ფიტო სომატოტროპი - Phyto Somatotropin
ფიტო სომატოტროპი - Phyto Somatotropin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფიტო სომატოტროპი

შემადგენლობა: 1 კაფსულის შემადგენლობაში შედის: კოლაგენის ჰიდროლიზატი -400მგ; OKG (ორნიტინ ალფა-კეტოგლუტარატი)-5მგ; ვიტამინი PP (ნიაცინი)-2მგ; ქრომის პიკოლინატი-0.01მგ; დამატებითი კომპონენტები: ჟელატინი,თეთრი ბრინჯის ფქვილი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები: ზრდაში ჩამორჩენა, ,,ქონდრისკაცის“ სინდრომი (ნანიზმი); კუნთოვანი დისტროფია და ატროფია; მეტაბოლური დარღვევები (ალიმენტარული გაცხიმოვნება, ბულემია და აპათია); ჰიპოქსია; მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი; ოსტეოპოროზი; რეაბილიტაცია (აღდგენითი პერიოდი) ავადმყოფებში მძიმე დაავადებების შემდეგ (პოსტ-ინფარქტული კარდიოსკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი და ა.შ.); ბოდიბილდინგი, კულტურიზმი და პროფესიული სპორტის სხვა სახებობით დაკავება.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი: 1 კაფსულა ჭამამდე ან ჭამის დროს 3-ჯერ დღეში (მე-3 კაფსულის მიღება რეკომენდირებულია ძილის წინ). მითითება: ბავშვებში, ზრდის განმსაზღვრელი სომატოტროფული ჰორმონი სინთეზირდება ძირითადად ძილის, ფიზიკური დატვირთვის და საკვების მიღების დროს. ამიტომ ფიტო სომატოტროპის მიღება რეკომენდებულია ან ძილის წინ, ან ფიზიკური დატვირთვისა და ჭამის დროს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიეირი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა.

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15C-დან 30C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 3 წელი. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ალფა ვიტამინს ლაბორატორიეს ინკ (Alfa Vitamins Laboratories Inc.), აშშ.

ლიცენზიის მფლობელი: ნორფაქემა (Norfachema), ლიტვა.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ,,ჰიპოკრატე“.

ფიტო სომატოტროპი

შემადგენლობა: 1 კაფსულის შემადგენლობაში შედის: კოლაგენის ჰიდროლიზატი -400მგ; OKG (ორნიტინ ალფა-კეტოგლუტარატი)-5მგ; ვიტამინი PP (ნიაცინი)-2მგ; ქრომის პიკოლინატი-0.01მგ; დამატებითი კომპონენტები: ჟელატინი,თეთრი ბრინჯის ფქვილი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები: ზრდაში ჩამორჩენა, ,,ქონდრისკაცის“ სინდრომი (ნანიზმი); კუნთოვანი დისტროფია და ატროფია; მეტაბოლური დარღვევები (ალიმენტარული გაცხიმოვნება, ბულემია და აპათია); ჰიპოქსია; მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი; ოსტეოპოროზი; რეაბილიტაცია (აღდგენითი პერიოდი) ავადმყოფებში მძიმე დაავადებების შემდეგ (პოსტ-ინფარქტული კარდიოსკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი და ა.შ.); ბოდიბილდინგი, კულტურიზმი და პროფესიული სპორტის სხვა სახებობით დაკავება.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი: 1 კაფსულა ჭამამდე ან ჭამის დროს 3-ჯერ დღეში (მე-3 კაფსულის მიღება რეკომენდირებულია ძილის წინ). მითითება: ბავშვებში, ზრდის განმსაზღვრელი სომატოტროფული ჰორმონი სინთეზირდება ძირითადად ძილის, ფიზიკური დატვირთვის და საკვების მიღების დროს. ამიტომ ფიტო სომატოტროპის მიღება რეკომენდებულია ან ძილის წინ, ან ფიზიკური დატვირთვისა და ჭამის დროს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიეირი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა.

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15C-დან 30C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 3 წელი. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ალფა ვიტამინს ლაბორატორიეს ინკ (Alfa Vitamins Laboratories Inc.), აშშ.

ლიცენზიის მფლობელი: ნორფაქემა (Norfachema), ლიტვა.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ,,ჰიპოკრატე“.

ფიტო სომატოტროპი

შემადგენლობა:

1 კაფსულის შემადგენლობაში შედის:

კოლაგენის ჰიდროლიზატი ..................................400 მგ

OKG(ორნიტინ ალფა-კეტოგლუტარატი)..............5მგ

ვიტამინი PP(ნიაცინი)..............................................2მგ

ქრომის პიკოლინატი.............................................0.01მგ

დამატებითი კომპონენტები: ჟელატინი,თეთრი ბრინჯის ფქვილი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კოლაგენის ჰიდროლიზატი: კოლაგენი- ცილაა, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ის შედის ხრტილების, მყესების, იოგების, ძვლების, კანის, კბილების, სისხლძარღვების კედლის შემადგენლობაში და შეადგენს ორგანიზმში არსებული ცილის დაახლოებით 30%-ს. კოლაგენის სინთეზის დარღვევის დროს უარესდება ზოგადი მდგომარეობა, ვითარდება დაბერების ნიშნები. კოლაგენი წარმოადგენს პეპტიდების, ოლიგოსაქარიდების და ამინომჟავების ნაერთს, ახდენს ბიოგენურ ზემოქმედებას საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ყველა ელემენტზე. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ხრტილოვან და ძვლოვან უჯრედებში. ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას. კოლაგენი წარმოადგენს დიდი მოლეკულური მასის მქონე ცილას (მოლეკულური მასა 300 kDa), შესაბამისად საჭიროებს საკმაო ენერგიასა და დროს ასათვისებლად. კოლაგენის ჰიდროლიზატი შედგება 18 ამინომჟავისგან, მათგან 7 შეუცვლელია. მას კოლაგენისგან განსხვავებით მცირე მოლეკულური მასა აქვს (5kDa) და სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან(შეუცვლელი სახით), სრულად ხდება მისი ათვისება, მოქმედებს მყისიერად. კოლაგენის სინთეზი მრავალეტაპიანი პროცესია, საჭიროებს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს. კოლაგენის ჰიდროლიზატი ავსებს ამ ცილის უკმარისობას დამატებითი ენერგიისა და მიკროელემენტების ხარჯვის გარეშე.

OKG(ორნიტინ ალფა-კეტოგლუტარატი) -ალფა-კეტოგლუკორატის კომპლექსია, წარმოიქმნება ამინო ორნიტინისა და გლუტარატის მჟავის შეერთებით. ასტიმულირებს ზრდას, ბევრად მეტად ვიდრე ორნიტინი ან ალფა-გლუტარატი. OKG ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის (სომატოტროპული ჰორმონი) სინთეზს, რომელიც ჩონჩხისა და კუნთების ზრდის პარალელურად, ახდენს ცხიმების წვას, ამ დროს გამოყოფილი ენერგია 2-ჯერ მეტია, ვიდრე ცილებისა და ნახშირწყლების წვისას. კორტიზოლის დონის მომატებისას, კატაბოლიზმის შედეგად ხდება ცილების დაშლა(მათ შორის კუნთოვანი მასის, გაცხიმოვნება, გლუკოზის დონის მომატება სისხლში, მადის გაზრდა). OKG ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიკატაბოლური ეფექტით, ურთიერთქმედებაში შედის კორტიზოლთან, აინჰიბირებს მას და მინიმუმამდე ამცირებს ნეგატიურ ზემოქმედებას ორგანიზმზე. OKG უზრუნველყოფს კალციუმის, თუთიის, სპილენძის, მაგნიუმის აბსორბციას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ხელს უწყობს სისხლში მათი ფიზიოლოგიური კონცენტრაციის შენარჩუნებას, რაც აუცილებელია ზრდისთვის, ძვლებისა და კუნთების განვითარებისთვის. OKG ძირითადი შენაერთია კრებსის ციკლისთვის, აუცილებელია შემდეგი ამინომჟავების სინთეზისთვის: გლუტამინი, არგინინი, პროლინი, ჰისტიდინი.

ვიტამინი PP (ვიტამინი B3, ნიკოტინის მჟავა, ნიკოტინამიდი, ნიაცინი)-ვიტამინური და ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას, აფართოებს წვრილ სისხლძარღვებს(მათ შორის თავის ტვინში), აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხასიათდება სუსტი ანტიკოაგულაციური აქტივობით. ვიტამინი PP მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლის პროცესში. ხელს უწყობს ქსოვილის ნორმალურ ზრდას, არეგულირებს სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციას, ამცირებს ზოგადი ქოლესტერინის, LDL, თირეოტროპული ჰორმონის დონეს, ამცირებს ქოლესტერინ/ფოსფოლიპიდურ ინდექსს, ზრდის ანტიათეროგენული ეფექტის, HDL შემცველობას.

ვიტამინი PP -ს აქტიური ზემოქმედება ნივთიერებათა ცვლაზე განპირობებულია მისი არსებობით ნიაცინამიდადენინდინუკლეოტიდის და ნიაცინამიდადენინდინუკლეოტიდის ფოსფატის შემადგენლობაში. ეს კოფერმენტები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას, უჯრედშიდა ბიოქიმიურ პროცესებში. ნაწილობრივ ნიაცინამიდი შედის კოდეჰიდრაზის შემადგენლობაში, რომელიც ფლავოპროტეინური ფერმენტით ჟანგბადის გადამტანია, რის ხარჯზეც არეგულირებს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესებს. ვიტამინი PP მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის გამომუშავებაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ოპტიმალურ მუშაობაში. ბავშვებსა და მოზარდებში სისხლძარღვების ჩამოყალიბების პროცესი ჩამორჩება გულის კუნთის განვითარებას, ამიტომ პროფესიული სპორტით დაკავების შემთხვევაში მისი მიღება აუცილებელია. ვიტამინი PP სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ფორმირებაში.

ქრომის პიკოლინატი - ამინომჟავა ტრიფტოფანის წარმოებულია. ქრომი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ჰემოგლობინის სინთეზისთვის. ასტიმულირებს რა ინსულინის სინთეზს, ქრომის პიკოლინატი უზრუნველყოფს მიღებული გლუკოზის გლიკოგენის და არა ცხიმის სახით კუმულაციას.ხელს უწყობს გახდომის პროცესს. მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში. უზრუნველყოფს ორგანიზმის უჯრედებით გლუკოზის და ამინომჟავების ათვისებას. ქრომის პიკოლინატი მონაწილეობს კანქვეშა ცხიმების წვაში, ხელს უწყობს მიღებული ნახშირწყლების დაგროვებას კუნთებში გლიკოგენის სახით, აძლიერებს კუნთის შეკუმშვის ა და ზრდის უნარს. მნიშვნელოვანია მისი მიღება ჰიპოგლიკემიური სინდრომისა და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. ქრომის პიკოლინატი ხასიათდება რბილი და სტაბილური მოქმედებით(ინახება დღის განმავლობაში), ანორექსიული(შიმშილის გრძნობის დამთრგუნველი) ეფექტით. ქრომის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის მომატება და სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, სტრესები, არასრულფასოვანი კვება, იწვევს ამ მიკროელემენტის უკმარისობას ორგანიზმში. ქრომის ათვისების უნარის დაქვეითება ხდება ასაკთან ერთად. ადამიანების 90%-ს აღენიშნება ამ მიკროელემენტის უკმარისობა. ინსულინის რეზისტენტობასა და ქრომის დეფიციტს შორის კავშირი დადასტურებულია მეცნიერულ დონეზე. ქრომი მონაწილეობს ძირითადი, აქტიური სტერეოფორმული ინსულინის ფორმირებაში. რის გამოც ეს ჰორმონი უფრო ეფექტურად ახდენს გლუკოზის შესვლას უჯრედში, აძლიერებს მის გარდაქმნას გლიკოგენად, ასტიმულირებს ლიპოლიზს (ცხიმების დაშლას), აქვეითებს ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს სისხლში. ქრომის პიკოლინატი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ცნს-ის მოქმედებას, ზრდის ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას, არეგულირებს ფერმენტულ და ჰორმონულ ცვლას. ქრომის ნაკლებობა იწვევს: ცილოვანი ცვლის დარღვევას, ასთენო-ვეგეტატიურ გამოვლინებებს (ნევროზი, დეპრესია, ზოგადი სისუსტე, შფოთვა, თავის ტკივილი, უძილობა), ათეროსკლეროზს, გულის იშემიურ დაავადებას, შაქრიანი დიაბეტის რისკის მომატებას და წონის მომატებას. ქრომი ეხმარება სტრესის მოხსნაში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს ტკბილეულისკენ სწრაფვას და ანომალურ მადას (ბულემია), აკორექტირებს წონას- აუმჯობესებს აღნაგობას, კანის და კუნთების ელასტიურობას და სიმკვრივეს. ქრომი აქვეითებს ნახშირწყლების (ასევე ინსულინის) მიმართ ტოლერანტობას ჭარბი წონის მქონე ადამიანებში, აჩქარებს გლუკოზის უტილიზაციას და მის გარდაქმნას გლიკოგენად. ქრომის პიკოლინატი შედის ყველა პრეპარატის შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენებიან დიაბეტის, ათეროსკლეროზისა და გაცხიმოვნების საპრევენციოდ.

ჩვენებები:

  • ზრდაში ჩამორჩენა, ,,ქონდრისკაცის" სინდრომი (ნანიზმი)
  • კუნთოვანი დისტროფია და ატროფია
  • მეტაბოლური დარღვევები (ალიმენტური გაცხიმოვნება, ბულემია და აპათია)
  • ჰიპოქსია
  • მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი
  • ოსტეოპოროზი
  • რეაბილიტაცია (აღდგენითი პერიოდი) ავადმყოფებში მძიმე დაავადებების შემდეგ (პოსტინფაქტური კარდიოსკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი და ა.შ.)
  • ბოდიბილდინგი, კულტურიზმი და პროფესიული სპორტის სხვა სახებობით დაკავება.

მიღების წესი:

1 კაფსულა ჭამამდე ან ჭამის დროს 3-ჯერ დღეში (მე-3 კაფსულის მიღება რეკომენდირებულია ძილის წინ). მითითება: ბავშვებში, ზრდის განმსაზღვრელი სომატოტროფული ჰორმონი სინთეზირდება ძირითადად ძილის, ფიზიკური დატვირთვის და საკვების მიღების დროს. ამიტომ ფიტო სომატოტროპის მიღება რეკომენდირებულია ან ძილის წინ, ან ფიზიკური დატვირთვისა და ჭამის დროს.

გვერდითი მოქმედება:

გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, შუქისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15°C - დან 30°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 3 წელი. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

Alfa Vitamins Laboratories Inc.

მისამართი: ჩრდილო-დასავლეთი 1472, პრ. დოპალ 78, ფლორიდა 33126, აშშ.

ლიცენზიის მფლობელი: Norfachema, ლიტვა.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:

შპს ,,ჰიპოკრატე".

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ფიტო სომატოტროპი კაფსულა #30
  • სახელი: ფიტო სომატოტროპი კაფსულა #30
Pharmadepot 33.37 ლ
ფიტო სომატოტროპი კაფსულა #30
  • სახელი: ფიტო სომატოტროპი კაფსულა #30
GPC 26.62 ლ
Fito Somatotrop - ფიტო სომატოტროპი 30 კაფსულა
  • სახელი: Fito Somatotrop - ფიტო სომატოტროპი 30 კაფსულა
PSP 25.26 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა