სოლიფეროლი დ3 - Soliferol D3
სოლიფეროლი დ3 - Soliferol D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Colecalciferolum
შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

1 საღეჭი აბი შეიცავს: 4000 სე ვიტამინ D3-ს
ჩვენებები:

ვიტამინი D-ს დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა;
რაქიტის, ჰიპოკალცემიური ტეტანიის, ოსტეომალაციის და სხვა ძვალ-სახსროვანი სისტემის დაადავებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა;
მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; პოსტმენოპაუზური პერიოდი;
მალაბსორბცია; ლაქტოზის აუტანლობა; ვიტამინი D-ს აბსორბციის დაქვეითებით გამოწვეული მდგომარეობების პრევენცია და მკურნალობა;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
კანისა და კანის დანამატების დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია.
გულ-სისხლძარღვთა, ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

11 წლიდან 17 წლამდე: 1 საღეჭი აბი დღეში
17 წლიდან მოზრდილები და ხანდაზმულები (სხეულის მასის ნორმალური ინდექსით): 1 საღეჭი აბი დღეში
17 წლიდან მოზრდილები და ხანდაზმულები (ჭარბი სხეულის მასის ინდექსით): 2-3 საღეჭი აბი დღეში 3 მიღებად (1 აბი დილით, 1 აბი შუადღეს, 1 აბი საღამოს)
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: 1 საღეჭი აბი დღეში
მიღება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში კვების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დღიური დოზებით მიღების შემთხვევაში არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე არაუმეტეს +25ძС ტემპერატურის პირობებში.

სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატი. არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.

გამოშვების ფორმა: №20 საღეჭი აბი სასიამოვნო ანანასის არომატით. საკვები დანამატი

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სოლიფეროლი დ3 ტაბლეტი საღეჭი 4000სე #20
  • სახელი: სოლიფეროლი დ3 ტაბლეტი საღეჭი 4000სე #20
Pharmadepot 29.8 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა