ნაუს ვიტამინი დ3 - Naus Vitamin D3
ნაუს ვიტამინი დ3 - Naus Vitamin D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

VIT D3 2000 IU 30 SGELS
ნაუ ვიტამინი D3 2000სე (50მკგ) 30 ჟელატინის კაფსულა

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: D3 (ქოლეკალციფეროლი) 2000 სე-(50მკგ).

ჩვენება: სხეულის სტრუქტურული მხარდაჭერა; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებაზე; აძლიერებს იმუნიტეტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინი D3 წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ ვიტამინი D-ის ბუნებრივ ფორმას. D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვებიდან, ასევე იწარმოება კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.
ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს ორგანიზმში.
კალციუმი არის ძვლებისა და კბილების ძირითადი საშენი მასალა. D3 ასევე მონაწილეობს ცილების სინთეზში და არეგულირებს კუნთების ფუნქციას.

NOW Vitamin D3 ჟელატინის კაფსულები შეიცავს ვიტამინს თხევადი ფორმით, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი.
NOW VitaminD3 უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის D3 ვიტამინით, იმ შემთხვევაშიც კი თუ პაციენტი ერიდება მზის სხივებს.
პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს.

მიღების წესი და დოზირება: 1 რბილი კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ჰიპერკალციემია, თირკმელების პათოლოგია ან ჰიპერპარათიროიდიტი); სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა: სპეციალურ ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა. 30 ჟელატინის კაფსულა შეფუთვაში.

შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას.

მწარმოებელი: ნაუ ფუდს (Now Foods), ამერიკა.

იმპორტიორი საქართველოში: შპს ვიტა მარკეტი, თბილისი,

VIT D3 5000 IU 120 SGELS
ნაუს ვიტამინი D3 5000სე (125მკგ) 120 ჟელატინის რბილი კაფსულა

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: D3 (ქოლეკალციფეროლი) 5000სე -(125მკგ). NOW Vitamin D3 ჟელატინის კაფსულები შეიცავს ვიტამინს თხევადი ფორმით, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს.

ჩვენება: სხეულის სტრუქტურული მხარდაჭერა; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებაზე; აძლიერებს იმუნიტეტს. NOW VitaminD3 უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის D3 ვიტამინით, იმ შემთხვევაშიც კი თუ პაციენტი ერიდება მზის სხივებს.

მიღების წესი და დოზირება: 1 რბილი კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ჰიპერკალციემია, თირკმელების პათოლოგია ან ჰიპერპარათიროიდიტი); სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

შეფუთვა: სპეციალურ ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა.

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.

მწარმოებელი: ნაუ ფუდს (Now Foods), ამერიკა.

იმპორტიორი საქართველოში: შპს ვიტა მარკეტი, თბილისი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა