სოლგარი-B კომპლექს სტრესი - Solgar-B Complex Stress
სოლგარი-B კომპლექს სტრესი - Solgar-B Complex Stress

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

B კომპლექსი სტრეს ფორმულა
C ვიტამინთან ერთად
2 ტაბლეტი შეიცავს:
C ვიტამინი (L-ასკორბინის მჟავა) – 500მგ
თიამინი (B1 ვიტამინი) (თიამინის მონონიტრატის სახით) – 10მგ
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) – 10მგ
ნიაცინი (B3 ვიტამინი, ნიაცინამიდი) – 100მგ
ქოლინი (B4 ვიტამინი) (ქოლინის ბიტარტრატი) – 41მგ
პანტოთენის მჟავა (B5 ვიტამინი)(D-კალციუმის პანტოთენატის სახით) – 100მგ
B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 10მგ
ბიოტინი (B7 ვიტამინი) (D-ბიოტინის სახით) – 25მკგ
ინოზიტოლი (B8 ვიტამინი) – 100მგ
ფოლიუმის მჟავა (B9 ვიტამინი) - 100მკგ
B12 ვიტამინი (კობალამინი) – 25მკგ

სამკურნალო მცენარეების ნაზავი:
მურა წყალმცენარე, აცეროლას კომპლექსი, იონჯა, ოხრახუში, წყლის წიწმატი, ასკილი - 13მგ.

ჩვენება:
B ჯგუფის ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზი
არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვება (მათ შორის, პარენტერალური)
ნევროლოგია: პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზი და დამბლა, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, პერიფერიული ნერვების ტრავმა; ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა).
დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი და ნეიროგენული დერმატოზი, დერმატიტი და ნეიროდერმიტი, ფსორიაზი.
ჰემატოლოგია: ადისონ-ბირმერის ანემია, პარა-პერნიციოზული მეგალობლასტური ანემია გასტრექტომიის ან გასტრო-ენტერული დაავადების ფონზე, ანემია ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ანემია ტოქსიკო-ინფექციის ფონზე, მედიკამენტოზური ანემია, აპლასტიური ანემია, მკურნალობისადმი (მათ შორის რკინით) რეზისტენტული ერითრობლასტური და ჰიპოქრომული ანემიები.
გასტრო-ენტეროლოგია: ანგულარული სტომატიტი, ჰეილოზი, გლოსიტი, ჰიპო- და ანაციდური გასტრიტი, გასტრექტომია, ნაწლავის ატონია, ენტერეტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი, გლუტენური ენტეროპათია, მალაბსორბციის სინდრომი, კრონის დაავადება, ჰეპატობილიარული ტრაქტის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობსტრუქციული სიყვითლე, ციროზი, მათ შორის ალკოჰოლური), დისბაქტერიოზი, დიარეა;
რევმატოლოგია: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, რევმატიზმი.
ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული.
ენდოკრინოლოგია: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი.
ჭარბი ფიზიკური აქტივობა
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატის, იზონიაზიდის და ანტიბიოტიკების მიღების დროს.
ათეროსკლეროზის, კარნიტინის შეთვისების დეფექტის, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევის, ჰეპატიტის, დიაბეტის და მულტილობულარული (მრავალ კეროვანი) სკლეროზის კომბინირებული თერაპია.
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება), მცენარეული გლიცერინი, მცენარეული სტეარის მჟავა.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ხელოვნურ კონსერვანტებს.

დოზირება: მიიღება 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი. მწარმოებელი: სოლგარი აშშ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სოლგარი-B კომპლექს სტრესი ტაბლეტი #100
  • სახელი: სოლგარი-B კომპლექს სტრესი ტაბლეტი #100
Pharmadepot 64.55 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა