დიარინი - Diarrin
დიარინი - Diarrin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დიარინი**
**

შემადგენლობა

ანწლის ნაყოფის ექსტრაქტი 0,26გ; ბროწეულის ქერქის ექსტრაქტი 0,13გ.

ანწლის ექსტრაქტი შეიცავს კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ამინომჟავებს.

ბროწეულის ქერქის ექსტრაქტი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებს, მიკრო- და მაკრო-ელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, თუთია, სელენი, ალუმინი, ქოლინი, ნიკელი და სხვა), პოლიფენოლებს, დიდი რაოდენობით ვიტამინებს (K, C, B ჯგუფის).

ფარმაკოლოგიური****მოქმედება

ბროწეულის ქერქსა და ანწლის ნაყოფში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები განსაზღვრავს ანტიმიკრობულ, შემკვრელ, ანტიოქსიდანტურ, ანტიპარაზიტულ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

დიარინის კაფსულები ეფექტურია დიარეის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ძლიერი შემკვრელი მოქმედების გამო.

ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ ბროწეულის ქერქში შემავალი ნივთიერებები ანადგურებს დიზენტერიის, სალმონელოზის, ქოლერის გამომწვევ მიკრობებს. როგორც ცნობილია, ქიმიური პრეპარატები (მაგ. ანტიბიოტიკები) განურჩევლად მოქმედებს როგორც ავადმყოფობის გამომწვევ, ასევე სასარგებლო მიკროორგანიზმებზე, ორგანიზმის უჯრედებზე, იმუნური სისტემა იძულებულია, შეებრძოლოს საკუთარ უჯრედებს. დიარინის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მკურნალობის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში თანდათანობით ხდება პათოგენური ბაქტერიების განადგურება, ხოლო მათ ადგილს იკავებს ნაწლავური მიკროფლორა, რომელიც არ ითრგუნება, მრავლდება და ჩაანაცვლებს დაავადების გამომწვევ მიკრობებს.

დიარინის კაფსულებს ახასიათებს მრავალმხრივ სასარგებლო მოქმედება: არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, აქვს ძლიერი ანტიჰელმინთური მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან პარაზიტი ჭიებისა და მათი ცხოველქმედების ტოქსიკური პროდუქტების გამოდევნას (ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენება უსაფრთხოა ორგანიზმისთვის - ქიმიური პრეპარატებისგან განსხვავებით არ აღიზიანებს ღვიძლს), ხელს უწყობს ორგანიზმიდან კანცეროგენული და რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში.

ჩვენება

გამოიყენება როგორც შემკვრელი და ანტიმიკრობული აქტივობის მქონე საშუალება დიარეის (ფაღარათი), დისბაქტერიოზის, დიზენტერიის, სალმონელოზის დროს.

მიღებისწესიდა****დოზირება

ფაღარათის მარტივი ფორმის დროს 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო 14 წლის ზემოთ მოზარდებში და მოზრდილებში მიიღება 1-2 კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

თუ კუჭ-ნაწლავის მუშაობა დიარინის ერთჯერადი გამოყენებით არ მოწესრიგდა, მაშინ კაფსულების მიღება უნდა გაგრძელდეს დოზირებით 1-2 კაფსულა 1-ჯერ დღეში 1 კვირის განმავლობაში.

დისბაქტერიოზის, სალმონელოზისა და დიზენტერიის მკურნალობის დროს დიარინის კაფსულების მიღება საჭიროა 1 კვირის მანძილზე დოზირებით 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

გვერდითი****მოვლენები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.

იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება

ალერგიულობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ქრონიკული შეკრულობა, შაქრიანი დიაბეტი, ჰემოროიდილი კვანძების ანთება, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ჰეპატიტი, მწვავე ნეფრიტი.

ორსულობადალაქტაციის****პერიოდი

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედებაავტოტრანსპორტისადამექანიზმებისმართვის****უნარზე

პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის****გადაჭარბება

პრეპარატში ალკალოიდების შემცველობის გამო, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მოწამვლის სიმპტომების განვითარებას. ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტის დანიშვნა.

გამოშვებისფორმა

პირველადიშეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე.

მეორეულიშეფუთვა: 1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობისვადა: 2 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვისპირობებ

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქიდანგაცემისწესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დიარინი #10კაფს
  • სახელი: დიარინი #10კაფს
Aversi 25 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა