პურალიდი - Puralid
პურალიდი - Puralid

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პურალიდი ლიპოგელი
Puralid
Lipogel
შემადგენლობა: ფოსფოლიპიდები S80 (NIOLip), ბისაბოლოლი, ჩაის ხის ზეთი, ვიტამინი A პალმიტატი, ვიტამინი E TPGS, ფეროლური მჟავა, ქსანტანური რეზინი, დინატრიუმის EDTA დიჰიდრატი, სორბატის კალიუმი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიმეთილგლიცინატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ტრიკალიუმის ციტრატის მონოჰიდრატი, გამოხდილი წყალი.

Puralid® Lipogel (პურალიდი ლიპოგელი) გამოიყენება ბლეფარიტის ან ბლეფაროკონიუნქტივიტის დროს.

ჩვენება: Puralid® Lipogel არის ოფთალმოლოგიური პროდუქტი, რომელიც ამშვიდებს და ასუფთავებს ქუთუთოებს და პერიოკულურ არეს. შეიცავს ლიპოზომებს, ჩაის ხის ზეთს, ვიტამინ A-ს, ქსანტანურ რეზინს, ფეროლის მჟავას, ვიტამინ E TPGS-ს და ალფა ბისაბოლოლს.
ფოსფოლიპიდების ორმაგი ფენით წარმოქმნილი ლიპოზომები ცნობილია მათი დამამშვიდებელი და დამარბილებელი თვისებებით, აგრეთვე აქტიური ინგრედიენტების ეფექტურად გადაცემის უნარით.
მელალეუკას ზეთი, რომელიც მოპოვებულია Melaleuca alternifolia–დან, ცნობილია ანტიმიკრობული თვისებებით.
ვიტამინი A აძლიერებს და იცავს კანს ეპითელური ფუნქციის მოწესრიგებით. იგი წარმოადგენს ასევე ანტიოქსიდანტს, რომელიც ქსანტანურ რეზინთან, ფეროლის მჟავასთან და ვიტამინ E TPGS-თან ერთად მოქმედებს ლიპოზომებთან სინერგიით, რათა დაიცვას ქუთუთოს ზედაპირი თავისუფალი რადიკალების და ულტრაიისფერი UV სხივების ჟანგვითი მოქმედებისგან.
ალფა ბისაბოლოლი გვირილის ეთერზეთის მთავარი კომპონენტია. მას გააჩნია დამამშვიდებელი თვისებები, ამცირებს სიწითლეს და ანთებას, განსაკუთრებით ნაზი კანის შემთხვევაშიც კი. იგი ხასიათდება კანის მაღალი ამტანობით.
რისთვის გამოიყენება Puralid® Lipogel?
Puralid Lipogel გამოიყენება ქერქის შერბილების და მოსაშორებლად, რომლებიც წარმოიქმნება ქუთუთოზე ანთებით პროცესებთან ერთად, მაგალითად ბლეფარიტის ან ბლეფაროკონიუნქტივიტის დროს.

გამოყენების სიხშირე: გამოიყენება დღეში ორჯერ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ რამდენჯერმე.

გამოყენების წესი: პირველ გამოყენებამდე ბოთლი უნდა გააჩერონ თავდაყირა და მყარად დააჭირონ ტუმბოს სისტემას 3-5 ჯერ მიწოდების სისტემის გასაძლიერებლად, გელის გამოსვლამდე. 1. კარგად უნდა დაიბანონ ხელები; 2. თითის წვერებზე დაისხან მცირე რაოდენობით Puralid Lipogel; 3. ნაზად გადაინაწილონ ქუთუთოებზე წრიული მოძრაობებით; 4. დატოვონ რამდენიმე წუთი. მოიშორონ ზედმეტი გელი სუფთა ცხვირსახოცით ან ბამბის ტამპონით.

ამ პროდუქტის გამოყენებამდე ყურადღებით უნდა წაიკითხონ გამოყენების ინსტრუქცია. ნებისმიერი კითხვის გაჩენის შემტხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: თუ პაციენტი შენიშნავს რაიმე სახის გვერდით მოვლენას, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: არ ინახება 25C -ზე მაღალ ტემპერატურაზე; დაუშვებელია გაყინვა; უნდა მოარიდონ სითბოს, ტენიანობას და მზის პირდაპირ სხივებს; ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის; არ გამოიყენება პროდუქტი მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; არ გამოიყენება, თუ შეფუთვა დაზიანებულია; გამოიყენება ბოთლის გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში (15მლ).

მწარმოებელი: სანტენი (SANTEN) -აღნიშნული ინსტრუქცია განახლდა 2020 წლის დეკემბერში.
გამოშვების ფორმა: კომერციული-ბოთლი 15მლ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ადგილობრივ სანტენის ოფისს. ოფისი www.santen.eu
ოფფჰელს სპა (OFFHEALTH SpA), ფლორენცია, იტალია.
დამტკიცებულია: 07 მაისი 2021 05-50 UTC

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პურალიდი ლიპოგელი გელი თვალის 15მლ ფლაკონი #1
  • სახელი: პურალიდი ლიპოგელი გელი თვალის 15მლ ფლაკონი #1
Pharmadepot 47.35 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა