ვიტამინი დ3 ამვილაბი - Vitamin D3 Amvilabi
ვიტამინი დ3 ამვილაბი - Vitamin D3 Amvilabi

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვიტამინი D3 5000სე+მაგნიუმი+ვიტამინი K2 (Mk7)
უნიკალური ფორმულა რომელიც აუმჯობესებს ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას

შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)-5000სე, მაგნიუმი (გლიცინათი-ხელატი)-200მგ, ვიტამინი K2 (Mk 7-მენაქინონი)-100 მკგ. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.

ჩვენება: D3 ვიტამინის დეფიციტი; K2 ვიტამინის დეფიციტი; ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის დეფიციტით, ოსტეოპოროზი; ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა როგორიცაა: ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, კუნთების ტკივილი და სპაზმი; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; სიმსივნური დაავადებები, ქიმიოთერაპია; სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები, პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები); მენოპაუზა, ხანდაზმული ასაკი.

დოზირება: 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში 1-ჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდირებული დოზირების გადაჭარბება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინხება გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ტაბლეტი.

მწარმოებელი: ამვილაბი, აშშ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვიტამინი დ3 ამვილაბი ტაბლეტი 5000სე #30
  • სახელი: ვიტამინი დ3 ამვილაბი ტაბლეტი 5000სე #30
Pharmadepot 44.87 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა