ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა:
კატაბალახას ნაყენი; აბზინდას ნაყენი; პიტნის ნაყენი; შმაგას ნაყენი;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა
კომპლექსს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი მენთოლი, ბორნეოლიზოვალერიანატი),
ვალეპოტრიატებს, აბზინთინს, ანაბზინთინს, ასკორბინის მჟავას, ორგანულ მჟავებს,
მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ჰიოსციამინს,
სკოპოლამინს.
**
ფარმაკოლოგიური მოქმედება:**
გააჩნია სედაციური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული მოქმედება.
ხსნის კუჭისა და ნაწლავების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს პერისტალტიკას,
არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას.
**
ჩვენება:**
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპასტიური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, მეტეორიზმი.
**
უკუჩვენება:**
გლაუკომა;
თირკმლების უკმარისობა;
გულის დეკომპენსაცია;
ლაქტაციის პერიოდი (ამცირებს ლაქტაციას).
**
მიღების წესი და დოზირება:**
მოზრდილებში: პერორალურად 5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში ინიშნება 5 წლის ასაკიდან: იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი დღეში 1-ჯერ.
**
გამოშვების ფორმა**
15, 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
**
ვარგისიანობის ვადა:**
3 წელი.
**
**
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
3.9 ლ | ||
|
3.9 ლ | ||
|
4.62 ლ | ||
|
4.62 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა