ალოვის - Alovis
ალოვის - Alovis

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ალო ვის გელი10მლ

შემადგენლობა: ალოე ვერას გელი, ნატრიუმის ჰიალურონატი 0,3%, დინატრიუმის ედეტატი, PHMB, იზოტონური ხსნარი ბუფერიზებული pH 7.2-მდე.

არ შეიცავს: ბენზალკოლიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, ფენოქსიეთანოლს, პარაბენებს, თიმეროზალს და ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს

სტერილური, დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური ხსნარი, განსაკუთრებით შესაფერისია თვალში უცხო სხეულის შეგრძნებისა და სიმშრალის დროს. შესაფერისია კონტაქტურ ლინზებთან ერთად გამოყენებისთვის. შედგება 0,3% ჰიალურონის მჟავისა და ალოე ვერას გელისაგან, არის ბიოთავსებადი და არ შეიცავს ბენზალკოლიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, ფენოქსიეთანოლს, პარაბენებს, თიმეროზალს და ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს.

ჰიალურონის მჟავა არის სპეციფიკური მოლეკულური სტრუქტურისგან დამზადებული, მაღალი დამატებიანებელი სტრუქტურის მქონე პოლიმერი, და აჩქარებს რეეპითელიზაციის პროცესს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი კომპონენტები. მას ასევე შეუძლია აღადგინოს და დაასტაბილუროს საცრემლე აპკის როგორც შუა – წყლოვან შრე, ასევე ლორწოვან შრე, წყლის მოლეკულების ჩართვის მაღალი უნარის წყალობით.

გელი მიღებულია ალოე ვერას ფოთლებისგან, რომელიც ანტიკური ხანიდან ცნობილია, როგორც ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, დამატენიანებელი, დამცავი, დამარბილებელი, შეშუპების საწინააღმდეგო, შემახორცებელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედების მქონე. ის ეხმარება თვალში უცხო სხეულის შეგრძნების შემსუბუქებაში და აღადგენს თვალის ზედაპირის ჰომეოსტაზს.

ჩვენებები: ატენიანებს გამომშრალ და დაწითლებულ თვალებს, ასტაბილურებს და აღადგენს საცრემლე აპკს.

იდეალურია შემდეგ შემთხვევებში:

სიმშრალე; არასაკმარისი ცრემლი; კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენება; თვალის დისკომფორტი შენობაში ან კონდიცირებულ გარემოში; უცხო სხეულის შეგრძნება თვალში. შესაფერისია ჰომეოპათიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისთვის.

გამოყენების ინსტრუქცია: ჩაიწვეთეთ ერთი ან მეტი წვეთი დღეში რამდენჯერმე, რამდენიმე დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტაქტური ლინზები გიკეთიათ.

გაფრთხილება: თვალის გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუკავშირდით სპეციალისტს. არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული ხართ. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური გამოყენების შემდეგ. მოერიდეთ საწვეთურ მილთან შეხებას. მოარიდეთ სითბოს წყაროებს, შეინახეთ მშრალ ადგილას 5-დან 35C-ზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის ამოწურვის შემდეგ. გამოიყენეთ გახსნიდან 90 დღის განმავლობაში. სტერილურია გახსნამდე. გადააგდეთ შეფუთვა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

ალოვის გელი
Alovis gel
(ჰიალურონის მჟავა 0.30%, ალოე ვერა)
თვალის წვეთები
რქოვანას დამატენიანებელი და რეგენერაციული საშულება

შემადგენლობა: ჰიალურონის მჟავა 0.30%, ალოე ვერას გელი, დინატრიუმის ედეტატი, იზოტონური ხსნარი PH-7.2. არ შეიცავს კონსერვანტებს (ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, თიმერასოლს და ცხოველური წარმოშობის კომპონონტებს).
ოფთალმოლოგიური, საპოხი, დამატენიანებელი, დამამშვიდბელი სტერილური ბუფერული ხსნარი ჰიალურონის მჟავით და ალოე ვერას გელით. რეკომენდირებულია მშრალი, გადაღლილი და გაღიზიანებული თვალისთვის, თავსებადია ყველა სახის კონტაქტურ ლინზასთან ერთად. ატენიანებს და ამშვიდებს თვალს; პოხავს და იცავს თვალს სიმშრალისგან; გამოიყენება ყველა სახის კონტაქტურ ლინზებთან ერთად; გააჩნია გახანგრძლივებული მოქმედება (არის გელის სტრუქტურის); აქვს დოზირების კომფორტული რეჟიმი (დღეში ერთხელ 1 წვეთი). გამოიყენება ჰომეოპათიურ მკურნალობასთან ერთად

ჩვენებები: გარემო ფაქტორებით გამოწვეული თვალის გაღიზიანება (მზის სხივები, ქარი, მტვერი, კონდიციონერი, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება და ა . შ); თვალის წვა და ქავილი (უცხო სხეულის შეგრძნება თვალში); ალერგიული კონიუქტივიტი; მშრალი თვალის სინდრომი; რქოვანას ტრამვა (ქირურგიული ჩარევა); კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენება; საცრემლე აპკის არატრამვული ცვლილებები; თვალის სტრესი (კომპიუტერის და ტელეფონის ხანგრძლივი გამოყენება, განათების არახელსაყრელი პირობები, ავტომობილის ღამით მართვა და ა.შ).

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი: გამოიყენება თითო წვეთი დღეში ერთხელ ან მეტჯერ (საჭიროების მიხედვით ან ექიმის დანიშნულებისამებრ). კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის დააწვეთეთ 2-3 წვეთი ლინზაზე გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: 10მლ სტერილური ფლაკონი საწვეთურით.

ვარგისიანობის ვადა: ვარგისია გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.

მწარმოებელი: ომისან ფარმაცეუტიცი (OMISAN farmaceutici), იტალია.

**ალოვის გელი **

Alo vis gel

( ჰიალურონის მჟავა 0.30%, ალოე ვერა )

თვალის წვეთები

რქოვანას დამატენიანებელი და რეგენერაციული საშულება

შემადგენლობა :

ჰიალურონის მჟავა 0.30% , ალოე ვერას გელი , დინატრიუმის ედეტატი, იზოტონური ხსნარი PH – 7.2.

ოფთალმოლოგიური, საპოხი ,დამატენიანებელი, დამამშვიდბელი სტერილური ბუფერული ხსნარი ჰიალურონის მჟავით და ალოე ვერას გელით. რეკომენდირებულია მშრალი, გადაღლილი და გაღიზიანებული თვალისთვის, თავსებადია ყველა სახის კონტაქტურ ლინზასთან ერთად.

თვისებები :

· ატენიანებს და ამშვიდებს თვალს

· პოხავს და იცავს თვალს სიმშრალისგან

· გამოიყენება ყველა სახის კონტაქტურ ლინზებთან ერთად

· გააჩნია გახანგრძლივებული მოქმედება (არის გელის სტრუქტურის)

· აქვს დოზირების კომფორტული რეჟიმი ( დღეში ერთხელ 1 წვეთი )

· არ შეიცავს კონსერვანტებს ( ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, თიმერასოლს და ცხოველური წარმოშობის კომპონონტებს ) .

· გამოიყენება ჰომეოპათიურ მკურნალობასთან ერთად

ჩვენებები :

· გარემო ფაქტორებით გამოწვეული თვალის გაღიზიანება ( მზის სხივები, ქარი, მტვერი, კონდიციონერი, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება და ა . შ)

· თვალის წვა და ქავილი ( უცხო სხეულის შეგრძნება თვალში )

· ალერგიული კონიუქტივიტი

· მშრალი თვალის სინდრომი

· რქოვანას ტრამვა ( ქირურგიული ჩარევა )

· კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენება

· საცრემლე აპკის არატრამვული ცვლილებები

· თვალის სტრესი ( კომპიუტერის და ტელეფონის ხანგრძლივი გამოყენება, განათების არახელსაყრელი პირობები, ავტომობილის ღამით მართვა და ა.შ )

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი :

გამოიყენება თითო წვეთი დღეში ერთხელ ან მეტჯერ (საჭიროების მიხედვით ან ექიმის დანიშნულებისამებრ ). კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის დააწვეთეთ 2-3 წვეთი ლინზაზე გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ.

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა :

10 მლ სტერილური ფლაკონი საწვეთურით.

**ვარგისია გახსნიდან 90 დღის განმავლობაში. **

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა