კაპსიკუმის - Capsicum
კაპსიკუმის - Capsicum

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: წიწაკის ექსტრაქტი (კაპსიკუმი), ქაფური, მენთოლი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჩვენებები: რადიკულიტი, ნევრალგია, მიალგია, მიოზიტი, წელის ტკივილი, კისრის ოსტეოქონდროზი - გაშეშებული კისერი.

დოზირება და მიღების წესი: დამცავი გარსის მოხსნის შემდეგ პლასტირი დაიტანება შესაბამისი ზონის კანის მშრალ ზედაპირზე, 12-24 საათის განმავლობაში, თუ არ აღინიშნება ძლიერი წვა. ძლიერი წვის შეგრძნებისას - უნდა მოხდეს პლასტირის მოხსნა და კანის დამუშავება ვაზელინით. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს.

უკუჩვენებები: კანის დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომეტებული მგრძნობელობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები: კაპსიკამის პლასტირი არ დაიტანება დაზიანებულ კანზე. არ უნდა მოხვდეს კონტაქტში ლორწოვან გარსებთან და თვალთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება: ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პლასტირის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: მალამოთი დაფარული პერფორირებული პლასტირი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებითვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კაპსიკუმის გამახურებელი პლასტირი #1
  • სახელი: კაპსიკუმის გამახურებელი პლასტირი #1
Pharmadepot 4.95 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა