სოლგარი-მაგნიუმ+ვიტ B-6 - Solgar Magnesium + Vitamin B-6

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მაგნიუმი B6 ვიტამინთან ერთად
შემადგენლობა:
B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 25მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) – 400მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო, ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. ამ მინერალს ორგანიზმის შემადგენელი ყველა ქსოვილი შეიცავს, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით თავს იყრის: თავის ტვინის, გულისა და ღვიძლის კუნთოვანი ქსოვილში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში.
მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. იგი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას. შესაბამისად, მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობას.
მაგნიუმი წარმოადგენს კალციუმის ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უკავია კალციუმის მეტაბოლიზმში. მაგნიუმი მონაწილეობს ამ მინერალის იონების (ასევე კალიუმის იონების) ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, აფერხებს სისხლძარღვოვან ქსელში მის ჩალაგებას და ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში აბსორბციას. ამგვარად, მაგნიუმი მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციაზე.
მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვის პროცესში. იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან. შესაბამისად, მაგნიუმი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს და ახორციელებს გულის რითმის ნორმალიზებას.
მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ.

მაგნიუმი ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს.
ორგანიზმში მაგნიუმი საკვებიდან ხვდება. მისი დეფიციტის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს: კვების რეჟიმის დარღევა (დიეტა), მაგნიუმზე მოთხოვნილების ზრდა, მაგნიუმის მეტაბოლიზმის და გამოყოფის პროცესების დარღვევა (მაგ., მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის, ორსულობის, დიურეზული საშუალებების მიღების დროს).
მოზრდილებში მაგნიუმზე მოთხოვნა წარმოადგენს დაახლოებით სხეულის წონის 5 მგ/კგ დღე-ღამეში. მაგნიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტის, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ბავშვებში ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება მაგნიუმის იონებისადმი იზრდება სხეულის წონის 7-10 მგ/კგ დღე- ღამეში.

მაგნიუმის შემცველობა შრატში:
12-დან 17მგ/ლ-მდე (0.5-0.7მმოლ/ლ) - ზომიერი უკმარისობა.
12მგ/ლ-ზე ქვემოთ (0.5 მმოლ/ლ) - მძიმე დეფიციტი.
B6 ვიტამინი ხელს უწყობს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზრდის მის დონეს პლაზმასა და ერითროციტებში და ამცირებს ორგანიზმიდან გამოყოფას. იგი 20-40%-ით ზრდის მაგნიუმის აბსორბციას.
B6 ვიტამინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამინომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის, მათ შორის სეროტონინის სინთეზის კატალიზატორს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ასევე მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში.
B6 ვიტამინის უკმარისობის დროს ვითარდება: სებორეული დერმატიტი, თვალების, ცხვირისა და ტუჩების მიდამოში, ასევე ჰიპოქრომული ანემია და კრუნჩხვა (განსაკუთრებით ბავშვებში).
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, კვარცი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება).

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს.
დოზირება: მიიღება 3 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სოლგარი-მაგნიუმ+ვიტ B-6 ტაბლეტი 400მგ+25მგ #100
  • სახელი: სოლგარი-მაგნიუმ+ვიტ B-6 ტაბლეტი 400მგ+25მგ #100
Pharmadepot 50.2 ლ
სოლგარი-მაგნიუმ+ვიტ B-6 ტაბლეტი 400მგ+25მგ #100
  • სახელი: სოლგარი-მაგნიუმ+ვიტ B-6 ტაბლეტი 400მგ+25მგ #100
GPC 57.05 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა