ჟელი-ვიტი - Jelly-Vit
ჟელი-ვიტი - Jelly-Vit

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები
ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი სპეციალურად ბავშვებისათვის. სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით N 50

C ვიტამინი (40 მგ) - ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

D ვიტამინი (2.5 მკგ) - არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, იცავს ძვლოვან ქსოვილებს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობებისაგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას

A ვიტამინი (400 მკგ) - მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას

ვიტამინი B 6 (0.7 მგ), B 12 (0.5 მკგ) და ნიკოტინის მჟავა (8 მგ) - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მადის გაუმჯობესებას, ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს კონცენტრაციასა და მეხსიერებას

E ვიტამინი 6 მილიგრამი - აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია

ბიოტინი (25 მკგ) - ხელს უწყობს თმის, კანისა და ფრჩხილების სილამაზეს

პანტოთენის მჟავა (3 მგ) და ფოლის მჟავა (100 მკგ) - ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას და გონებრივ განვითარებას

ცინკი (1.5 მგ) - მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაში. აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის

სელენი (27.5 მკგ) - დაკავშირებულია ყველა ორგანოს, ქსოვილების და სისტემების ნორმალურ ცხოველქმედებასთან.

დოზირება:
4- 6 წელი - 1 ჟელიბონი დღეში
7-12 წელი - 2 ჟელიბონი დღეში
12 წლის ზევით - 2-8 ჟელიბონი დღეში.

ჟელი-ვიტი (Jelly-Vit)

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი (ბად)

**შემადგენლობა: **

ჟელი-ვიტის 1 ჟელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: A ვიტამინი - 400 მკგ, C ვიტამინი - 40 მგ, D ვიტამინი - 2.5 მკგ (100 სე), E ვიტამინი - 6 მგ, ვიტამინი B3 (ნიაცინი) - 8 მგ, ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) - 3 მგ, ვიტამინი B6 - 0.7 მგ, ბიოტინი (ვიტამინი B7) - 25 მკგ, ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) -100 მკგ, ვიტამინი B12 – 0.5 მკგ, თუთია - 1.5 მგ, სელენი - 27.5 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ღორის ჟელატინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის, ვაშლის, ლიმონის, ჟოლოს წვენი, სორბიტოლი, მზესუმზირის ზეთი, კარნაუბას ცვილი, ბეტა კაროტენი, შავი სტაფილოს წვენის კონცენტრატი, ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი, ზამბახის ექსტრაქტი, თაფლი, ჟოლოს, ვაშლის, ლიმონის, ფორთოხლის არომატიზატორები.

არ შეიცავს გლუტენს

**მოქმედების მექანიზმი: **

C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ.

D ვიტამინი არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ბავშვის ძვლოვანი სისტემისა და კბილების ნორმალურ ჩამოყალიბება/განვითარებას, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

A ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასიცოცხლო პროცესების სრულყოფილად წარმართვაში – ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას, ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი მხედველობისთვის.

E ვიტამინი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, მისი მთავარი ამოცანა თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლა და უჯრედებზე მათი დამაზიანებელი მოქმედების შემცირებაა. E ვიტამინი, ასევე, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

ვიტამინი B3 , ვიტამინი B6 და ვიტამინი B12 ხელს უწყობს ნერვული სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას, არეგულირებს მადას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციასა და კოგნიტურ ფუნქციებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.

ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) და ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) მონაწილეობს უჯრედული ენერგიის წარმოქმნაში და ამცირებს დაღლილობის, უენერგიობის შეგრძნებას, აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობასა და კოგნიტურ ფუნქციებს.

ვიტამინი B7 (ბიოტინი) ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანსაღი სტრუქტურის შენარჩუნებაში.

თუთია აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და იმუნური სისტემის გამართული ფუქნციონირებისთვის. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური პასუხის ჩამოყალიბებასა და ინფექციური აგენტის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, თუთია აუცილებელია ბავშვებში და მოზარდებში როცა ინტენსიურად მიმდინარეობს უჯრედების ზრდა, ვინაიდან ის წარმოადგენს მრავალი ფერმენტის შემადგენელ კომპონენტს, მონაწილეობს ცილების სინთეზში, ჰორმონების ნორმალური დონის შენარჩუნებაში.

სელენი არეგულირებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მოქმედებას, მძლავრი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან.

**ჩვენებები: **

· ჰიპო- და ავიტამინოზის პრევენცია და დეფიციტის შევსება

· მადის დაქვეითება, არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება

· რესპირაციული ვირუსული ინფექციებით ხშირი ავადობა

· სხვადასხვა დაავადების გადატანის შემდგომ გამოჯანმრთელების (რეკონვალესცენციის) პერიოდი

· გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა ბავშვთა ასაკში

· მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება ბავშვებში

· ქრონიკული დაღლილობა, უენერგიობა ბავშვებში

უკუჩვენება:

ალერგიული რეაქცია ან მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

**უსაფრთხოების ზომები: **

ჟელი-ვიტი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!

მიღების წესი და დოზირება:

· 4-8 წელი - 1-2 ჟელი დღეში

· 9-13 წელი - 2-3 ჟელი დღეში

· 14 წლის ზევით - 3-7 ჟელი დღეში

**ვარგისობა და შენახვის პირობები: **

პროდუქტი ვარგისია გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

ინახება მშრალ, მზის სხივებისა და ნესტისგან დაცულ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას!

**გამოშვების ფორმა: **

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, ჟელი №50 (+/- 2 ჟელი)

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ჟელი-ვიტი ტაბლეტი საღეჭი #50
  • სახელი: ჟელი-ვიტი ტაბლეტი საღეჭი #50
Pharmadepot 37.08 ლ
ჟელი-ვიტი ტაბლეტი საღეჭი #50
  • სახელი: ჟელი-ვიტი ტაბლეტი საღეჭი #50
GPC 38.14 ლ
Jelly Vit - ჟელი-ვიტი 250მგ 50 საღეჭი ტაბლეტი GMP
  • სახელი: Jelly Vit - ჟელი-ვიტი 250მგ 50 საღეჭი ტაბლეტი GMP
PSP 29.1 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა