პიკლოცინი - Piclocin
პიკლოცინი - Piclocin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პიკლოცინი-თვალის წვეთები 10მლ.გამჭირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარის სახით

შემადგენლობა:

პიკლოქსიდინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

დექსდროზა 50მგ

პოლისორბიტი 0,25 მგ

სტერილური წყალი 1მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პიკლოქსიდინს აქვს ანტიმიკრობული,ანტისეპტიკური და სადეზინფექციო მოქმედება.პრეპარატი ავლენს სწრაფ და გამოხატულ ბაქტერიოციდულ მოქმედებას Staphylococcus aureus, Streptococcus faecalis, Escherichia coli, Eberthella typhosa, Klebsiella pneumoniae, Proteus vulgaris, Shigella dysenteria, Bacillus subtilis, Chlamidia trachomatis წინააღმდეგ.

ჩვენებები:

ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა

პოსტოპერაციული პერიოდი

დაკრიოცისტიტი

ინფექციური კონიუნქტივიტი

კერატოკონიუნქტივიტი

ქლამიდიით გამოწვეული ინფექცია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.აუცილებელია ინსტილაციებს შორის ინტერვალი იყოს მინიმუმ 15 წუთი.

გამოყენების წესი და დოზირება:

1წვეთი 2-3 ჯერ დღეში,

გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.მკურნალობის ხანგრძლივობა არა უმეტეს 10 დღისა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი:

ბურსა,თურქეთი

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა