არკოკაფსი ომეგა 3 - Arkocaps Omega 3
არკოკაფსი ომეგა 3 - Arkocaps Omega 3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: თევზის ცხიმი, რომელიც მდიდარია EPA და DHA ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტები-ექსტრაქტი მდიდარია ტოკოფეროლებით, პროპილ გალატით და ასკორბილ პალმიტატით. კაფსულის გარსი შეიცავს ჟელატინს, გლიცეროლს. ყოველი 4 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი-2080მგ, ომეგა 3-ის კონცენტრაცია-750მგ; ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA)-400მგ; დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA)-250მგ.

ჩვენება: ARKOCAPS ომეგა 3-ის მიღება უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ორგანიზმს აწვდის საჭირო რაოდენობის ცხიმოვან მჟავებს, ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლა და არის ძლიერი იმუნოსტიმულატორი

გამოყენების წესი: დასაშვებია 6 წლიდან, 4 კაფსულა დღეში საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
თუ პაციენტი გადის ანტიკუაგულანტურ მკურნალობას, საკვებ-დანამატის მიღებამდე მნიშვნელოვანია გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.
საჭიროა რეკომენდებული დოზების დაცვა. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა#60.

მწარმოებელი: კომპანია არკოფარმა. არკოფარმა დაარსდა 1980 წელს, ექიმ რომბის მიერ. 1982 წელს არკოფარმამ პირველმა წარადგინა მცენარეული საკვები დანამატი კაფსულის ფორმაში. კომპანიამ 1985 წელს პირველმა აითვისა ნედლეულის კრიოგენური დაფქვის მეთოდი, ხოლო 1986 წელს აღიარებულ იქნა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

1997 წელს არკოფარმას სრული ასორტიმენტი მოიცავდა ფიტოპრეპარატებს და გახდნენ ლიდერები ფიტოთერაპიაში.

არკოფარმას პროდუქცია იწარმოება საფრანგეთში, კაროსში, ზღვისპირა ალპებში. კომპანია აკონტროლებს ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებას, მის გადამუშავებას და წარმოებას.
არკოფარმას აქვს ექსკლუზიური ფორმულაცია: მწვანე ფორმულაცია, რაც მოიცავს რომ პროდუქცია შეიცავს მხოლოდ ნატურალური წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტს, არის ვეგანური და აგლუტენური, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, სადავო ინგრედიენტების, კონსერვატებისა და საღებავის გარეშე. შემავსებლის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია და ძირითადად გამოიყენება მცენარისგან მიღებული დაუმუშავებელი შემავსებელი.

არკოკაფსი ომეგა 3 კაფს #60

**მოკლე აღწერა: **

ნორვეგიული ორაგულისგან მიღებული ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები. ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი ნატურალური საშუალება.

შემადგენლობა:

ყოველი 4 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი-2080მგ, ომეგა 3 - 750 მგ; ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA) - 400მგ; დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA) - 250მგ.

ექსტრაქტი მდიდარია ტოკოფეროლით, პროპილ გალატით და ასკორბილ პალმიტატით.

კაფსულის გარსი: თევზის ჟელატინი - გლიცეროლი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

არკოკაფსი ომეგა 3 - ის შემადგენელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მიიღება ნორვეგიული ორაგულისგან უნიკალური ტექნოლოგიით, რაც შედეგად იძლევა უმაღლესი ხარისხის პროდუქტს.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს. მათი მნიშვნელოვანი წარმომადგენლებია ეიკოზაპენტანის (EPA) და დოკოზაჰექსანის (DHA) გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები. ისინი ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, როგორც უჯრედის მემბრანის შემადგენელი კომპონენტები. აღნიშნული ცხიმოვანი მჟავების შემცველობა განსაკუთრებით მაღალია ბადურაში, თავის ტვინში და სპერმაში. ისინი ორგანიზმში არ წარმოიქმნება, მათი მიღება ხდება გარედან, საკვების საშუალებით.

ორგანიზმში ომეგა-3 ამცირებს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს, არეგულირებს სისხლში ლიპიდების რაოდენობას, ამცირებს 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების რისკს. ომეგა-3 აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს კოგნიტური დარღვევების, ალცჰაიმერის დაავადების და დემენციის განვითარების რისკს, აფერხებს ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის განვითარებას და პროგრესირებას. აუმჯობესებს მდგომარეობას მშრალი თვალის სინდრომის დროს. ომეგა-3 ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის დროს სტანდარტულ მკურნალობასთან კომბინაციაში.

ჩვენებები:

კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

ნევროლოგია: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება.

ოფთალმოლოგია: მაკულოდისტროფიული პროცესები, მშრალი თვალის სინდრომი.

ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია, ჭარბი წონა.

დერმატოლოგია: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლულები, აკნე, კანის სტრუქტურის გაჯანსაღება.

ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა.

სპორტული მედიცინა - ფიზიკურ დატვირთვასთან ორგანიზმის სწრაფი ადაპტაცია.

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებულია ბავშვებში 6 წლის ასაკიდან.

ბავშვები 6-12 წელი: 2 კაფსულა დღეში.

12 წლის ზევით და მოზრდილები: 2-4 კაფსულა დღეში.

მკურნალობის კურსი - 1 თვე.

მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამოდენიმეჯერ.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ ანტიკოაგულანტებით მკურნალობის კურსს გადიხართ, მნიშვნელოვანია არკოკაფსი ომეგა-3-ის მიღებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით.

ორსულები და მეძუძურები: არკოკაფსი ომეგა 3 გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 25°-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 60 კაფსულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი

არკოფარმას მედიკამენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Arkopharma - არკოფარმა

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
არკოკაფსი ომეგა 3 კაფსულა #60
  • სახელი: არკოკაფსი ომეგა 3 კაფსულა #60
Pharmadepot 60.33 ლ
არკოკაფსი ომეგა 3 კაფსულა #60
  • სახელი: არკოკაფსი ომეგა 3 კაფსულა #60
GPC 60.33 ლ
არკოკაფსი ომეგა 3 60 კაფსულა არკოფარმა - Arkopharma
  • სახელი: არკოკაფსი ომეგა 3 60 კაფსულა არკოფარმა - Arkopharma
PSP 62.09 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა