ანაფტინი ბეიბი დენტალ გელი - Anaftin Baby Dental Gel
ანაფტინი ბეიბი დენტალ გელი - Anaftin Baby Dental Gel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: წყალი, პოლივინილპიროლიდონი (პვპ), მალტოდექსტრინი, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, Aloe barbadensis, ქსანტანის გომიზი, არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმი, ნატრიუმის ჰუალურონატი, ქსილიტოლი, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი, გლიცირეტინის მჟავა, Crocus sativus.

ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი წარმოადგენს ბიო- ადჰეზიურ ორალურ გელს. ის სწრაფად ქმნის დისკომფორტისა და ტკივილისგან ღრძილების დამცავ გამჭვირვალე ფენას. მისი მცენარეული ინგრედიენტები ხელს უწყობს ტკივილისა და სიწითლის შემცირებას დაზიანებულ უბანზე. აპლიკატორს აქვს სილიკონის ჯაგრისი, რომელიც ახდენს ღრძილების მსუბუქ მასაჟირებას, რაც უზრუნველყოფს კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული დისკომფორტისა და სიმპტომების შემსუბუქებას. ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი არ შეიცავს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს, სამკურნალო საშუალებებს, ალკოჰოლს ან შაქარს. ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი არ იწვევს წვის შეგრძნებას წასმისას და აქვს ბანანის სასიამოვნო გემო.

გამოყენების წესი: საჭიროა დაზიანებული უბნის დასაფარად საკმარისი გელის აღება და ნელა შეზელვა ღრძილზე აპლიკატორის გამოყენებით. ახალგაზრდა პაციენტებში ფენის წარმოქმნისა და ტკივილის შემსუბუქების ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის სასურველია გელის გამოყენება ბავშვის კვების შემდეგ და ძილის წინ. გამოიყენება რამდენჯერაც საჭირო იქნება. ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა დაეხუროს ხრახნიანი თავსახური. საჭიროა პროდუქტის ნებისმიერი ნარჩენის მოშორება, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს გელის შემდგომ გამოყენებას.

სიფრთხილის ზომები: აპლიკატორისა და გელის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით ყოველი ტუბი ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელით გამოიყენება მხოლოდ ერთი პაციენტისთვის. ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი უკუნაჩვენებია ანამნეზში პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. თუ პაციენტი არის ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს ექიმს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: ყურადღება: პრეპარატის წასმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოზრდილის მიერ. მოცემული სამედიცინო ხელსაწყო არ არის სათამაშო! დაუშვებელია მისი ბავშვისთვის დატოვება. არსებობს დახრჩობის რისკი! გამოყენებამდე საჭიროა სამედიცინო ხელსაწყოს შემოწმება დაზიანებების ნიშნების თვალსაზრისით და ყურადღება მიექცეს, რომ გელის გამოყენების დროს შემთხვევით არ მოძვრეს აპლიკატორის თავი. ამ შემთხვევაში, საჭიროა მისი გამოყენების შეწყვეტა. დაუშვებელია დაზიანებული ნაწილის ხელახლა მორგება. გელის გაჟონვის შემთხვევაში საჭიროა ხელსაწყოს გამოყენების შეწყვეტა. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ტუბის დაზიანებისა თუ გაჟონვის შემთხვევაში. ინახება ოთახის ტემპერატურაზე, გამაცხელებელი საშუალებების პირდაპირი ზემოქმედებისგან შორს. დაუშვებელია გაყინვა. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

მოცულობა: 10მლ.

მწარმოებელი: ალიანს ფარმა სრლ., იტალია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ანაფტინი ბეიბი დენტალ გელი 12% 10მლ ტუბი #1
  • სახელი: ანაფტინი ბეიბი დენტალ გელი 12% 10მლ ტუბი #1
Pharmadepot 12.72 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა