ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
მოლუტრექსი ადგილობრივი მოქმედების სამკურნალო ხსნარი **
**
კონტაგიოზური მოლუსკი
• ანთებითი რეაქციის გამოწვევა
• ვირუსის გარსის ცილებისა და ლიპიდების დესტრუქცია
• იმუნური სისტემის მიერ ვირუსის ამოცნობა და კონტაგიოზური მოლუსკის ბუნებრივი ელიმინაცი****ა
კონტაგიოზური მოლუსკისთვის სპეციფიკური სამკურნალო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებისთვის დამახასიათებელი ელემენტების ალაგებას ტკივილის, სისხლდენისა და სხვა გვერდითი მოვლენების გარეშ ე
გამოყენება: დაასველეთ წკირი ხსნარში, წვეთის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, ზედმეტი პრეპარატი ჩაწმინდეთ ბოთლის ყელზე. დასველებული წკირი ფრთხილად წაისვით კერაზე და დატოვეთ გასაშრობად. ერთი და იგივე უბანზე გამოიყენეთ რამდენიმე დღის განმავლობაში სანამ არ განვითარდება ადგილობრივი ანთებითი რეაქცია**(4-დან 10-დღემდე, საშუალოდ 6 დღე).** დიდი რაოდენობით ელემენტების შემთხვევაში, წასმა შესაძლებელია ბამბის ტამპონითაც. გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ დილა-საღამო ს
ყოველი 2-3 აპლიკაციის შემდეგ წკირი ხელახლა დაასველეთ და წაისვით**.სახე და ტანი**
მოლუტრექსი არ გამოიყენება:
• 2 წლამდე ასაკის ბავშვებში
• ლორწოვან გარსზე და თვალის ირგვლივ
• კალიუმის ჰიდროქსიდის მიმართ ალერგიის შემთხვევაში
• ანთებით კონტაგიოზურ მოლუსკზე, მეჭეჭზე, ხალზე ან კანის სხვა ტიპის წანაზარდებზე
• ერთი და იგივე კერაზე 14 დღეზე მეტ ხანს.
გაფრთხილება:
• ხსნარი უნდა წაისვათ მხოლოდ კონტაგიოზური მოლუსკით დაზიანებულ კერაზე, მაგრამ არა ანთების პერიოდში.
• არ არის რეკომენდებული ხსნარის გამოყენება პაციენტებში: მწვავე ატოპიური ეგზემით, იმუნური სისტემის დეფიციტით, მეძუძურ დედებში სხეულის იმ ნაწილებზე, რომელიც შეიძლება კონტაქტში მოხვდეს ბავშვთან.
• ჯანსაღ კანზე ან თითებზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ დაიბანეთ წყლით.
• თვალში ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ წყლით და მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის არასასურველი მოვლენები, ძირითადად წვის შეგრძნება და გარდამავალი გაღიზიანება. კონტაგიოზური მოლუსკის გაქრობის ადგილზე შეიძლება გაჩნდეს ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, რაც სპონტანურად გაქრება.
პრეპარატი გამოიყენეთ გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
39 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა