ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
საინექციო წყალი ამპულებში
(Aqua pro injectionibus)
გენერიული დასახელება: Water for injection (Aqua pro injectionibus)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარენტერული მოხმარების სამკურნალო საშუალებების გამხსნელი.
ATC კოდი: V07AB
ფორმა : საინექციო ხსნარი ამპულებში.
შემადგენლობა : საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები : წყალი არის ყველაზე უნივერსალური გამხსნელი, სხვადასხვა ტრანსფუზიური პრეპარატების, აგრეთვე ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების ფუძე.
ჩვენებები : გამოიყენება როგორც გამხსნელი სტერილური ფხვნილების, ლიოფილიზატების და კონცენტრატებისაგან საინექციო ხსნარების მოსამზადებლად უშუალოდ პარენტერული შეყვანის წინ.
მიღების წესი და დოზირება : პარენტერული შეყვანის გზა და დოზირება განისაზღვრება გასახსნელი სამკურნალო საშუალების მოხმარების წესით და დოზირებით.
უკუჩვენებები : საინექციო წყალი არ გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებების გამხსნელად, რომლებისათვისაც აუცილებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.
გვერდითი მოქმედება : არ გააჩნია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან : პრაქტიკულად არ არსებობს.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები : არ შეურიოთ ზეთოვან საინექციო ხსნარებთან!. დაუშვებელია სუფთა პრეპარატის ინფუზიური შეყვანა მისი დაბალი ოსმოსური წნევის გამო (ჰემოლიზის რისკი!).
მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა : შეზღუდული არ არის.
გამოშვების ფორმა : 2მლ ან 5მლ საინექციო წყალი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები : მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 5 წელი.
გაცემის წეს ი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი : ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.
ტელ/ფაქსი : (99532) 225 29 56,ელ. ფოსტა : [email protected]
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
1.68 ლ | ||
|
1.93 ლ | ||
|
6.5 ლ | ||
|
2.12 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა