კაპსიკუმი - Capsicum
კაპსიკუმი - Capsicum

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: წიწაკის ექსტრაქტი (კაპსიკუმი), ქაფური, მენთოლი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჩვენებები: რადიკულიტი, ნევრალგია, მიალგია, მიოზიტი, წელის ტკივილი, კისრის ოსტეოქონდროზი - გაშეშებული კისერი.

დოზირება და მიღების წესი: დამცავი გარსის მოხსნის შემდეგ პლასტირი დაიტანება შესაბამისი ზონის კანის მშრალ ზედაპირზე, 12-24 საათის განმავლობაში, თუ არ აღინიშნება ძლიერი წვა. ძლიერი წვის შეგრძნებისას - უნდა მოხდეს პლასტირის მოხსნა და კანის დამუშავება ვაზელინით. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს.

უკუჩვენებები: კანის დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომეტებული მგრძნობელობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები: კაპსიკამის პლასტირი არ დაიტანება დაზიანებულ კანზე. არ უნდა მოხვდეს კონტაქტში ლორწოვან გარსებთან და თვალთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება: ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პლასტირის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: მალამოთი დაფარული პერფორირებული პლასტირი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებითვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

ტკივილგამაყუჩებელი პლასტირი კაფსიკამი®

კუნთებისა და სახსრების ქრონიკული ტკივილისას

გამოსაყენებლად მოსახერხებელი, ორმაგი მოქმედება

გამაგრილებელი და გამათბობელი ეფექტი

განსაკუთრებული თვისებები

ჰიდროგელურ ტკივილგამაყუჩებელ პლასტირ კაფსიკამს® აქვს ორმაგი მოქმედება - მას აქვს გამაგრილებელი და გამათბობელი ეფექტი, რომელიც მოქმედებს კანის ღრმა ფენებზე, ხსნის ტკივილს სხეულში. პლასტირის ზემოქმედება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას დაზიანებულ არეში და ეხმარება ტკივილის სწრაფ შემცირებაში. მისი ეფექტი ნარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებიდან რამდენიმე წუთში. ტკივილგამაყუჩებელი პლასტირი კაფსიკამი® არ შეიცავს შეჩვევის გამომწვევ ნივთიერებებს. იგი უსაფრთხოა და შედგება ნატურალური ნივთიერებების ნარევისგან, არის გამოსაყენებლად მოსახერხებელი და მსუბუქი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გამოყენებისას. მისი მოშორება ადვილია და არ ტოვებს წებოვან კვალს. გამოიყენება ნებისმიერი სახის ტკივილის დროს, მათ შორის, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სპორტის მოყვარულებს, ასევე, პროფესიონალ სპორტსმენებს შორის.

**ჩვენება **

ამცირებს ნებისმიერი სახის ტკივილს, მათ შორის, მხრებისა და კისრის გაბუჟებას, წელის არეში რადიკულარულ ტკივილს, ტკივილს ზურგის არეში, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის დაჟეჟილობისას, მყესების დაჭიმვისას, აგრეთვე, სახსრებისა და კუნთოვანი ქსოვილის ტკივილისას, აგრეთვე, ინსტრუქციაში მითითებულ სხვა შემთხვევებში.

შემადგენლობა

ვანილილბუტილის ეთერი, ეთილნიკოტინატი, ევკალიპტის ზეთი, არნიკის ექსტრაქტი.

გამოყენება

პლასტირს უნდა მოშორდეს გამჭვირვალე ფირფიტა და მიეწებოს სხეულის მტკივნეულ ნაწილზე, კანზე ხელის მიჭერით (იხ. შეფუთვის სურათი).

შენახვა

ინახება გრილ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე ჰაერგაუმტარ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის გახსნის შემდეგ დარჩენილი პლასტირები ინახება ჰერმეტულად დახურულ ფოლგის შეკვრაში, გამოშრობისგან დასაცავად.

გაფრთხილება

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. პლასტირი არ გამოიყენება თვალის, პირის ირგვლივ, ტუჩებზე, ლორწოვან გარსებზე, ჭრილობებსა და კანის გაღიზიანებულ უბნებზე. პლასტირი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ ადრე გამოყენებისას გამოხატულ იქნა გვერდითი მოვლენები პლასტირში შემავალი კომპონენტების მიმართ. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პლასტირის გამოყენება, თუ კანზე წარმოიქმნა რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მათ შორის, გამონაყარი, ქავილი, სიწითლე და ა. შ. გვერდითი მოვლენებისა ან ალერგიული რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს. სამკურნალწამლო და სამედიცინო ნაწარმის, ან კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას ორსულ ქალებში, მეძუძურ დედებსა და ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებში (როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სიწითლე და სხვ.), პლასტირის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

ბავშვებში პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ უფროსების დაკვირვების ქვეშ.

კომპანია პასუხს არ აგებს პლასტირის უყურადღებობით გამოყენებისას წარმოქმნილი უბედური შემთხვევის დროს.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა