სისტეინ ულტრა - Systane Ultra
სისტეინ ულტრა - Systane Ultra

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სისტეინი - SYSTANE - СИСТЕИН
მწარმოებელი: ALCON, ბელგია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თვალის ლუბრიკანტი (მშრალი თვალის სამკურნალო დამატენიანებელი საშუალება).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები: ფლაკონში 10 მლ
პრეპარატის შემადგენლობაში შედის:

პოლიეთილენ გლიკოლი 400, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილგუარი, ბორის მჟავა, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმისქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის ქლორიდი, პოლოქვადი 0.001%.

ჩვენებები:
სისტეინი, თვალის წვეთები - ლუბრიკანტი ატენიანებს თვალს, უზრუნველყოფს მის კომფორტს და იცავს თვალს სიმშრალისაგან, წვისა და უცხო შეგრძნებისაგან, აგრეთვე გაღიზიანებისაგან, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს გარემოს ისეთი დამაბინძურებელი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა:
ბოლი, მტვერი, ულტრაიისფერი სხივები, გამაცხელებელი საშუალებები (რადიატორი, საუნა). აგრეთვე კოსმეტიკური ნივთიერებების ზემოქმედება, თვალის გახშირებული ხამხამი ტელევიზორის ხანგრძლივი ყურების ან კომპიუტერის მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობისას.
სისტეინს აქვს უნიკალური თვისება თვალში ჩაწვეთების შემდეგ გარდაიქმნას სითხიდან გელად. სისტენი არ იწვევს მხედველობის დაბინდვას და უზრუნველყოფს თვალის ხანგრძლივ კომფორტს ჩაწვეთების შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:
მოერიდეთ ინფექციას, არ შეეხოთ საწვეთურის თავსახურს. თუ თქვენ იგრძენით დისკომფორტი, გამოგეხატათ ჭარბი ცრემლდენა ან თვალის სიწითლე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ, არ გამოიყენოთ ხსნარი ფლაკონის პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.

გამოყენების ინსტრუქცია

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ფურცელი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პროდუქტის გამოყენებისა და უსაფრთხოების შესახებ. გთხოვთ წაიკითხოთ ყურადღებით და შეინახოთ ის შემდგომი გამოყენებისთვის.

პროდუქტის დასახელება: სისტეინ™ ულტრა (Systane™ ULTRA) თვალის დამატენიანებელი წვეთები კონსერვანტების გარეშე

შემადგენლობა: სისტეინ™ ულტრა (Systane™ ULTRA) თვალის დამატენიანებელი წვეთები კონსერვანტების გარეშე წარმოადგენს სტერილურ ხსნარს, რომელიც შეიცავს პოლიეთილენ გლიკოლ 400-ს, პროპილენ გლიკოლს, ჰიდროქსიპროპილ გუარს, სორბიტოლს, ამინომეთილპროპანოლს, ბორმჟავას, კალიუმის ქლორიდსა და ნატრიუმის ქლორიდსა და გაწმენდილ წყალს. შესაძლოა შეიცავდეს მარილმჟავას და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს.

კლინიკური სარგებლობა: ჩვენებების მიხედვით გამოყენებისას სისტეინ™ ულტრა (Systane™ ULTRA) თვალის დამატენიანებელი წვეთები: უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის დაცვას. უზრუნველყოფს მშრალი თვალის სიმპტომების მოხსნასა და მხედველობის გაუმჯობესებას. უზრუნველყოფს კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან დაკავშირებული სიმშრალის დროებით მოხსნას (კონტაქტური ლინზების გამოყენებამდე და მათი გამოყენების შემდეგ). ატენიანებს თქვენს კონტაქტურ ლინზებს, ამცირებს კონტაქტური ლინზების გამოყენების დისკომფორტს და ეხმარება მასალის ნაწილაკების მოშორებაში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გაღიზიანება და/ან დისკომფორტი. უზრუნველყოფს კონტაქტური ლინზების დატენიანებას/ტენიანობის აღდგენას.

ჩვენება (გამოყენებები): სისტეინ™ ულტრა (Systane™ ULTRA) თვალის დამატენიანებელი წვეთები კონსერვანტების გარეშე ნაჩვენებია თვალის სიმშრალით გამოწვეული წვისა და გაღიზიანების შეგრძნების დროებითი მოხსნისთვის. შეიძლება იქნეს გამოყენებული ყოველდღიური, ხანგრძლივი გამოყენებისა და ერთჯერადი სილიკონის ჰიდროგელისა და რბილი (ჰიდროფილური) კონტაქტური ლინზების დასატენიანებლად და ტენიანობის აღსადგენად.

უკუჩვენებები (არგამოყენების მიზეზები) სისტეინ ულტრა თვალის დამატენიანებელი წვეთების ნებისმიერ შემადგენელ ნაწილზე ალერგიის მქონე ადამიანებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პროდუქტი.

მითითებები :

დაიჭირეთ ბოთლი ზუსტად თავსახურის ქვემოთ და შემოატრიალეთ თავსახური გასახსნელად. პირველი გამოყენების წინ დაიჭირეთ ბოთლი დაახლოებით 90-გრადუსიანი კუთხით და პროდუქტის ერთი წვეთი გამოუშვით. შეანჯღრიეთ ბოთლი ქვემოთ ნარჩენი პროდუქტის მოსაშორებლად .

შეიძლება იქნეს გამოყენებული საჭიროებისამებრ დღის განმავლობაში. საჭიროებისამებრ ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი გაღიზიანებულ თვალში და დაახამხამეთ.

კონტაქტური ლინზების გამოყენებისას, თუ მოხდება მცირე გაღიზიანება, დისკომფორტი ან დაბინდვა, ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი გაღიზიანებულ თვალში და დაახამხამეთ 2-ჯერ ან 3-ჯერ. ასევე შესაძლებელია გამოყენება კანტაქტური ლინზის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.

გამოყენების შემდეგ, ბოთლზე თავსახურის დახურვამდე, შეანჯღრიეთ მოთლი ქვემოთ ნარჩენი პროდუქტის მოსაშორებლად, რომელიც შეიძლება იყოს ჩარჩენილი წვერში.

გაფრთხილებები: აუცილებელია დაიცვათ თქვენი თვალის მოვლის სპეციალისტის მითითებები და მარკირებული ინსტრუქციები პროდუქტის ჯეროვანი გამოყენებისთვის. თუ გრძნობთ თვალის მუდმივ დისკომფორტს, მომატებულ ცრემლიანობას, მხედველობის ცვლილებებს ან თვალების სიწითლეს, შეწყვიტეთ სისტეინ™ ულტრა (Systane™ ULTRA) თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს თვალის მოვლის სპეციალისტს, რადგანაც პრობლემა შესაძლოა უფრო სერიოზული გახდეს. მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ თქვენ გებინდდებათ მხედველობა გამოყენების შემდეგ, დაელოდეთ მხედველობის გამკაფიოებას ავტომობილებისა და მექანიზმების მართვამდე.

**სიფრთხილის ზომები: **

მხოლოდ თვალში გამოყენებისთვის.

არასანქცირებული გახსნისგან დაცვა: არ გამოიყენოთ, თუ არასანქცირებული გახსნისგან დამცავი თავსახური დაზიანებულის ან საერთოდ არ არის.

არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა ან ბოთლი (სტერილური შეფუთვა) დაზიანებულია.  დაბინძურების გამოსარიცხად არასოდეს ან მიაკაროთ კონტეინერის საწვეთელა წვერი რაიმე ზედაპირს.

ჩაყლაპვის შემთხვევაში მიიღეთ სამედიცინო დახმარება.

თუ ხსნარი შეიცვლის ფერს ან გახდება მღვრიე, არ გამოიყენოთ.

თავსახური დააბრუნეთ ადგილზე გამოყენების შემდეგ. გქონდეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, როდესაც არ იყენებთ. გამოიყენეთ პროდუქტზე აღნიშნული გამოყენების ვადის გასვლამდე.

წინამდებარე პროდუქტი შეიცავს ბორმჟავის რაოდენობას, რომელიც უსაფრთხოა მარკირებული ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას. როდესაც ბოთლი გაიხსნება, მოიშორეთ დარჩენილი ხსნარი ქვემოთ მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად:3 მლ ზომისთვის დარჩენილი ხსნარი გადააგდეთ 30 დღის შემდეგ.10 მლ ზომისთვის დარჩენილი ხსნარი გადააგდეთ სამი თვის შემდეგ. არ შეინახოთ 30 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გვერდითი მოვლენები (შესაძლო პრობლემები და როგორ უნდა მოიქცეთ): თუ გრძნობთ თვალის მუდმივ დისკომფორტს, მომატებულ ცრემლიანობას, მხედველობის ცვლილებებს ან თვალების სიწითლეს, შეწყვიტეთ სისტეინ™ ულტრა (Systane™ ULTRA) თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს თვალის მოვლის სპეციალისტს, რადგანაც პრობლემა შესაძლოა უფრო სერიოზული გახდეს.

მიწოდების ფორმა: სისტეინ™ ულტრა (Systane™ ULTRA) თვალის დამატენიანებელი წვეთები კონსერვანტების გარეშე მიეწოდება 3 მლ ან 10 მლ მოცულობის პლასტმასის ბოთლებში. STERILE A სტერილიზაცია ხდება დამუშავების სეპტიკური ტექნიკების გამოყენებით

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა