პურალიდ - Puralid
პურალიდ - Puralid

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ინსტრუქციებიგამოყენებისშესახებ

Puralid® Lipogel (პურალიდი ლიპოგელი) გამოიყენება ბლეფარიტის ან ბლეფაროკონიუნქტივიტის დროს.

Puralid® Lipogel არის ოფთალმოლოგიური პროდუქტი, რომელიც ამშვიდებს და ასუფთავებს ქუთუთოებს და პერიოკულურ არეს. შეიცავს ლიპოზომებს, ჩაის ხის ზეთს, ვიტამინ A-ს, ქსანტანურ რეზინს, ფეროლის მჟავას, ვიტამინ E TPGS-ს და ალფა ბისაბოლოლს.

ფოსფოლიპიდების ორმაგი ფენით წარმოქმნილი ლიპოზომები ცნობილია მათი დამამშვიდებელი და დამარბილებელი თვისებებით, აგრეთვე აქტიური ინგრედიენტების ეფექტურად გადაცემის უნარით.

მელალეუკას****ზეთი , რომელიც მოპოვებულია Melaleuca alternifolia–დან, ცნობილია ანტიმიკრობული თვისებებით.

ვიტამინი****A აძლიერებს და იცავს კანს ეპითელური ფუნქციის მოწესრიგებით. იგი წარმოადგენს ასევე ანტიოქსიდანტს, რომელიც ქსანტანურ რეზინთან, ფეროლის მჟავასთან და ვიტამინ E TPGS-თან ერთად მოქმედებს ლიპოზომებთან სინერგიით, რათა დაიცვას ქუთუთოს ზედაპირი თავისუფალი რადიკალების და ულტრაიისფერი UV სხივების ჟანგვითი მოქმედებისგან.

ალფა****ბისაბოლოლი გვირილის ეთერზეთის მთავარი კომპონენტია. მას გააჩნია დამამშვიდებელი თვისებები, ამცირებს სიწითლეს და ანთებას, განსაკუთრებით ნაზი კანის შემთხვევაშიც კი. იგი ხასიათდება კანის მაღალი ამტანობით.

რისთვისგამოიყენებაPuralid® Lipogel?

Puralid® Lipogel გამოიყენება ქერქის შერბილების და მოსაშორებლად, რომლებიც წარმოიქმნება ქუთუთოზე ანთებით პროცესებთან ერთად, მაგალითად ბლეფარიტის ან ბლეფაროკონიუნქტივიტის დროს.

რამდენადხშირადგამოვიყენოთ****Puralid® Lipogel?

გამოიყენეთ პროდუქტი დღეში ორჯერ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ რამდენჯერმე.

როგორგამოვიყენოთPuralid® Lipogel

პირველ გამოყენებამდე გააჩერეთ ბოთლი თავდაყირა და მყარად დააჭირეთ ტუმბოს სისტემას 3/5 ჯერ მიწოდების სისტემის გასაძლიერებლად, გელის გამოსვლამდე.

  1. 1.კარგად დაიბანეთ ხელები;
  2. 2.თითის წვერებზე დაისხით მცირე რაოდენობით Puralid® Lipogel;
  3. 3.ნაზად გადაინაწილეთ ქუთუთოებზე წრიული მოძრაობებით;
  4. 4.დატოვეთ რამდენიმე წუთი. მოიშორეთ ზედმეტი გელი სუფთა ცხვირსახოცით ან ბამბის ტამპონით.

ამპროდუქტისგამოყენებამდეყურადღებითწაიკითხეთინსტრუქცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ ნებისმიერი სახის სხვა შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რაარისშესაძლოგვერდითიმოვლენები**?**

თუ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორშევინახოთ****Puralid® Lipogel

  • არ შეინახოთ 25 ° C -ზე მეტ ტემპერატურაზე
  • არ გაყინოთ
  • მოარიდეთ სითბოს, ტენიანობას და მზის პირდაპირ სხივებს
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

შემადგენლობა**:** ფოსფოლიპიდები S80 (NIOLip), ბისაბოლოლი, ჩაის ხის ზეთი, ვიტამინი A პალმიტატი, ვიტამინი E TPGS, ფეროლური მჟავა, ქსანტანური რეზინი, დინატრიუმის EDTA დიჰიდრატი, სორბატის კალიუმი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიმეთილგლიცინატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ტრიკალიუმის ციტრატის მონოჰიდრატი, გამოხდილი წყალი.

გაფრთხილება**:**

  • მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია
  • გამოიყენეთ პროდუქტი ბოთლის გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში (15 მლ)
  • გამოიყენეთ პროდუქტი მინი კონტეინერის გახსნიდან 24 საათში (1 მლ).

OFFHEALTH SpA

პაიზიელოს ქ. N 10

50144 ფლორენცია, იტალია

გადამუშავება


კოლოფი 21 PAP | ფურცელი 22 PAP | მრავალდოზიანი ბოთლი და დისპენსერი 92 LDPE | მონოდოზიანი კონტეინერი 04 LDPE
---|---|---|---
ქაღალდი | პლასტმასი
გაეცანით თქვენი მუნიციპალიტეტის დებულებებს
შეამოწმეთ ცარიელი კონტეინერი

პრეზენტაციები :

კომერციული - ბოთლი 15 მლ.

ნიმუში - 5 მლ 5 კონტეინერის ნაკრები 1 მლ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით ექიმს ან თქვენს ადგილობრივ სანტენის ოფისს. ოფისი www.santen.eu

OFFHEALTH SpA Via G. Paisiello 10 50144 ფლორენცია იტალია

| | | | | | | |
---|---|---|---|---|---|---|---|---
მოწყობილობების ქარხანა | გამოშვების თარიღი | ლოტის N | ვარგისია .... მდე | გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია | არ გამოიყენოთ დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში | დაიცავით ნესტისაგან | არ შეინახოთ 25 ° C მეტ ტემპერატურაზე | დაიცავით სინათლის გან

MARVACO MARVACO OY PELTOTIE 20 FIN-28400 ULVILA, FINLAND [email protected] marvaco.fi - marvaco. se | 29.04.2021 Proof N 4 | SANTEN
---|---|---
Part No: 3419-02 Leaflet Pularid Lipogel Item N 016595, 016596 | ზომები: 130X360 მმ Font/size Helvetica Neue 7-16 pt | ქვეყანა: IT კომპ. კოდი: 017763 | ფერები: შავი ტექნიკური
| | |

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პურალიდ ლიპოგელი 15მლ ფლ
  • სახელი: პურალიდ ლიპოგელი 15მლ ფლ
Aversi 50.37 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა