ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: წყალი, პოლივინილპიროლიდონი (პვპ), მალტოდექსტრინი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ქსანტანის გომიზი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰუალურონატი, არომატიზატორი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმი, ნატრიუმ-საქარინი, დიკალიუმის გლიცირიზატი, Aloe barbadensis.
ჩვენება: ანაფტინი გელი ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას, რაც გამოწვეულია პირის ღრუში მცირე დაზიანებებით, მაგალითად აფტოზური სტომატიტის, აფტოზური წყლულების შედეგად, ასევე ბრეკეტებისა და ცუდად შერჩეული პროთეზების გამოყენებით მიღებული მცირე დაზიანებებით. ის, ასევე, ინიშნება დიფუზური აფტოზური წყლულების სამკურნალოდ.
უკუჩვენება: ანაფტინი გელი უკუნაჩვენებია ანამნეზში პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
გამოყენების წესი: წაისვით გელის 1-2 წვეთი პირში არსებული წყლულებზე ან
ჭრილობებზე. არ შეეხოთ ჭრილობას აპლიკატორით. არ შეეხოთ ჭრილობას ენით სულ მცირე
2 წუთის განმავლობაში, დამცავი ფენის ფორმირებამდე. დაახურეთ თავსახური ყოველი
გამოყენების შემდეგ. საუკეთესო შედეგის მისაღებად, არ მიიღოთ საკვები და სასმელი
გელის წასმის შემდეგ სულ მცირე 1 საათის განმავლობაში.
გამოიყენეთ 3-4 ჯერ დღეში ან უფრო ხშირად, საჭიროების შემთხვევაში.
ორსულობა: ორსულობის შემთვვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: აპლიკატორისა და გელის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით ყოველი ტუბი ანაფტინი გელით გამოიყენება მხოლოდ ერთი პაციენტისთვის. პირის ღრუში წყლულების ხშირად განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის წესი: პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ტუბის დაზიანებისა თუ გაჟონვის შემთხვევაში. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე, გამაცხელებელი საშუალებების პირდაპირი ზემოქმედებისგან შორს. არ გაყინოთ.
მოცულობა: 8 მლ
მწარმოებელი: ალიანს ფარმა სრლ (Alliance Pharma Srl), იტალია

ანაფტინი® სპრეი ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას, რაც გამოწვეულია პირის ღრუში მცირე დაზიანებებით, მაგალითად აფტოზური სტომატიტის, აფტოზური წყლულების შედეგად, ასევე ბრეკეტებისა და ცუდად შერჩეული პროთეზების გამოყენებით მიღებული მცირე დაზიანებებით. ის, ასევე, ინიშნება დიფუზური აფტოზური წყლულების სამკურნალოდ.
**მოქმედების მექანიზმი: **
ანაფტინი® სპრეი შეიცავს პოლივინილპიროლიდონს (პვპ) და ჰუალურონის მჟავას, რომლებიც ქმნის პირის ღრუს შემომგარსველ დამცავ ფენას, დაზიანებული უბნების ეფექტური დაცვის უზრუნველყოფით, რაც ამსუბუქებს ღია ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით გამოწვეულ ტკივილს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰუალურონის მჟავა და ალოე ვერა უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილების ბუნებრივ შეხორცებას.
**გამოყენების წესი: **
პრეპარატის პირველად გამოყენების შემთხვევაში, მოხსენით მას თავსახური და დაამაგრეთ საფრქვევის თავზე. მიმართეთ საფრქვევის თავი პირის ღრუში დაზიანებისკენ და გააფრქვიეთ 3-ჯერ ან, თუ საჭიროა, დაზიანებული უბნის დაფარვამდე. საუკეთესო შედეგის მისაღებად, არ მიიღოთ საკვები და სასმელი სპრეის გამოყენებიდან სულ მცირე 1 საათის განმავლობაში. საფრქვევის თავი შესაძლებელს ხდის მაქსიმალურად ეფექტურად დაიფაროს პირის ღრუში არსებული დაზიანებები.
გამოიყენეთ 3-4 ჯერ დღეში ან უფრო ხშირად, საჭიროების შემთხვევაში.
**შემადგენლობა: **
წყალი, პოლიპროპილენგლიკოლი, პოლივინილპიროლიდონი (პვპ), მალტოდექსტრინი, Aლოე ბარბადენსის, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლიეთილენგლიკოლი 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰუალურონატი, არომატიზატორი, ნატრიუმ- საქარინი, დიკალიუმის გლიცირიზატი.
**სიფრთხილის ზომები: **
ანაფტინი® სპრეის გამოყენება უკუნაჩვენებია ანამნეზში პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. თუ ხართ ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. პირის ღრუში წყლულების ხშირად განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
**გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: **
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ფლაკონის დაზიანებისა თუ გაჟონვის შემთხვევაში. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. პრეპარატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, გამაცხელებელი საშუალებების პირდაპირი ზემოქმედებისგან შორს. არ გაყინოთ. დაიცავით თვალთან კონტაქტისგან.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
34.4 ლ | ||
|
19.36 ლ | ||
|
24.08 ლ | ||
|
27.65 ლ | ||
|
34.4 ლ | ||
|
24.03 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა