ჰეპელი - Hepeel
ჰეპელი - Hepeel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ჰეპელი
Hepeel

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #50 ან 250

1 ტაბლეტი შეიცავს: Chelidonium D4, nux moschata D4 - Sesabamisad 30 mg; Phosphorus D6 - 15 mg, Veratrum D6 - 60 mg; Colocynthis D6 - 90 mg, lycopodium D3, China D3 - შესაბამისად 30 მგ; Carduus marianus D2 - 15 მგ. ასევე Lactose- Monohydrat და Magnesiumstearat.

ჩვენებები
ღვიძლის ფუნქციის პირველადი და მეორადი დარღვევები, ღვიძლის სხვადასხვა დაზიანებები.

გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.
**
უკუჩვენება**

ტაბლეტები: გაძლიერებული მგრძნობელობა ქინინის პრეპარატების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
Hepeel ინიშნება, აგრეთვე მეტეორიზმის, მადის დაკარგვის და სხვა დაავადებებისას (მაგ., ეგზემები, პოლიართრიტი და სხვა), რომელთა დროს აუცილებელია ღვიძლის დეზინტოქსიკაციური ფუნქციის გააქტივება. Hepeel შეიძლება დანიშნულ იქნეს უჯრედოვან ფაზათა ყველა დაავადებისას, აგრეთვე, როგორც დამხმარე საშუალება ფერიჭამიებისას.
ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის და ნაღვლის სადინარების სხვა დაზიანებისას, რომელსაც თან ახლავს ღვიძლის პარენქიმის დაზიანება (ქოლესტაზი) - ნაჩვენებია Chelidonium- Homaccord- ის გამოყენება; გასტრიტისას და გასტროკარდიალური სიმპტომოკომპლექსისას ნაჩვენებია Gastricumeel და Nux vomica-Homaccord.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
**
შენახვის პირობები და ვადები**

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე
**
აფთიაქში გაცემის წესი**

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

**
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა**

Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია

ჰეპეელი

შემადგენლობა: 1 აბი შეიცავს: Lycopodium clavatum D3 - 30 მგ, Chelidonium majus D4 - 30 მგ, China D3 - 30 მგ, Nux moschata D4 - 30 მგ, Carduus marianus D2 - 30 მგ; Phosphorus D6 - 15 მგ; Veratrum album D6 - 60 მგ; ?itrullus colocynthis D6 - 90 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

ჩვენებები: ქოლესტაზი, სანაღვლე გზების დისკინეზია; ახალშობილებში კონიუგაციური სიყვითლე; ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება; ქოლანგიტი, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; ქრონიკული ენტერიტი და კოლიტი; ნაწლავების დისბიოზი, შებერილობა; ქოლესტერინის დონის მატება სისხლში; ასთენო- ნევროზული სინდრომი, გამოფიტვა, მადის დაკარგვა; ალერგიული რეაქცია და კანის ქრონიკული დაავადებები; ნებისმიერი დაავადება, რომლის დროსაც აუცილებელია ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სადეზინტოქსიკაციო ფუნქციის გააქტიურება.

დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 12 წლის ზევით ბავშვებისთვის - 1 აბი; 0-დან 1 წლამდე ბავშვები - მეოთხედი აბი; 1-დან 6 წლამდე

  • ნახევარი აბი; 6 წლიდან - სამი მეოთხედი აბი. პრეპარატი მიიღება ენის ქვეშ დღეში 3-ჯერ კვებამდე 15-20 წუთით ადრე ან კვებიდან 1 საათის შემდეგ. ტკივილების, შებერილობის დროს 1 აბი 15 წუთიანი ინტერვალით 2 საათის განმავლობაში, რომლის შემდეგაც გრძელდება ჩვეულებრივი დოზირება.

გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი და ცხელება, სისხლის შრატში ტრანსამინაზების და ბილირუბინის მომატება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობა და ძუძუთი კვება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 50ც აბი პლასტმასის კონტეინერში.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“

Hepeel N / ჰეპელი N

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: 50 ტაბ. სუბლინგვალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Chelidonium D4, Nux moschata D4 – შესაბამისად 30 მგ; Phosphorus D6 – 15 მგ, Veratrum D6 – 60 მგ; Colocynthis D6 – 90 მგ, Lycopodium D3, China D3 – შესაბამისად 30 მგ; Carduus marianus D2 – 15 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.

ჩვენება: ღვიძლის ფუნქციის პირველადი და მეორადი დარღვევები, ღვიძლის სხვადასხვა დაზიანებები.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ. გაძლიერებული მგრძნობელობა ქინინის მიმართ.

გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

დოზირება და მიღების წესი: ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. მწვავე მდგომარეობისას – 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა