ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა და დოზირება; რეკომენდებული სადღეღამისო დოზა (1 კაფსულაში):
კალციუმის ფოსფატი 500მგ; (140მგ კალციუმი-18% NRV*) (95მგ ფოსფორი-14% NRV*);
თუთიის ციტრატი 16მგ (10მგ თუთია-100% NRV*); ვიტამინი K2: 25მკგ (33% NRV*);
ვიტამინი D3 10მკგ (200% NRV*).
NRV*-ცნობითი ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.
შემადგენლობა: კალციუმის ფოსფატი, კაფსულის ჟელატინის გარსი, თუთიის ციტრატი, ცხიმმჟავების მაგნიუმის მარილები (მასტაბილიზირებელი ნივთიერება), ვიტამინი K2 (მენაქინონი-7), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).
ჩვენება: კალზიდანი K2 შეიცავს კალციუმისა და D ვიტამინის კომპლექსს, რომელიც ინარჩუნებს კბილების, ძვლებისა და კუნთების ნორმალურ მდგომარეობას. D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, ეხმარება სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას. K ვიტამინი უნარჩუნებს ძვლებს სიჯანსაღეს.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; ორსულობა და ლაქტაცია-ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გამოყენების წესი: რეკომენდებულია დღეში ერთხელ 1 კაფსულის მიღება შიგნით. დოზის გაზრდა შეიძლება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით. კალზიდანი K2-ს დანიშვნა შეიძლება ჩვილებში 6 თვის ასაკიდან. შეიძლება კაფსულის გახსნა და თბილ რბილ (ფაფისებურ) საკვებში ან სასმელში შერევა.
გაფრთხილება: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი; ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება; რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება; ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას!
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
შემადგენლობა:
კალციუმის ფოსფატი - 500მგ ; ვიტამინი D3 – 400სე (10მკგ); ვიტამინი K2 – 25მკგ; თუთია -16მკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალზიდანი K2 წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს
კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. კალციუმის ფოსფატის,ვიტამინი D3;
ვიტამინი K2 და თუთიის კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და
ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში. კალზიდანი K2 ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლოვანი
ქსოვილის სიმკვრივეს, აღადგენს კალციუმისა და ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3)
უკმარისობას ორგანიზმში. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის
რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, იგი წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის
შემადგენელ კომპონენტს. ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აუმჯობესებს კალციუმის
შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
კალციუმისა და ვიტამინ D3-ის გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდური ჰორმონის
მომატებულ გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვან რეზორბციას. ვიტამინი K2
ხელს უწყობს კალციუმის გადატანას ძვლებსა და კბილებში და ხელს უშლის მის
ჩალაგებას სისხლძარვებსა და რბილ ქსოვილებში. თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების
მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში,
მათ შორის ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია
ცილების სინთეზისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების
ნორმული მუშაობისთვის.
**ჩვენება:
** - კალციუმის და ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
**დოზირება: **1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ( კალზიდანი K2-ის გაზრდილი დოზით მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით)
კალზიდანი K2 მიიღება 6 თვის ასაკიდან
ორსულობა და ლაქტაცია: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
**უკუჩვენება: **მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ,ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი და თირკმლის მძიმე უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
გამოშვების ფორმა: კაფსულა N30
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
20.45 ლ | ||
|
18.44 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა