დექსარი - Dexari
დექსარი - Dexari

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დექსარი-თვალის წვეთები

შემადგენლობა: ნატრიუმის ჰიალურონატი 0.15%; დექსპანთენოლი 2%.

დექსარი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც უზრუნველყოფს რქოვანას ნეირორეპარაციას, შეიცავს ჰიალურონის მჟავას, და დექსპანთენოლის კომბინაციას, რაც ხელს უწყობს ცრემლის მოცულობის გაზრდას და მისი სტაბილურობის გაუმჯობესებას. დექსპანთენოლი უზრუნველყოგს ქსოვილის მთლიანობის აღდგენას ნაწიბურის განვითარების გარეშე და უნარჩუნებს რქოვანას გამჭირვალობას.

ჩვენებები: რქოვანას დისტროფიული დაავადებები; რქოვანას ტრავმული დაზიანებები; დამწვრობა; რქოვანას დაზიანება კონტაქტური ლინზების ტარებისას; მშრალი თვალის სინდრომი.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი: 1 წვეთი 2-3 ჯერ დღეში. დექსარის გამოყენება შესაძლებელია კონტაქტურ ლინზებთან ერთად.

გაფრთხილება: არ გამოიყენება თუ პაციენტს აქვს ალერგია რომელიმე კომპონენტის მიმართ; არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; ინახება გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 25C ტემპერატურაზე; არ გამოიყენება თუ დაზიანებულია შეფუთვა; გვერდითი მოქლენების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ გამოყენება, შეატყობინონ მკურნალ ექიმს; ჩაწვეთების დროს ფლაკონი არ უნდა ეხებოდეს თვალის ზედაპირს.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება პრეპარატი 1 თვის განმავლობაში. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები 10მლ ფლაკონში.

მწარმოებელი: ტოკურა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.ს., თურქეთი.

ვებ-გვერდი: www.tocura.com.tr

სოელ ფარმა, ინგლისი-ს (Soel Pharma L.P) დაკვეთით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დექსარი 10მლ თვ/წვ
  • სახელი: დექსარი 10მლ თვ/წვ
Aversi 25.2 ლ
დექსარი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: დექსარი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1
GPC 35 ლ
დექსარი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: დექსარი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1
Pharmadepot 32.9 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა