მაკუვიტი - Makuvite
მაკუვიტი - Makuvite

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მაკუვიტი კაფსულები

Makuvit****capsules

შემადგენლობ****ა

თითოეული კაფსულა შეიცავს:

მოცვის ექსტრაქტი 200 მგ

ტაურინი 100 მგ

ლუტეინი 12 მგ

ზეაქსანტინი 2.4 მგ

ვიტამინი A 2500 სე

ვიტამინი E 8 მგ

ომეგა-3 500 მგ

ლიკოპენი 8 მგ

დამხმარენივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, გლიცეროლი, ჟელატინი, Ponceau 4 R Supra, ბრილიანტის ლურჯი.

თვისებები

მაკუვიტი არისვიტამინისა და კაროტინოიდების ეფექტური კომპლექსი გოგირდის შემცველი ამინომჟავის ტაურინით თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ანტიოქსიდანტური დაცვისა და მხედველობის დაქვეითების პროფილაქტიკისთვის.

ვიტამინი****A არის აუცილებელი მიკროელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია ნორმალურ მხედველობაზე, ჯანმრთელ კანსა და ორგანიზმის ყველა ლორწოვან გარსზე. იგი აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და ინარჩუნებს საცრემლე ჯირკვლების ჯანმრთელობას; ასევე ხელს უშლის თვალის ლორწოვანი გარსის გამოშრობას.

ვიტამინი****E ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ჯანმრთელობისთვის; ხელს უწყობს თვალის სისხლძარღვების სიმტკიცეს და ბადურის სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ომეგა-3 ესენციური ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს წყალწყალა ნამის ნორმალურ გადინებას თვალიდან. ომეგა-3-ის საკმარისი რაოდენობით მიღება ასტაბილურებს საცრემლე აპკს და ხელს უშლის ანთებით პროცესებს.

ლუტეინიდაზეაქსანტინი - კაროტინოიდები, ანტიოქსიდანტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თვალის ბროლისა და ბადურის მაღალი ხარისხით ფუნქციონირებისთვის; ასევე ხელს უშლის მხედველობის გაუარესებას, იცავს თვალებს აგრესიული გარეგანი ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ სწრაფ აღდგენას.

ტაურინი ამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის მეტაბოლურ პროცესებში. ეს ბიოლოგიური კომპონენტი აუმჯობესებს ბადურის ჯანმრთელი უჯრედების რეგენერაციას.

მოცვის****ექსტრაქტი შეიცავს ანთოციანინებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თვალის ყველა ქსოვილში, იცავს ანთებითი პროცესებისგან, აღადგენს როდოპსინის (ფოტომგრძნობიარე პიგმენტის) დონეს.

ლიკოპენი****- ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, განსაკუთრებით თვალის მიდამოში. ლიკოპენი აუმჯობესებს იმუნური სისტემის ჯანმრთელობას.

გამოყენება

• ანთებითი და დეგენერაციული ცვლილებები ბადურაზე, მინისებრ სხეულსა და ბროლში;

• თვალების დაცვა აგრესიული გარე გავლენისგან (კომპიუტერი, ავტომობილის მართვა, კაშკაშა შუქი და ა.შ.);

• ბინდის ხედვა;

• მხედველობის დაქვეითების პრევენცია;

• პოსტოპერაციული (ოფთალმოლოგიური ქირურგია).

გაფრთხილება

არ გამოიყენება ჰიპერმგრძნობელობისას რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს

დოზირება

12-18 წლის ასაკში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ.

მოზრდილებში: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში

შეფუთვა

3X10 კაფსულა.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

შენახვის წესი

ინახება ბნელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი

Bion Corporation Ltd.

167-169 Great Portland Street,

London, England, W1W 5PF.

www.bioncorporation.uk

მწარმოებლის მისამართი

Bion Corporation

F-58, Sector-9, Rohini,

New Delhi, India, 110085

მაკუვიტი

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი, ლუთეინი, ბეტა-კაროტინი, ლიკოპინი, ასტაქსანთინი და ზეაქსანთინი დამხმარე კომპონენტები: იხილეთ შეფუთვა.

ჩვენებები: მხედველობის ხანგრძლივი დატვირთვა; კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა; მწეველები; ბლეფარიტი; მიოპია და მასთან დაკავშირებული გართულებები; დიაბეტური რეტინოპათია; საცრემლე ჯირკვლის დაავადებები; ოფთალმოჰიპერტენზია; მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია; პიგმენტური რეტინოპათია; თვალებზე ოპერატიული ჩარევების შემდგომ აღდგენის პერიოდში; სიბნელეში მხედველობის ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა; მხედველობის ნერვის ატროფია.
გამოყენების რეკომენდაციები: მიიღება შიგნით ანუ პერორალურად, ჭამის დროს. ნიშნავენ 1 კაფსულას დღე-ღამეში ერთხელ. მიღების ხანგრძლივობა - 1-3 თვე.

უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა; ორსულობა; ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
მაკუვიტი განკუთვნილია მრავალფეროვან, დაბალანსებულ დიეტასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე დამატებით გამოყენებისთვის.
არ გამოიყენება მაკუვიტს შემადგენლობის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა: კაფსულები # 30, რბილი ჟელესებრი კაფსულები.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.

მწარმოებელი: შპს გეოორგანიკს ლიმიტედ, ინგლისი.

დამზადებულია: ლპ სოელ ფარმა, ინგლისი-ს დაკვეთით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მაკუვიტი #30კაფს
  • სახელი: მაკუვიტი #30კაფს
Aversi 46 ლ
მაკუვიტი კაფსულა #30
  • სახელი: მაკუვიტი კაფსულა #30
Pharmadepot 37 ლ
მაკუვიტი კაფსულა #30
  • სახელი: მაკუვიტი კაფსულა #30
GPC 37 ლ
Makuvit - მაკუვიტი 30 რბილი კაფსულა
  • სახელი: Makuvit - მაკუვიტი 30 რბილი კაფსულა
PSP 26.42 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა