ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
დასახელება: „ოპტინოლი“ - ღრმა დატენიანება, 350 წვეთი ფლაკონში
შემადგენლობა**:**
ერთი მლ შეიცავს:
ჰიალურონის მჟავა ნატრიუმის ჰიალურონატის სახით – 4,028 მგ
ნატრიუმის ქლორიდი - 8,358 მგ
ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 0,705 მგ
დინატრიუმის ფოსფატი უწყლო - 1,108 მგ
გამოხდილი წყალი - 1 მლ-მდე
არ შეიცავს კონსერვანტებს**.**
აღწერილობა**:**
გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელი, ბლანტი სითხე.
დახასიათება**:**
ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვნად იმატა „მშრალი თვალის“ სინდრომის მნიშვნელობამ, რაც თვალების ქრონიკული გაღიზიანების ერთ-ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს. დაავდების გავრცელება 11-17% აღწევს მთელ პოპულაციაში. „მშრალი თვალის“ სინდრომი ვითარდება ცრემლის აპკის დარღვევის შედეგად, რაც განპირობებულია ცრემლის გამოყოფის დაქვეითებით ან მისი ჭარბი აორთქლებით და იწვევს თვალის ზედაპირის დაზიანებას და დისკომფორტის, სიმშრალის, უცხო სხეულის („ქვიშა თვალებში“), გაღიზიანების, მჩხვლეტავი ტკივილის ან თვალების წვის შეგრძნებას.
„ მშრალი თვალის “ სინდრომის განვითარების ძირითადი მიზეზები :
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება**„ოპტინოლი“ -****ღრმა** დატენიანება** ** წარმოადგენს იზოტონურ (pH 6,0-7,5), ბუფერულ, სტერილურ ხსნარს, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის ჰიალურონატის სახით. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც ხასიათდება წყლის დიდი რაოდენობით შეკავშირების უნარით.
„ოპტინოლი“ ღრმა დატენიანების შემადგენლობაში გამოყენებულია დაბალი მოლეკულური მასის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატი, რაც ხელს უწყობს მის ადვილად შეღწევადობას ქსოვილებში და უზრუნველყოფს თანაბარი, სტაბილური და მდგრადი დამცავი ფენის წარმოქმნას თვალის რქოვანა გარსზე, მხედველობის სიმახვილეზე გავლენის გარეშე.
ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის მარილის სახით) ხასიათდება საჭირო სიბლანტითა და ადჰეზიის უნარით თვალის რქოვანასთან მიმართებაში. ჰიალურონის მჟავას ამ თვისებების წყალობით „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანების ჩაწვეთების შედეგად რქოვანა გარსზე იქმნება თხელი შრე, რომელიც იცავს თვალს გამოშრობისგან და ხანგრძლივად აცილებს მას დისკომფორტის, სიმშრალის, დაღლილობის, წვისა და გაღიზიანების სიმპტომებს. „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანება ეფექტურად ატენიანებს და უბრუნებს ჯანმრთელ მდგმარეობას თვალის რქოვანა გარსსა და კონიუნქტივას.
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება**„ოპტინოლი“ -****ღრმა** დატენიანება** ** მაღალი სიბლანტის წყალობით უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავას (ნატრიუმის მარილის სახით) უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას თვალის ზედაპირზე, რის შედეგადაც ხანგრძლივდება მისი დატენიანება და ძლიერდება თვალის დაცვა. დამცავი შრის მოქმედება დაუყოვნებლივ იწყება. „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანება გამოიყენება „მშრალი თვალის“ სინდრომის სიმპტომების მოსახსნელად, მათი ხშირად გამოვლენის შემთხვევაში გარემო არახელსაყრელი ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად. „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანება რეკომენდებულია ღამე იმ პირთათვის, ვისაც „მშრალი თვალის“ სიმპტომები მნიშვნელოვნად აქვთ გამოხატული გამოღვიძების შემდეგ ან სძინავთ გახელილი თვალებით. კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა და კვლავ გაეთება ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.
კონსერვანტების არარსებობა და ისეთი ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალების შემცველობა, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის მარილის სახით), უზრუნველყოფს „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანების კარგ ამტანობას ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
ფლაკონის სპეციალურად შექმნილი მექანიზმის წყალობით ხსნარი სტერილური რჩება გახსნიდან 180 დღის (6 თვის) განმავლობაში, ამასთან არ შეიცავს კონსერვანტებს. ფლაკონის მულტიდოზატორი უზრუნველყოფს „ოპტინოლი“ ღრმა დატენიანების დოზირების სიზუსტეს და გამოყენების სიმარტივეს. ფლაკონი შეიცავს 350 წვეთს.
გამოყენების ჩვენებები**:**
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება**„ოპტინოლი“ -****ღრმა** დატენიანება** ** გამოიყენება თვალების ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
„მშრალი თვალის“ სინდრომი (დისკომფორტი, სიმშრალე, უცხო სხეულის შეგრძნება („ქვიშა თვალებში“), წვა, გაღიზიანება);
სხვადასხვა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარება - დისკომფორტის მოსახსნელად;
თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პეროდი ან რქოვანა გარსის დაზიანება და ტრავმები;
გამოყენების წესი**:**
გადაწიეთ თავი უკან და ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში. წვეთების თანაბრად გადასანაწილებლად თვალის ზედაპირზე დაახამხამეთ თვალები რამდენჯერმე.
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია დღეში რამდენჯერმე.
გამოყენების წესი**:**
! ფლაკონის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ შეახოთ მისი წვერი თვალს ან ლინზებს და არ შეეხოთ მას ხელით.
! ყოველი გამოყენების შემდეგ შეამშრალეთ საწვეთურის წვერი და დააფარეთ ხუფი.
უკუჩვენებები**:**
მომატებული მგრძნობელობა სამედიცინო მოწყობილობის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები**:**
გვერდითი ეფექტები**:**
ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების შეწებების უსიამოვნო შეგრძნება (ხსნარის მაღალი სიბლანტის გამო).
ვარგისობის ვადა**:**
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გახსნილი ფლაკონის გამოყენება დასაშვებია 6 თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა**:**
10 მლ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი გამომფრქვევი ხუფით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები**:**
ინახება 10°C-დან 30°C ტემპერატურის, 45 – 80% ტენიანობისა და 84 – 106,7 კპა წნევის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
უტილიზაცია**:**
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მოწყობილობა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციებისა და ნორმატივების შესაბამისად. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, სამედიცინო მოწყობილობა უნდა განადგურდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
მწარმოებელი**:**
სს იადრან გალენსკი ლაბორატორია, ხორვატია
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
35.8 ლ | ||
|
35.9 ლ | ||
|
27.87 ლ | ||
|
25.94 ლ | ||
|
28.75 ლ | ||
|
28.71 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა