ჟენ-შენი ამვილაბი - Ginseng Amvilab
ჟენ-შენი ამვილაბი - Ginseng Amvilab

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Ginseng
შემადგენლობა: ჟენშენის ექსტრაქტი (Panax Ginseng) - 500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: ჟენშენს აქვს მატონიზირებელი, ზოგადგამაჯანსაღებელი, მასტიმულირებელი მოქმედება, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, შრომისუნარიანობას, ორგანიზმის საერთო ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის ფიზიკურ და გონებრივ დაღლილობას. ჟენშენი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, ამცირებს გლუკოზის დონეს, ქოლესტერინი დონეს სისხლში, ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას. ჟენშენი დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ და სქესობრივ ფუნქციაზე, აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს, ასტიმულირებს ლიბიდოს, დადებითად მოქმედებს ერექციული დისფუნქციის დროს, აუმჯობესებს ტესტოსტერონისა და სპერმატოზოიდების გამომუშავებას

ჩვენება:
სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური სინდრომი, შრომისუნარიანობის დაქვეითება
ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, სტრესი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა
სხვადასხვა დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი
სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (ერექციული დისფუნქცია)
უმადობა
იმუნიტეტის დაქვეითება
უკუჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა, ეპილეფსია, ორსულობა და ლაქტაცია, 12 წლამდე ბავშვები. 12-18 წლამდე მიიღება ექიმის რეკომენდაციით

გაფრთხილება: მისი მიღება არ არის რეკომენდებული დღის მეორე ნახევარში, ჩაძინების დარღვევის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ჟენშენი აძლიერებს სტიმულატორებისა და ანალეპტიკების მოქმედებას, სიფრთხილით გამოიყენება ბარბიტურატებთან, ტრანკვილიზატორებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად

დოზირება: 1 კაფსულა დღეში

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ჟენ-შენი ამვილაბი კაფსულა 500მგ #30
  • სახელი: ჟენ-შენი ამვილაბი კაფსულა 500მგ #30
Pharmadepot 49.01 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა