ვიტროლი ომეგა - Vitrol Omega
ვიტროლი ომეგა - Vitrol Omega

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: 2 კაფსულის შემადგენლობა: თევზის ქონი: 332მგ, შეიცავს 60მგ EPA-ს და 40მგ DHA-ს (ომეგა 3); ენოთერას თესლის ზეთი 332მგ, შეიცავს 33,2მგGLA (გამა ლინოლენის მჟავას (ომეგა 6); სელის თესლის ზეთი 332მგ, შეიცავს: 149,9მგ ალფა–ლინოლენის მჟავას (ომეგა 3); 36,52მგ ოლეინის მჟავას (ომეგა 9); 36,52მგ ლინოლენის მჟავას (ომეგა 6); ვიტამინ E–ს 3,4მგ (დღიური ნორმის 28,33%).

ჩვენება: უზრუნველყოფს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

გამოყენების წესი: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამის წინ 100მლ წყალთან ერთად. გამოყენების წესი მოზრდილთათვის: 2 კაფსულა დღეში.

გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო.

ვიტროლ ომეგა 3, 6, 9#60 რბილი კაფსულა.

მწარმოებელი: მასენზ დაბნია გრუპი (Masenz danya group), ესპანეთი.

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები 1 რბილ კაფსულაში: ომეგა-3 თევზის ქონი 1000მგ; პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით:-18% EPA (ეიკოზაპენტაენოის მჟავა) 180მგ; -12% DHA (დოკოზაჰექსაენოის მჟავა)120მგ; ვიტამინი ?-(DL-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი)10მგ ალფა-TE; დამხმარე ნივთიერებები: მაჟელატინიზებელი აგენტი ჟელატინი, დამატენიანებელი გლიცერინი (E422), გაწმენდილი წყალი.

ვიტროლი ომეგა-3 შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს (ეიკოზაპენტაენოის და დოკოზაჰექსაენოის მჟავები) და ვიტამინ E–ს, რომლებიც ხელს უწყობენ: ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობას; გულის ნორმალურ ფუნქციონირებას; მხედველობის სიჯანსაღეს; ანტიოქსიდანტურ დაცვას. ცხიმიანი თევზისგან მიღებული ომეგა -3 ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, კანის სიჯანსაღეს, ტვინისა და თვალის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ უპირატესობების დიდი ნაწილი ასოცირდება ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებთან EPA (ეიკოზაპენტაენოის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსაენოის მჟავა). ორგანიზმი ამ აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს საკვები პროდუქტებიდან ან საკვები დანამატებიდან იღებს, რადგან თავად არ შეუძლია მათი წარმოქმნა.
EPA და DHA მნიშვნელოვანია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. ტვინის ქსოვილი განსაკუთრებით მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები და მათი ბიოლოგიურად აქტიური წარმოებულები უზრუნველყოფენ უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, ნეიროგენეზსა და სინაფსურ ფუნქციას. ეხმარებიან შემეცნებაში, განამტკიცებენ ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებენ ასაკთან დაკავშირებულ მენტალურ დარღვევებს.
EPA და DHA ხელს უწყობენ გულის სიჯანსაღეს. ამცირებენ “ცუდი” ქოლესტერინის დონეს, რითაც იცავენ გულსა და სისხლძარღვებს.
ასაკი და თვალში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები თავისუფალი რადიკალებით დაზიანების შედეგია. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო EPA და DHA იცავს თვალის ქსოვილს თავისუფალი რადიკალებისგან.
ვიტამინი E ცხიმში ხსნადი ვიტამინი და ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის აუმჯობესებს იმუნურ სისტემასა და საჭმლის მონელებას. ხელს უწყობს კანისა და თვალის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციას და ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას. ვიტამინი E უზრუნველყოფს თავის ტვინისა და ნერვული უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას და ელექტრული იმპულსების გადაცემას ტვინსა და ორგანიზმის ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) შორის.
ვიტამინი E სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, სისხლძარღვების მოქნილობის შესანარჩუნებლად და სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად.

უკუჩვენება: არ მიიღება ვიტროლი ომეგა-3, თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

მიღება: 1 რბილი კაფსულა დღეში. გამოიყენება 14 წლიდან.

არ გამოიყენება ბალანსირებული დიეტის შემცვლელად. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

გამოშვების ფორმა: #90 რბილი კაფსულა.

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ფორტექს ნუტრაცეუტიკალს ლტდ (Fortex Nutraceuticals ltd.), ბულგარეთი.

საკვები დანამატი ვიტროლ ომეგა 3, 6, 9 #60 რბილი კაფსულა

უზრუნველყოფს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან.

გამოყენება: 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში ჭამის წინ 100 მლ წყალთან ერთად.

გამოყენების წესი მოზრდილთათვის: 2 კაფსულა დღეში

2 კაფსულის შემადგენლობა:

თევზის ქონი : 332 მგ, შეიცავს 60 მგ EPA-ს და 40 მგ DHA -ს (ომეგა 3);

ენოთერას თესლის ზეთი 332 მგ, შეიცავს 33,2 მგGLA (გამა ლინოლენის მჟავას (ომეგა 6);

სელის თესლის ზეთი 332 მგ, შეიცავს:

  • 149,9 მგ ალფა–ლინოლენის მჟავას (ომეგა 3)
  • 36,52 მგ ოლეინის მჟავას (ომეგა 9)
  • 36,52 მგლინოლენის მჟავას (ომეგა 6)

ვიტამინ E –ს 3,4 მგ (დღიური ნორმის 28,33 %)

მწარმოებელი: Masenz danya group, დამზადებულია ესპანეთში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვიტროლი ომეგა 3.6.9 კაფსულა #60
  • სახელი: ვიტროლი ომეგა 3.6.9 კაფსულა #60
Pharmadepot 39.66 ლ
ვიტროლი ომეგა 3 კაფსულა #90
  • სახელი: ვიტროლი ომეგა 3 კაფსულა #90
GPC 62.78 ლ
Vitrol Omega 3.6.9 - ვიტროლი ომეგა 3.6.9 60 კაფსულა
  • სახელი: Vitrol Omega 3.6.9 - ვიტროლი ომეგა 3.6.9 60 კაფსულა
PSP 40.96 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა