ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
პოლ-პალას ბალახი - HERBA AERVAE LANATAE
ფარმაკოლოგიური მოქმედება
მცენარეული წარმოშობის საშუალება; ნაყენს ახასიათებს დიურეზული და
ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ზრდის ორგანიზმიდან Na+, Ca+ და უმცირესი
რაოდენობით K+ გამოყოფას. ამცირებს სისხლის შრატში შარდოვანას კონცენტრაციას.
გამოყენების ჩვენებები
პიელონეფრიტი, თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების კენჭოვანი დაავადება, ცისტიტი,
ურეთრიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ჰიპერტენზია, შესიება,
მარილების ცვლის დარღვევებთან დაკავშირებულ დაავადებები (პოდაგრა, სპონდილოზი,
პოლიართრიტი).
**ნაყენის მომზადების წესი **
3გ (1 სუფრის კოვზი) დაწვრილმანებულ ბალახს ჩაიდანში ან თერმოსში ასხამენ 200-250
მლ მდუღარე წყალს, აყოვნებენ 12 სთ (თერმოსში დაყენებისას-1სთ) და შემდეგ
ფილტრავენ გამოწურვით.
**გამოყენების წესი და დოზები **
მიიღება თბილი ნაყენი 100 მლ 2 ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. სასურველია
კოკტეილის ჩხირების გამოყენება (კბილების დასაცავად). მკურნალობის კურსი 10-30
დღე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა, ოსტეოპოროზი, ჰიპოპარათირეოზი, რაქიტი და ბავშვობის
ასაკი.
თანამდევი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შენახვის პირობები
მშრალ, გრილ ადგილას.
გაიცემა ურეცეპტოდ
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
1.95 ლ | ||
|
3.2 ლ | ||
|
3.2 ლ | ||
|
1.95 ლ | ||
|
4.9 ლ | ||
|
3.26 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა