დერმაჰელფი - Dermahelp
დერმაჰელფი - Dermahelp

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დერმაჰელფი
დერმაჰელფის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: საქონლის ბიოაქტიური ხსენი. წყალი, გლიცერილ სტეარატი, საქონლის ხსენი, ცეტერილის სპირტი, კაპრილის ტრიგლიცერიდი, პანთენოლი, გლიცერინი, ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E), აზიური ცენტელას ექსტრაქტი, მაკადამია ტერნიფოლიას თესლის ზეთი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კოლაგენი, ალანტოინი, ქლოროფენი, კოლოიდური ვერცხლი.

ჩვენება: დერმაჰელფი არის კოსმეტიკური, დერმატოლოგიური მალამო, ადგილობრივი გამოყენებისთვის. ის გამოიყენება ეპიდერმული ქსოვილის აღდგენის (რეგენერაციის) დასაჩქარებლად. დერმაჰელფის გამოყენება დასაშვებია დამწვრობის, დიაბეტური ტერფის, ნაწოლების, წყლულების (კანის ტროფიკული წყლული, ვენური წყლული), სოკოვანი დაზიანების, ძნელად შეხორცებადი ან შეუხორცებელი ქრონიკული ჭრილობების, ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების, ციტოსტატიკური საშუალებებით მკურნალობის ფონზე განვითარებული ჭრილობების, ნაკაწრების, აკნეს და სხვათა დროს.

უკუჩვენებები: დერმაჰელფი არ გამოიყენება ლორწოვან გარსებზე. უნდა მოარიდონ თვალთან კონტაქტს. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გამოყენების წესი: ყოველთვის გამოიყენება დერმაჰელფი მკურნლაი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
ა. არადიაბეტიკი პაციენტები-დამწვრობები-ჭრილობები-წყლულები-ოპერაციის შემდგომი ჭრილობები
ზოგადი მითითებები: საჭიროების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეასრულოს ექიმი- სპეციალისტის მითითებები (მაგ.: ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და სხვ).
ადგილობრივი გამოყენება: ჭრილობა უნდა გაისუფთავონ ფიზიოლოგიური ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით ყოველდღე; კარგად გაშრობის შემდეგ დაიტანონ მალამოს თხელი ფენა ჭრილობის მთელ ზედაპირზე. საჭიროების შემთხვევაში ჭრილობას დააფარონ სტერილური საფენი. მალამოს ადგილობრივი დატანა უნდა მოხდეს 1-2-ჯერ ან მეტჯერ დღეში ჭრილობის ზომისა და სიმწვავის შესაბამისად.
ბ. ღია ჭრილობები დიაბეტის მქონე პაციენტებში
ზოგადი მითითებები: საჭიროების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეასრულოს ექიმი- სპეციალისტის მითითებები (მაგ.: ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და სხვ). შესაძლოა საჭირო გახდეს მეტაბოლური დარღვევების კორექცია, დიაბეტის, დიაბეტური ნეიროპათიისა და არტერიოპათიის მკურნალობა.
ადგილობრივი გამოყენება: ჭრილობის ტიპის შესაბამისად (ნეიროპათიით, არტერიოპათიით ან ორივე მიზეზით გამოწვეული ჭრილობის შემთხვევაში) თერაპიული ღონისძიებები უნდა გატარდეს რეკომენდაციების დაცვით: ზეწოლის შემცირება, ნეკროზული და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ქირურგიული დამუშავება და ა.შ. დაზიანებული არის გაშრობის შემდეგ დაიტანება მალამოს თხელი ფენა ჭრილობის მთელ ზედაპირზე და უნდა დააფარონ სტერილური საფენი. მალამოს ადგილობრივი დატანა უნდა მოხდეს 1-2-ჯერ ან მეტჯერ დღეში ჭრილობის ზომისა და სიმწვავის შესაბამისად. მშრალი ჭრილობების შემთხვევაში მალამო გამოიყენება დღეში ერთხელ, ხოლო ექსუდაციური (სველი) ჭრილობების დროს (საშუალო ან დიდი რაოდენობის ექსუდატით) რეკომენდებულია მისი დღეში 2-3-ჯერ გამოყენება.
გ. ინფიცირებული ღია ჭრილობები: ასეთი ჭრილობები განსაკუთრებულ მკურნალობას საჭიროებს: ქირურგიული დამუშავებით (ჩვენების შესაბამისად), ბაქტერიოლოგიური კვლევით, ზოგადი და ადგილობრივი ანტიბიოტიკების გამოყენებით. ინფექციის ალაგების შემდეგ დერმაჰელფით მკურნალობა ზემოთ აღწერილი რეკომენდაციებით უნდა განხორციელდეს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები აღწერილი არ არის და არ გააჩნია უკუჩვენება. Mიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 10-25C-ის პირობებში, ორიგინალური შეფუთვით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა!

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეზე.

გამოშვების ფორმა: 15მლ ბოთლი. ხელმისაწვდომია ჰერმეტიულად დახურულ ბოთლებში.

პრეპარატის გარეგნული სახე: დერმაჰელფი გამოდის ჰომოგენური, მოყვითალო კრემის სახით.

მწარმოებელი: ლაბორატორია მინკუ სრლ., რუმინეთი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა