ქსილოიალი ზერო - Xyliali Zero
ქსილოიალი ზერო - Xyliali Zero

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - hyaluronic acid sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → რქოვანას დამატენიანებელი საშუალებები
აღწერა
პრეპარატი წარმოადგენს სტერილურ, უკონსერვანტო, ვისკოელასტიურ, რქოვანას დამცავ საშუალება. ის შედგება მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისაგან. გააჩნია ბუნებრივი ცრემლის მსგავსი ეფექტი, იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ზედაპირს. ხანგრძლივი დროის მანძილზე თვალს უქმნის კომფორტულ გარემოს და ათავისუფლებს დისკომფორტისაგან გამოწვეული შემდეგი მდგომარეობებით:
• მშრალი (sicca) კერატოკონიუნქტივიტი (სიოგრენის დაავადება)
• რქოვანას დაზიანებები, ეროზიები, ოპერაციული ჩარევები
• კონტაქტური ლინზები
• ჰორმონული დარღვევები (მენოპაუზა)
• კონდიცირებული ჰაერი, ქარი, სიცივე, მშრალი სიცხე, მტვერი, გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი
• კომპიუტერთან მუშაობა, ხანგრძლივი მგზავრობა ავტომობილით, თვითმფრინვით
• ცურვა ქლორილებულ წყალში

შემადგენლობა
ნატრიუმის ჰიალურონატი 0,15%, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი და გამოხდილი წყალი.

გამოყენების ინსტრუქცია
• პირველი გამოყენებისას მოხსენით თავსახურს დამცავი ლენტა;
• მოხსენით თავსახური
• ფლაკონის გვერდებიდან დაწოლით ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალში ან კონტაქტურ ლინზაზე
• გამოყენების შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური;
• გამოყენება შეიძლება გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
ჩაწვეთების შემდეგ ქუთუთოების ნაზი მასაჟი უფრო სწრაფად გადაანაწილებს პრეპარატს თვალის ზედაპირზე.

შენახვის პირობები
შეინხეთ 2-25oC ტემპერატურაზე. დაიცავით ყინვისგან.

გაფრთხილება
• არ გამოიყენოთ თუ დაზიანებულია დამცავი ლენტა ან თავსახური
• არ შეახოთ ფლაკონი თვალს
• შესაძლო დაბინძურების გამო არ შეახოთ ფლაკონის საწვეთური ხელს ან სხვა ზედაპირებს
• არ გამოიყენოთ თვალის სხვა პრეპარატებთან ერთად. თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, დაიცავით პრეპარატებს შორის შუალედი სულ ცოტა 5 წუთი.
• არ გამოიყენოთ ინფიცირებულ თვალში
• გამოყენების შემდეგ შესაძლოა მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი, არ იმუშაოთ ტექნიკასთან სანამ არ აღდგება მხედველობის სიმახვილე
• დააწერეთ პირველად გახსნის თარიღი ფლაკონს
• პირველად გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ფლაკონი უნდა გადააგდოთ

ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero)

0.2% ნატრიუმის ჰიალურონატი და 0.2% TS-პოლისაქარიდი

დამატენიანებელი და საპოხი ეფექტის მქონე სტერილური ოფთალმოლოგიური (თვალის) ხსნარი

კონსერვანტების გარეშე, დაფასოებულია 10 მლ მოცულობის მქონე ბოთლში

შემადგენლობა:

ნატრიუმის ჰიალურონატი (0.2% w/v), TS-პოლისაქარიდი (0.2% w/v), მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.

რას წარმოადგენს ეს წამალი?

ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero) არის სტერილური, კონსერვანტებისაგან თავისუფალი, დამატენიანებელი და საპოხი ეფექტის მქონე ოფთალმოლოგიური (თვალის) ხსნარი, რომელიც შეიცავს შემდეგ დამცავ ნივთიერებებს: ლორწოვანი გარსის მიმართ მიმეტიკური (მსგავსი) მოქმედების მქონე საპოხ ნივთიერებას (ნატრიუმის ჰიალურონატს) და დამცავი და დამაბალანსებელი ფუნქციების მქონე ნივთიერებას (TS-პოლისაქარიდს).

პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს და ფოსფატებს.

რა სახით არის მოწოდებული ეს წამალი?

ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero) მოწოდებულია კონსერვანტების გარეშე წარმოდგენილი თვალის წვეთებისათვის განკუთვნილი ხსნარის სახით, რომელიც დაფასოებულია 10 მლ მოცულობის მქონე ბოთლში.

როდის უნდა მოხდეს მისი გამოყენება?

ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero) წარმოადგენს TS-პოლისაქარიდისა და მაღალი მოლეკულური წონის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატის კომბინირებულ ოფთალმოლოგიურ ხსნარს, რომელიც შემუშავებულია ბიოტექნოლოგიური სინთეზის საფუძველზე და გამოიყენება თვალების სიმშრალის მოხსნის ხანგრძლივი ეფექტის მიღების მიზნით.

ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს თვალის ლორწოვანი გარსის მიმართ მიმეტიკური (მსგავსი) მოქმედების და შესანიშნავი საპოხი თვისებების მქონე ნივთიერებას (რაც განპირობებულია მისი ხსნარის მაღალი სიბლანტით), რომელიც იწვევს დამატენიანებელი მოქმედების ეფექტს და ცრემლის აპკისებრი გარსის სტაბილიზაციას.

TS-პოლისაქარიდი წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც მიღებულია Tamarindus indica მცენარის თესლებიდან და ფლობს თვალის რქოვანა გარსისა და კონიუნქტივის დამცავ ეფექტებს. კერძოდ, TS-პოლისაქარიდი თვალის ზედაპირზე ქმნის დამცავ აპკს, რომელიც ხელს უწყობს ცრემლის აპკისებრი გარსის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას.

ზემოთ აღნიშნული ამ ორი ნივთიერების კომბინაცია ხასიათდება სინერგიული ზემოქმედებით თვალის რქოვანა გარსსა და კონიუნქტივაზე და იცავს რა მათ გარემო ფაქტორების (ქარი, მზე, კვამლი, მშრალი ჰაერი), მხედველობითი სტრესის (სინათლის შუქის ჭარბი ზემოქმედება, კომპიუტერების ხანგრძლივი გამოყენება), ან მექანიკური ფაქტორების (კონტაქტური ლინზების მოხმარება, თვალის ოპერაციების-შემდგომი პერიოდი) მიერ გამოწვეული გაღიზიანებისაგან, განაპირობებს დამატენინაბელი ხანგრძლივი ეფექტის განვითარებას.

ქსილოიალ ზეროს (Xiloial Zero) გამოყენება შეთავსებადია კონტაქტური ლინზების მოხმარებასთან და შესაბამისად, არ არის აუცილებელი ლინზების მოხსნა ამ ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენების წინ.

რა რაოდენობით უნდა მოხდეს მისი მიღება?

ერთი (1) წვეთი ყოველ თვალში დღეში ერთხელ, ან მეტჯერ (საჭიროების მიხედვით).

**სიფრთხილის ზომები: **

პროდუქტი მოწოდებულია მხოლოდ გარეგანი (ოფთალმოლოგიური) გამოყენებისათვის.
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუკი ადგილი ექნება მისი შემცველი კონტეინერის დაზიანებას.
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუკი თქვენ გაქვთ ზემგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
არ გამოიყენოთ პროდუქტი მის კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ შეახოთ ბოთლის წვერი თქვენი თვალის ზედაპირს.
არ დალიოთ ეს ხსნარი.
იშვიათ შემთხვევებში, ხსნარის მაღალი სიბლანტის გამო, თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ შეიძლება ადგილი ექნეს მხედველობის მსუბუქი და დროებითი დაბინდვის განვითარებას; ამდენად, რეკომენდებულია, რომ მკვეთრი და ნათელი მხედველობის საჭიროების მქონე ქმედებების განხორციელებამდე, თქვენ მცირეოდენი ხნის განმავლობაში დაელოდოთ მხედველობის აღნიშნული დაბინდვის გაქრობას.
რომელიმე სხვა ოფთალმოლოგიური (თვალის) წამლის გამოყენებამდე, თვალის ამ წვეთების გამოყენების შემდეგ მოიცადეთ მინიმუმ 10-15 წუთის განმავლობაში.
გახსნის შემდეგ, ყოველი ბოთლი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ 90 დღის განმავლობაში.
გულდასმით მოხუფეთ ბოთლი მისი ყოველი გამოყენების შემდეგ და დარწმუნდით, რომ მის წვერზე არ არის დარჩენილი ხსნარის წვეთები; ნარჩენი წვეთების არსებობის შემთხვევაში, მაჯის სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით მოაშორეთ ისინი ბოთლის წვერს.
ბოთლის ჩაფუშვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, არ გამოდევნოთ ბოთლიდან 30 ურთიერთმომდევნო წვეთზე მეტი.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა