პრო ვიზიო - Pro Visio
პრო ვიზიო - Pro Visio

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ინფორმაცია გამოყენებაზე, წაიკითხეთ დაკვირვებით!

პრო-ვიზიო (Pro-Visio) ტაბლეტი

კვების დანამატი, რომელიც შეიცავს ლუტეინს, ზეაქსანტინს, მოცვის ექსტრაქტს, სელენს და ვიტამინ E-ს.

მხედველობის შენარჩუნება აუცილებელია ცხოვრების ხარისხისთვის.

გარკვევით დანახვა, ფერების გარჩევა, სინათლესა და სიბნელეზე მხედველობის შეგუება და ჩვენს გარშემო არსებული რეალობის შეცნობა - ყველაფერ ამას ხელს უწყობს თვალში კომპლექსური მეტაბოლური ცვლა . მაგრამ ეს სწორად მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თვალს მკვებავი ნივთიერებების საკმარისი მარაგი გააჩნია. აღნიშნული მკვებავი ნივთიერებები ორგანიზმს საკვების საშუალებით უნდა მიეწოდოს, რადგან თავად სხეულს არ შეუძლია მათი წარმოქმნა. თუ ისინი საკმარისი რაოდენობითა და ხარისხით არ ფიგურირებენ თქვენს საკვებში, თვალი რისკის ქვეშ დგას. რაც უფრო ასაკში ხართ, მით უფრო მაღალია თვალთან დაკავშირებული რისკი და მისი შრომითი ინტენსიურობის შემცირება. უკვე ცნობილია კავშირი თვალის ფუნქციონირებასა და კვებას შორის.

როგორ მოქმედებს პრო-ვიზიო?

როდესაც სინათლე აღწევს თვალს, ბადურის სენსორულ უჯრედებში ვითარდება იმპულსი, რომელიც გადაეცემატვინს, ვხვდებით, რომ ვხედავთ. როდესაც იმპულსი იკლებს, რეაქტიული ნივთიერებები - ე.წ. "თავისუფალი რადიკალები" - რჩებიან ბადურისუჯრედებში. ისინი სწრაფად უნდა შემცირდეს, რადგან ბადურას აზიანებენ, რაც სენსორული უჯრედებისნაადრევდაბერებას, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მხედველობის დაკარგვას იწვევს. სხეულს აქვს საკუთარი დამცავი ანტიოქსიდანტური სისტემა, თავისუფალი რადიკალების დასარღვევად. თუმცა, მას მუშაობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებიესაჭიროება.

ვისთვის/რისთვის არის გამოსადეგი პრო-ვიზიო?

აღნიშნული პროდუქტი გამოსადეგია თვალების დაძაბულობის დროს, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი კითხვის, ღამე მანქანის მართვის, ტელევიზორის ან კომპიუტერის მონიტორის ყურების შედეგად. პრო-ვიზიოს მიღება შეუძლიათ ბავშვებს 6 წლიდან.

როგორ მივიღოთ პრო-ვიზიო?

მიიღეთ დღეში მხოლოდ ერთი აბი. აბი არ გადაყლაპოთ. დააცადეთ გადნეს პირში მოცვის არომატის მქონე კამფეტივით. იმისთვის რომ ორგანიზმი აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით გაჯერდეს, პრო-ვიზიო სულ მცირე 3 თვის მანძილზე უნდა გამოიყენოთ.

შემადგენლობა /1 ტაბლ.:

ალტერნატიული შაქრის შემცვლელი სორბიტი, გულყვითელას სტანდარტიზირებული ბუნებრივი ექსტრაქტი (ლუტეინი და ზეაქსანტინი) DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (E ვიტამინი), მშრალი მოცვის წვენი, მოცვის სტანდარტიზირებული ბუნებრივი ექსტრაქტი (ანტოციანიდი), მჟავიანობის მარეგულირებელი ნატრიუმის ციტრატი, მოცვის არომატი, სისხლის შედედების შემაფერხებელი აგენტები მაგნიუმის სტეარატის ბოსტნეული და მაგნიუმის სილიკატი, ნატრიუმის სელენიტი.

| წონა/1 ტაბლ. | გ/100გ | პროცენტი საკ.ნივთ.დამოწ.ფასი*
---|---|---|---
ლუტეინი | 6 მგ | 0.86 | განუსაზღვრელი
ზეაქსანტინი | 0.3 მგ | 0.04 | განუსაზღვრელი
ანტოციანიდინები | 5 მგ | 0.71 | განუსაზღვრელი
Eვიტამინი | 30 მგ | 4.28 | 250
სელენი | 50 მგ | 0.007 | 90

საკ.ნივთ.დამოწ.ფასი* - საკვები ნივთიერების დამოწმებული ფასი

რეკომენდირებული დღიური დოზა:

ზრდასრულები და მოზარდები - 1 აბი დღეში, 3 თვე

ბავშვებში 6 წლიდან ½ აბი1- ჯერ დღეში . 3 თვე

შეფუთვა: 10 ტაბლეტი, შეფუთვის წონა 7გ.

                          30 ტაბლეტი, შეფუთვის წონა 21გ.

60 ტაბლეტი, შეფუთვის წონა 42გ.

შენიშვნა:

დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდირებულს.

საკვები დანამატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი არ უნდა გამოიყენოთ განსხვავებული საკვების სახით.

აღნიშნული პროდუქტი არ არის გამიზნული 6 წლამდე ბავშვებისთვის.

საკვები დანამატი ასევე გამოსადეგია დიაბეტით დაავადებულთათვის.

ის არ შეიცავს კონსერვანტებს ან ლაქტოზას.

გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფაღარათი.

შეინახეთ 10-15° C-ზე კარგად დახურულ კონტეინერში.

დაიცავით ნესტის, ყინვისა და მზის პირდაპირი სხივებისგან.

შენახვის მინიმალური ვადა მითითებულია მუყაოს ყუთზე.

მწარმოებელი: შპს უნიმედ ფარმა®(UNIMED PHARMA®spol. S r.o.),ორიესკოვა 11, 821 05 ბრატისლავა, სლოვაკეთის რესპუბლიკა

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პრო ვიზიო ტაბლეტი #30
  • სახელი: პრო ვიზიო ტაბლეტი #30
Pharmadepot 36.38 ლ
პრო ვიზიო ტაბლეტი #30
  • სახელი: პრო ვიზიო ტაბლეტი #30
GPC 38.8 ლ
Pro-Visio - პრო ვიზიო 30 ტაბლეტი
  • სახელი: Pro-Visio - პრო ვიზიო 30 ტაბლეტი
PSP 35.11 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა