ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - citicoline
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის
მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები
შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ციტიკოლინი (ნატრიუმის ციტიკოლინის ფორმით) 250 მგ ან 500
მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, სალმანდი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა,
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური
უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპარდი® II თეთრი 85F18422 (პოლივინილის სპირტი
ნაწილობრივად ჰიდროლიზირებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, სალმანდი).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოსტიმულატორები, ნოოტროპული საშუალება.
გამოყენების ჩვენება
-იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
-აღდგენითი პერიოდი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ;
-ქალა-ტვინის ტრავმები, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
-კოგნიტური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით.
რეკომენდებული დოზა არის 500 მგ-დან 2000 მგ-მდე დღეში.
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თავის ტვინის
დაზიანების სიმძიმეზე და დგინდება ექიმის მიერ.
ხანდაზმული ასაკის პირებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-ვაგოტონია (ვეგეტატური ნერვული სისტემის პარასიმპათიკული ნაწილის ტონუსის სიჭარბე);
გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ მითითებული პარამეტრები განსაზღვრულია
შემდეგი სახით: ძალიან იშვიათი (< 1/10000)
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან:
ძალიან იშვიათი – უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, ტრემორი,
დაბუჟება პარალიზებულ კიდურებში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – გულისრევა, უმადობა,
ღვიძლის ფერმენტების აქტივობის კლება.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათი – ქავილი, გამონაყარი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ძალიან იშვიათი – ცხელების შეგრძნება, ხანმოკლე ჰიპოტენზიული მოქმედება,
პარასიმპათიკული ნერვული სისტემის სტიმულაცია.
განსაკუთრებული მითითებები
ციტიკოლინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ასთმის შეტევა, განსაკუთრებით კი
აცეტილსალიცილის მჟავაზე ალერგიის მქონე პაციენტებში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ციტიკოლინი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის
უნარზე. ცალკეულ შემთხვევებში, ცნს-ის მხრიდან განვითარებულმა გარკვეულმა
გვერდითმა ეფექტებმა შესაძლებელია იმოქმედონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და
მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი
დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა ბუნებრივი კვების შეწყვეტის
საკითხის განხილვა.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მაშინ, როცა მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი
აღემატება მოსალოდნელ რისკს. დოზირების რეჟიმი და ასაკი განისაზღვრება მკურნალო
ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპის ეფექტებს.
არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება მეკლოფენოქსატის შემცველ საშუალებებთან
ერთად.
ციტიკოლინის გამოყენება შესაძლებელია სისხლდენის გასაჩერებელ საშუალებებთან,
ქალაშიდა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ჩვეულებრივ პერფუზიულ სითხეებთან
ერთად.
დასახელება - Citizen Plus - ციტიზენი პლიუსი 30 ტაბლეტი
შემადგენლობა:
ციტიქოლინი 375 მგ
კოენზიმ Q 10 30 მგ
ციტიქოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანების სტრუქტურული კომპონენტების - ფოსფოლიპიდების წინამორბედს, აღადგენს დაზიანებული უჯრედის მემბრანას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, აინჰიბირებს აპოპტოზის მექანიზმს და ამით იცავს უჯრედებს დაღუპვისაგან, ზრდის ნეირომედიატორების - აცეტილქოლინისა და დოფამინის შემცველობას ცნს - ში, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებს, იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას და აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას, ქალა-ტვინის ტრავმისას ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას.
კოენზიმ Q10 ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში, იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ადვილად აღწევს მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q10 აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს და დნმ
ციტიზენი პლიუსის გამოყენება რეკომენდებულია იშემიური ინსულტისა და ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე და აღდგენით პერიოდში, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენით პერიოდში, ასაკობრივი დემენციის, ალც-ჰეიმერის დაავადების, ოპტიკური ნეიროპათიების დროს.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
1 ტაბლეტი დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი
მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების
წესი.
შენახვის პრობები:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ
ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
ციტიზენი პლიუსი
საკვები დანამატი
N30 ტაბლეტი
შემადგენლობა:
ციტიქოლინი 375 მგ
კოენზიმ Q 10 30 მგ
ციტიქოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანების სტრუქტურული კომპონენტების - ფოსფოლიპიდების წინამორბედს, აღადგენს დაზიანებული უჯრედის მემბრანას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, აინჰიბირებს აპოპტოზის მექანიზმს და ამით იცავს უჯრედებს დაღუპვისაგან, ზრდის ნეირომედიატორების - აცეტილქოლინისა და დოფამინის შემცველობას ცნს - ში, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებს, იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას და აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას, ქალა-ტვინის ტრავმისას ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას.
**კოენზიმ Q10 **ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში, იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ადვილად აღწევს მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q10 აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს და დნმ
ციტიზენი პლიუსის გამოყენება რეკომენდებულია იშემიური ინსულტისა და ქალა- ტვინის ტრავმის მწვავე და აღდგენით პერიოდში, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენით პერიოდში, ასაკობრივი დემენციის, ალც-ჰეიმერის დაავადების, ოპტიკური ნეიროპათიების დროს.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
1 ტაბლეტი დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შენახვის პრობები:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
**ფორმა და შეფუთვა: **30 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
დამზადებულია შპს გლობალ ცბს -თვის Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti მიერ.
მწარმოებული: ჰონორ ილაჩ, თურქეთი
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
62.8 ლ | ||
|
59.66 ლ | ||
|
62.8 ლ | ||
|
49.17 ლ | ||
|
62.8 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა