პიტნის ჩაი - Mint Tea
პიტნის ჩაი - Mint Tea

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ეთერზეთების ძირითადი კომპონენტია მენთოლი. გარდა ამისა, პიტნის ფოთლები უხვად შეიცავს კაროტინს (40 მგ%), ბეტაინს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ შენაერთებსა და სხვადასხვა მჟავას.

პიტნის მენთოლი
მენთოლი, რომელიც უხვადაა პიტნის ფოთლებში, გამოირჩევა ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით, იწვევს გულის გვირგვინოვანი არტერიების - კორონარული სისხლძარღვების - რეფლექსურ გაფართოებას. შინაგანად მას იყენებენ სტენოკარდიის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს, გარეგანი გამოყენებისთვის კი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება, რეკომენდებულია კბილის, აგრეთვე ნევრალგიური ხასიათის ტკივილის, ბრონქიტისა და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს. კატაბალახა მენთოლის ეთერში (ვალიდოლი) გამოიყენება სტენოკარდიის დროს. მენთოლის ხსნარი პარაფინთან ნარევში (ფანქრების სახით) რეკომენდებულია შაკიკის დროს. მენთოლი შედის საგულე (ვალოკორდინი) თუ ცხვირის წვეთების, მალამოებისა და აბების შემადგენლობაშიც. მენთოლის სპირტი ნაჩვენებია ნეიროდერმიის სამკურნალოდ. პიტნის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია გულისრევისა და ღებინების დროს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას, აყუჩებს თავის ტკივილს, აქვს ნაღველმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ხსნის სპაზმს.

პიტნის ზეთი
პიტნის ეთერზეთებს დიდი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ეფექტი აქვთ ინჰალაციების სახით. სასარგებლოა პიტნის ზეთის (სპირტხსნარი, თანაფარდობით 1:4) კანში შეზელა ანთებითი პროცესების, თავის ტკივილის, შაკიკის დროს, ინჰალაცია რესპირატორული დაავადებების დროს. მას ფართოდ იყენებენ არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ პარფიუმერია-კოსმეტიკაში, ფხვნილებისა და კბილის ჰიგიენის საშუალებების, საკონდიტრო წარმოებაში. თავად პიტნას ფართო გამოყენება აქვს კვების მრეწველობაში როგორც სანელებელს.

პიტნის ნაყენი
პიტნის ფოთლების ნაყენი გემრიელი და ამავე დროს მეტად სასარგებლო სასმელია. თუ ყოველდღიურად ყლუპ-ყლუპად დალევთ 250 მლ-ს, 10-12 დღეში მოგიწესრიგდებათ კუჭ- ნაწლავის ფუნქცია, გაგივლით მეტეორიზმი. ნევროზით დაავადებულთათვის პიტნის აბაზანებია რეკომენდებული. როგორც დამაწყნარებელი საშუალება, ის შეიძლება სხვა მცენარეებთან ერთადაც გამოვიყენოთ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ჩაი პიტნის ფოთოლის #20პაკ
  • სახელი: ჩაი პიტნის ფოთოლის #20პაკ
Aversi 4 ლ
პიტნის ჩაი 20 ერთჯერადი პაკეტი
  • სახელი: პიტნის ჩაი 20 ერთჯერადი პაკეტი
PSP 3.95 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა