დოპელ ჰერც ვიტ დ3 - Doppel Herz Vit D3
დოპელ ჰერც ვიტ დ3 - Doppel Herz Vit D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

იმუნური სისტემის, კუნთოვანი ქსოვილების და ძლიერი ძვლებისთვის

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: 50მკგ ვიტამინ D-ს.
ენერგეტიკული ღირებულება: 1 ტაბლეტი 0,4კკალ-1.7კჯ.

ჩვენება: საყოველთაოდ არის ცნობილი ვიტამინი D-ს მნიშვნელოვანი როლი კალცის ათვისებასა და ძვლების განვითარებაში.
ბოლო კვლევებმა აჩვენა რომ, ვიტამინი D არა მხოლოდ ძვლოვანი სისტემისთვის არის მნიშვნელოვანი ,არამედ ვიტამინი D გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას და კუნთების აქტივობას.
ვიტამინები არის შეუცვლელი ნივთიერებები, რომლებიც არ წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში და აუცილებელია მუდმივად მოხდეს მათი შევსება. გამონაკლისია ვიტამინი D3, რომლის წარმოქმნა შესაძლებელია კანში, საკმარისი რაოდენობის მზის სხივის ზემოქმედებისას. ვიტამინი D-ს წარმოქმნა კანში, დამოკიდებულია მზის სხივის უნარზე, ღრმად შეაღწიოს კანის ღრმა შრეებში. კანის მაღალი პიგმენტაცია აფერხებს მზის სხივის შეღწევადობას, ასევე შეფერხებულია ვიტამინ D-ს წარმოება ხანდაზმულებში.
დოპელჰერცი ვიტამინი D 2000ს.ე. ყოველდღიური მიღება ეხმარება ორგანიზმს ვიტამინი D-ს მარაგის შევსებაში და ამით აუმჯობესებს
ჯანმრთელობას.

რეკომენდებული დოზა: მიიღეთა 1 ტაბლეტი დღეში საკმარისი რაოდენობის წყლით. დაუშვებელია დაღეჭვა. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
საკვები დანამატი არ ცვლის საკვების მრავალფეროვნებას.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ქუეისერ ფარმა (Queisser Pharma), გერმანია.

მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, კუნთოვანი ქსოვილების და ძვლებისთვის

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: 25მკგ ვიტამინ D.

ჩვენება: საყოვერლთაოდ არის ცნობილი ვიტამინი D-ს მნიშვნელოვანი როლი კალციუმის ათვისებაში და ძვლების განვითარებაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა რომ, ვიტამინი D-ს მოქმედება არ არის შემოფარგლული მარტო ძვლების ჯანმრთელად შენარჩუნებით. ვიტამინი D აუციებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონერებისათვის, ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას და კუნთების აქტივობას. მზის სხივის პირდაპირი ზემოქმედებით, ჩვენს ორგანიზმს შეუძლია ვიტამინი D-ს წარმოქმნა კანში. მაგრამ, რამდენიმე მიზეზით, ძირითადად ცხოვრების და ჩაცმის წესების გამო, იზღუდება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება, რის შედეგადაც ორგანიზმში ვერ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის ვიტამინი D. ვიტამინი D-ს ნაკლებობის შესავსებად ორგანიზმი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული საკვებზე. ვიტამინი D-თი მდიდარი საკვები კი, როგორიც არის თევზი, ყოველდღიურად არ არის წარმდგენილი ჩვენს რაციონში. ამიტომ, აუციებელია ვიტამინი D-ს დამატებით მიღება, რადგან ორგანიზმი საკვებიდან ვერ იღებს საჭირო რაოდენობით ვიტამინი D-ს. დოპელჰერცი ვიტამინი D 1000ს.ე. ყოველდღიური მიღება ეხმარება ორგანიზმს ვიტამინი D-ს მარაგის შევსებაში და ამით აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

რეკომენდებული დოზა: მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში საკმარისი რაოდენობის წყლით. დაუშვებელია დაღეჭვა. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. კვების დანამატი არ ცვლის საკვების მრავალფეროვნებას.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ქუიესერ ფარმა (Queisser Pharma), გერმანია.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა