არკო დ3 - Arko D3
არკო დ3 - Arko D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: ვიტამინი D3, მიღებული ლიქენისგან (Lichen des Rennes). შემავსებლები: ცელულოზა, მაგნიუმის კარბონატი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები, ვაშლის ბოჭკო (Malus domestica), რაფსის ზეთი (Brassica napus subps. Napus). ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი. კაფსულის გარსი დამზადებულია ცელულოზისგან. 100% ვეგანური პროდუქტი.
ვიტამინი D3 1 კაფსულა შეიცავს: NRV
2000სე (50მკგ) 1000%
NRV-Nutritional reference values

ჩვენება: D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობს კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს წვრილ ნაწლავში კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და მათ რეაბსორბციას თირკმელების მილაკებში. უზრუნველყოფს ძვლების მინერალიზაციას, ძვლოვანი ჩონჩხის და კბილების ფორმირებას ბავშვებში, აძლიერებს ოსიფიკაციის პროცესს, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
D ვიტამინი მონაწილეობს მეტაბოლიზმში. ეხმარება ორგანიზმს სისხლის შედედების ნორმალიზებაში, აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ნახშირწყლების ათვისებას, ააქტივებს ნერვული ბოჭკოების რეგენერაციას და ზრდის მათ მგრძნობელობას, ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.
D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ვიტამინი D3 - ქოლეკალციფეროლი აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ პასუხს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლას ანთებით პროცესებთან, ასევე ხელს უშლის ფსორიაზის, ეკზემის განვითარებას. დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, ამსუბუქებს პნევმონიის მიმდინარეობას.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 12 წლის ასაკიდან. 1 კაფსულა დღეში, საუზმის დროს, მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით.

განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ მიიღება D ვიტამინის შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთად. ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ნებისმიერი საკვები დანამატი მიიღება ექიმის რეკომენდაცით.
საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 90 კაფსულა შეფუთვაში.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მობ.: 599 09 09 09 f.: ARKOPHARMA.GEORGIA

ემადგენლობა: ვიტამინი D3, მიღებული ლიქენისგან (Lichen des Rennes), რაფსის ზეთი (Brassica napus subps. Napus), ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი. 100% ვეგანური პროდუქტი.
1 წვეთი შეიცავს: NRV
ვიტამინი D3 400სე (10მკგ) 200%
5 წვეთი შეიცავს: NRV
ვიტამინი D3 2000სე (50მკგ) 1000%
1მლ შეიცავს:
ვიტამინი D3 8000სე (200მკგ)
NRV - Nutritional reference values

ჩვენება: D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობს კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს წვრილ ნაწლავში კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და მათ რეაბსორბციას თირკმელების მილაკებში. უზრუნველყოფს ძვლების მინერალიზაციას, ძვლოვანი ჩონჩხის და კბილების ფორმირებას ბავშვებში, აძლიერებს ოსიფიკაციის პროცესს, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
D ვიტამინი მონაწილეობს მეტაბოლიზმში. ეხმარება ორგანიზმს სისხლის შედედების ნორმალიზებაში, აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ნახშირწყლების ათვისებას, ააქტივებს ნერვული ბოჭკოების რეგენერაციას და ზრდის მათ მგრძნობელობას, ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.
D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ვიტამინი D3-ქოლეკალციფეროლი აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ პასუხს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლას ანთებით პროცესებთან, ასევე ხელს უშლის ფსორიაზის, ეკზემის განვითარებას. დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, ამსუბუქებს პნევმონიის მიმდინარეობას.

მიღების წესი და დოზირება: განკუთვნილია შიგნით ანუ პერორალური მიღებისთვის. რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან. ბავშვები 3-დან 11 წლამდე: 1 წვეთი 1-ჯერ დღეში; ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 5 წვეთი 1-ჯერ დღეში. გამოყენებამდე ფლაკონი უნდა კარგად შეინჯღრეს. პრეპარატის მიღებამდე პიპეტიდან უნდა გამოუშვან ჭარბი ხსნარი ბოთლის ყელთან. შესაძლებელია პრეპარატის მიღება სუფთა სახით, კოვზზე დაწვეთებით, ან შერევა ცივ საკვებთან (პური, იოგურტი, კომპოტი და ა.შ.).

განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ მიიღება D ვიტამინის შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთად. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ნებისმიერი საკვები დანამატი მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.
საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შენახვის წესი: ფლაკონი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მოთავსებული მუყაოს შეფუთვაში.

გამოშვების ფორმა: 15მლ ფლაკონი საწვეთურით.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: OFFICE@KSQUARED.GE მობ.: 599 09 09 09 f.: ARKOPHA

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა