ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
რედულექსი
რექტალური სუპოზიტორია #12
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ყველა მითითება რადგან ის შეიცავს საჭირო ინფორმაციას.
გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ!
ახალშობილებსა და ბავშვთა ასაკში ხშირია კოლიკა და შებერილობა, ასევე ხშირია აგზნება და მოუსვენრობა. ნაწლავის სანათურში დაგროვილი აირებით გამოწვეული დისკომფორტი ბავშვებში გამოიხატება მუშტების შეკვრით და ფეხების დაჭიმვით.
რით არის ეს გამოწვეული ?
ზეგავლენა
სუპოზიტორია გამოიყენება ბავშვებში ვისაც აწუხებს კოლიკა, მეტეორიზმი და გლუვი კუნთების სპაზმი
სუპოზიტორია ამცირებს დაგროვილ აირებს და უზრუნველყოფს მათ გამოდევნას, ასევე ამცირებს ბავშვის აღზნებას და ტირილის ხანგრძლივობას.
მოქმედების მექანიზმი:
გვირილის ყვავილების, ლიმონის ბალზამის და კამის თესლის ზეთის ექსტრაქტები ფარავენ ლორწოვან გარსს, ზეთის ექსტრაქტი უზრუნველყოფს ბარიერულ ფუნქციას ბაქტერიების წინააღმდეგ, რითაც აფერხებს მათ ზრდას და ამცირებს უარყოფით გავლენას. შედეგად ქრება კოლიკა, მცირდება შებერილობა და მცირდება გლუვი კუნთების სპაზმი.
შემადგენლობა:
დამხმარე ნივთიერებები:
მცენარეული წარმოშობის გაჯერებული გლიცერიდები, როზმარინის ზეთის ექსტრაქტი.
სუპოზიტორიის დამახმარე ნივთიერებები ინერტულია უსაფრთხოა და არ აღიზიანებს კანს ან ლორწოვან გარსს. სუპოზიტორია არ შეიცავს ჰორმონებს, ანტიბიოტიკებს და კონსერვანტებს.
უკუჩვენებები:
ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს ალერგიული რეაქციები. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს .
არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი თუ თქვენს შვილს აქვს ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა გვირილის ან გვირილის ოჯახის ბოტანიკურ ნივთიერბებზე, ცერეცოს ბოტანიკურ ნივთიერებებზე, როგორიცაა ნიახური, სტაფილო ან ოხრახუში.
როგორ გამოვიყენოთ რედულექს ბეიბი?
ყოველთვის გამოიყენეთ სუპოზიტორია ისე, როგორც ეს მითითებულია ინსტრუქციაში ან დანიშნულია ექიმის ან ფარმაცევტის მიერ.
რედულექს ბეიბი სუპოზიტორია გამოიყენება მხოლოდ რექტალურად!
რეკომენდებულია ხელების დაბანა ყოველი გამოყენების წინ და შემდეგ.
ამოიღეთ სუპოზიტორია შეფუთვიდან ცერი თითის შეფუთვაზე დაჭერით. მოათავსეთ თქვენი ბავშვი გვერდზე, მოახრევინეთ ფეხები, მიაწექით სუპოზიტორიას ბავშვის სწორ ნაწლავში გვერდითი თითის დაჭერით.
დოზირება :
ჩვილები 2კვირიდან 1 თვემდე 0.5სუპოზიტორია 3ჯერ დღეში.
ჩვილები 1თვიდან 1 წლამდე 1 სუპოზიტორია 2ჯერ დღეში.
ბავშვები 1 წლიდან 4წლამდე 1 სუპოზიტორია 3ჯერ დღეში.
4 წელზე უფროსი ბავშვები 1-2 სუპოზიტორია 4ჯერ დღეში.
6 თვეზე უმცროსი ჩვილებისთვის სუპოზიტორიის გამოსაყენებლად აუცილებლად მიმართეთ ექიმს .
გამოიყენეთ სუპოზიტორია მანამ სანამ თქვენი შვილი თავს უკეთესად გრძნობს ან გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციით.
პაკეტი:
შეფუთვაში 12 სუპოზიტორია (სანთელის წონა 1 გ)
შენახვის წესი:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 5-25*C ტემპერატურაზე. სუპოზიტორიები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პერორალურად. შეინახეთ სუპოზიტორიები ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ ტენისა და სინათლისგან. არ გამოიყენოთ სუპოზიტორია ბლისტერზე და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, ან თუ შეფუთვა დაზიანებულია. სუპოზიტორიების გამოყენება შესაძლებელია ვარგისიანობის მითითებული თვის ბოლო დღემდე.
გაფრთხილებები:
არ გდააჭარბოთ რეკომნდებულ დღიურ დოზას. გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს დაგინიშნათ ექიმმა.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ გაქვთ მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ .
რედულექს ბეიბი არის სამედიცინო პრეპარატი, ევროპის საზოგადოების საბჭოს დირექტივის 93/42/EEC შესაბამისად.
მწარმოებელი :
UAB „innovative pharma Baltics „
Moskslininku g 6A, LT -08412 , ვილნიუსი ლიტვა.
www.ipb.it
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
25.19 ლ | ||
|
18.09 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა