ნოჩე - Noce
ნოჩე - Noce

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნოჩე

Noche

წვეთები

ნოჩე - მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი ზომიერი სედატიური მოქმედებით.

შემადგენლობა**:**

1.5მლ (40 წვეთი) შეიცავს: პასიფლორა - 30 მგ, ცაცხვი - 30მგ, გვირილა - 15 მგ, კალიფორნიული ეშოლცია - 8 მგ , პიტნა - 8მგ, კუნელი - 6მგ.

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, ფრუქტოზა, ლიმონმჟავა, მალტოდექსტრინი, სოდიუმ ბენზოატი, პოტასიუმ სორბატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნოჩეს შემადგენლობაში შემავალ პასიფლორა მდიდარია ალკალოიდებით, ფლავონოიდებით და სხვადასხვაგვარი სტეროლებით. ავლენს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, აღმოფხვრის შფოთვის შეგრძნებასა და დაძაბულობას. პასიფლორა უსაფრთხოა და არ იწვევს მიჩვევას. ცაცხვს ქვს სედატიური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. გვირილას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, მასში შემავალი ფლავონოიდების ხარჯზე, ამცირებს ტკივილს და ხსნის სპაზმს. კალფორნიული ეშოლცია - ხელს უწყობს ძილს და მოდუნებას. პიტნა - ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი ეფექტით. კუნელი - აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას.

ჩვენებები:

  • მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, შფოთვა;
  • ძილის მოშლა;
  • ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები

მიღების წესი და დოზირება:

0-დან 2 წლამდე 10 წვეთი 2-ჯერ დღეში.

2-დან ზემოთ ბავშვებში და მოზრდილებში: 20 წვეთი 2 -ჯერ დღეში.

ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია დოზის გაზრდა.

პროდუქტის მიღება შესაძლებელია კონცენტრირებული სახით ან განზავდეს წყლით. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

უკუჩვენება:

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

სიფრთხილის ზომები:

ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ექიმის დანიშნულებიშ გარეშე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს, სინათლის და ტენიანობისგან მოშორებით.

გამოშვების ფორმა:

50 მლ ბოთლი, საწვეთურით.

ვარგისიანობის ვადა:** **2 წელი

მწარმოებელი:_ **** _ OFI, იტალია

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნოჩე წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ნოჩე წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
Pharmadepot 29.13 ლ
ნოჩე წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ნოჩე წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
GPC 31.92 ლ
Noche - ნოჩე წვეთები 50მლ
  • სახელი: Noche - ნოჩე წვეთები 50მლ
PSP 29.2 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა