ქიდს 0-9 - Kids 0-9
ქიდს 0-9 - Kids 0-9

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - homeopathic comb.drug
ქიდს 0-9® ხველა და გაციება (სიროფი)
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური მედიკამენტი.
გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ , ყურძნის შესანიშნავი არომატით.

შემადგენლობა:
შემადგენელი კომპონენტები HPUS
მიზანი
Drosera 1C (Sundew)
მშრალი ხველა
Arnica montana 3C (Leopard’s bane)
კუნთების ტკივილი და შეშუპება
Bryonia 3C (White bryony)
ხველა
Ipecacuanha 3C (Ipecac)
მშრალი ხველა
Cetraria islandica 1C (Iceland moss)
მშრალი ხველა
Belladonna 3C (Deadly nightshade)
გაციების სიმპტომები და ცხელება
Coccus cacti 3C (Cochineal)
პროდუქტიული ხველა
Corallim rubrum 3C (Red coral)
მტკივნეული ხველა
Stannum metallicum 3C (Tin)
ლორწო, ხველა და ცხელება
დამხმარე ნივთიერებები: სუფთა წყალი, სორბიტოლი, კარამელი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბიტი, ლიმონმჟავა.

ჩვენება: აუმჯობესებს ხველის და გაციების თანმხლებ სიმპტომებს: გამოიყენება მშრალი ხველის დროს და ეხმარება მის შემსუბუქებაში, ხსნის გულმკერდის შეშუპებას, ეხმარება ნახველის წარმოქმნაში, ამსუბუქებს ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებას ხველის დროს. არეგულირებს ტემპერატურას (ცხელების დროს).

დოზირება და მიღების წესი: გამოყენების რეკომენდაცია:
ბავშვები 0 დან 6 წლამდე: ქ ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.
ბავშვები 7 დან 9 წლამდე: 1 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.
შეამცირეთ მიღება სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ან მიიღეთ ექიმის რეკომენდაციით. მიიღება კვებამდე 10-15 წთ-ით ადრე ან მის შემდეგ.

გაფრთხილებები: ■ არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია. ■ მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები გაუარესდა ან გაგრძელდა 5 დღეზე მეტ ხანს. ■ არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

ქიდს 0-9 დამამშვიდებებლი (სიროფი)
ჰომეოპათიური მედიკამენტი

შემადგენლობა: Asafoetida 8X (Asafetida); Ignatia amara 8X (Ignatius bean); Valeriana officinalis 8X (Valerian); Avena sativa 8X (Oats); Argentum nitricm 8X (Silver nitrate); Tarentula hispana 8X (Tarantula); Hyoscyamus niger 8X (Henbane); Paeonia officinalis 8X (Peony); Stramonium 8X (Thorn apple); Cocculus indicus 8X (Indian berry). დამხმარე ნივთიერებები: სუფთა წყალი, სორბიტოლი, ყურძნის არომატიზატორი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბიტი, ლიმონმჟავა.

ჩვენება: გამოიყენება ბავშვებში აღგზნების, გაღიზიანების, ნევროზულობის, შფოთვის და მოუსვენრობის შესამსუბუქებლად და მოსახსნელად.

დოზირება და მიღების წესი: გამოყენების რეკომენდაცია: ბავშვები 0 დან 5 წლამდე: ნახევარი ჩაის კოვზი (2,5მლ) 3-4 ჯერ დღეში კვებამდე 15 წუთით ადრე ან შემდეგ. ბავშვები 6 დან 9 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5მლ) 3-4 ჯერ დღეში კვებამდე 15 წუთით ადრე ან შემდეგ.
სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგმიღება უნდა შემცირდეს ან მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

გაფრთხილებები: არ გამოიყენება თუ შეფუთვა დაზიანებულია. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

უპირატესობები: არ შეიცავს საღებავებს, არ შეიცავს გლუტენს და შაქარს.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა: სიროფი 100მლ, ყურძნის შესანიშნავი არომატით.

მწარმოებელი: ჰომეოკან ინკ (HOMEOCAN Inc), კანადა.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა