გულყვითელას - Calendula
გულყვითელას - Calendula

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 1 გ მალამო შეიცავს 100 მგ გულყვითელას ნაყენს.
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, ემულგატორები (ცეტოსტერილის სპირტი, ტიპი ბ),
გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული თვისებები და
ჭრილობების შეხორცების უნარი. ინიშნება ადგილობრივად, მსუბუქად დაზიანებული კანის,
მცირე ჭრილობების და კანის მცირე ანთებითი პროცესების სიმპტომური მკურნალობისათვის.

უკუჩვენება: ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) გულყვითელას ყვავილის ან
რთულყვავილოვნებისოჯახის სხვა სახეობების (როგორიც არის აბზინდა) ან პრეპარატში
შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. არ გამოიყენება ეგზემით დაავადებულ
პაციენტებში, ღრმა ჭრილობების დროს, რადგან ჭრილობის ზედა ნაწილი შეიძლება
დაიხუროს, მაგრამ ღრმა ნაწილი რჩება შეუხორცებელი.

სიფრთხილით გამოიყენება: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა 1 კვირის განმავლობაში, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია გამოვლინ-
დეს ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის
პერიოდში.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ცეტოსტერილის სპირტს, რომელმაც
შესაძლებელია გამოიწვიოს ადგილობრივი კანის გაღიზიანება (მაგ: კონტაქტური დერმატიტი).

გამოყენების წესი: პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. გარეგანი გამოყენებისათვის. მოზარდებში, მოზრდილებსა და ასაკოვან პაციენტებში:
გამოიყენება დაზიანებულ ადგილას 2-4-ჯერ დღეში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები მწირეა.
ეცნობოს ექიმს თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გამოსწორდა 1 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია, მათ შორის დერმატიტი ისეთ პაციენტებში, რომლებიც არიან ჰიპერმგრძნობიარე გულყვითელას ყვავილის ან რთულყვავილოვნების ოჯახის სხვა სახეობების (როგორიც არის აბზინდა) ან პრეპარატში
შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის წესები: ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 15C ტემპერატურაზე.

პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია

გულყვითელას ყვავილები
Flores Calendulae

წამლის ფორმა: გულყვითელას ყვავილები.

**შემადგენლობა: **გულყვითელას ყვავილები შეიცავს კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ეთერზეთებს, ლორწოს, ორგანულ მჟავებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს და სხვა ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: მცენარეული წარმოშობის ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

გამოყენების ჩვენება: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, შინაგანად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.
გარეგანად - სტომატოლოგიურ პრაქტიკაში როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუს დაავადებების (რძიანები ბავშვებში, გინგივიტები, პიორეა, პაროდონტოზის ანთებით-დისტროფიული ფორმა) სამკურნალოდ.

მომზადების წესი: დაახლოებით 10გ (4 სუფრის კოვზი) ნედლეული მოვათავსოთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი, დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ 45 წუთის განმავლობაში გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე, გავფილტროთ, დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ გამონაცემს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი სახით 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. გარეგანად გამოიყენება თბილი სახით გამოსავლებად.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მცენარისადმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შინაგანი მიღებისთვის გამოიყენება სიფრთხილის დაცვით, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

**გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: **არ ახდენს ზემოქმედებას.

გვერდითი მოვლენები: შინაგანად დიდი დოზით მიღებისას შესაძლებელია გამოიწვიოს წნევის დაცემა, თავის ტკივილი, გულისრევა.

**შენახვის პირობები: **ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

**ვარგისობის ვადა: **2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 40გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: farconi.ge@gmail.com

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გულყვითელას მალამო 10% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: გულყვითელას მალამო 10% 30გრ ტუბი #1
Pharmadepot 4.49 ლ
გულყვითელას ყვავილი 40გ
  • სახელი: გულყვითელას ყვავილი 40გ
PSP 3.36 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა