიზების შესაძლებლობასთან (ორგანიზმის ინფექციისგან დაცვის პირველი ხაზი).

Lactobacillus reuteri გამძლეა კუჭის წვენის და ნაღვლის წვენის მარილების მოქმედებისადმი.

ბიოგაიას ტაბლეტები არ შეიცავს შაქარს, ლაქტოზას და რძის ცილას.

მიღების****რეკომენდაციები

ბიოგაიას წვეთებს ღებულობენ მიკროფლორის აღსადგენად:

  • ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა სიცოცხლის პირველ დღეებში;
  • ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა ბავშვებში ნაწლავის ჭვალით; ბაქტერიული და მიკოზური ინფექციები დღენაკლულ ახალშობილებში; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი დაავადებები; ჰელიკობაქტერიული ინფექციის მკურნალობა;
  • თერაპია ანტიბიოტიკებით, ციტოსტატიკებით, კორტიკოსტეროიდებით, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული პრეპარატებით;
  • ალერგიული მდგომარეობები (უფრო ხშირად ბავშვთა დიათეზის, ატოპიური დერმატიტისას);
  • ადაპტაციისას (ბაღში ან სკოლაში შეყვანისას, საცხოვრებლის მონაცვლეობისას) განვითარებული ნაწლავური აშლილობისას;
  • დაქვეითებული იმუნიტეტისას.

მიღების****წესი

წვეთები

ბავშვებისთვის სიცოცხლის პირველ დღეებში – 5 წვეთი 1-ჯერ დღეში. უფრო მაღალ დოზებში აბსოლუტურად უსაფრთხოა.

მოზრდილებში – 5 წვეთი 1–2–ჯერ დღეში.

ტაბლეტები

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად. ბიოგაიას ტაბლეტები იღეჭება ან იწუწნება. უფრო მაღალი დოზები აბსოლუტურად უსაფრთხოა.

ტაბლეტების დაღეჭვისას პრეპარატის მოქმედება პირის ღრუში იწყება.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

ბიოგაიასწვეთებისმიღების****თავისებურება

ბიოგაიას წვეთების მიღებისას რეკომენდებულია ფლაკონის წინასწარი შენჯღრევა!

წვეთები მიიღება კოვზით, შეიძლება დაემატოს რძეს, წყალს ან საკვებს (პრეპარატი არ ცვლის მათ გემოს). წვეთები არ უნდა დაემატოს ცხელ საკვებს ან სასმელს.

სხვაწამლებთანურთიერთქმედება

ბიოგაიას წვეთების და ტაბლეტების მიღება შეიძლება ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად.

გვერდითი****ეფექტები

არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვისპირობებიდა****ვადები

წვეთები ინახება ოთახში 2–60C ტემპერატურაზე.

ვადა – 21 თვე. ფლაკონის გახსნის შემდეგ ვარგისია 2 თვე მაცივარში ან 1 კვირა ოთახის ტემპერატურაზე.

ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა 18 თვე.

აფთიაქიდან****გაცემა

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

სტოკჰოლმი, შვეცია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბიოგაია პრობიოტიკი 5მლ წვეთ.ფლ
  • სახელი: ბიოგაია პრობიოტიკი 5მლ წვეთ.ფლ
Aversi 58.98 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა