კალცი ქლორიდი - Calcium Chloride
კალცი ქლორიდი - Calcium Chloride

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ელექტროლიტების ხსნარი; საშუალება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის სისტემაზე და ჰემოპოეზზე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი10%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

კალციუმის ქლორიდი ................. 100 მგ 500 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ელექტროლიტების ხსნარი; საშუალება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის სისტემაზე და ჰემოპოეზზე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი10%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

კალციუმის ქლორიდი ................. 100 მგ 500 მგ

ირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები : გამჭვირვალე , უფერო სითხე .


შემადგენლობა :

მოქმედი ნივთიერება: calcium chloride; 1 მლ ხსნარი შეიცავს კალციუმის ქლორიდს ( კალციუმისქლორიდის ჰექსაჰიდრატი ) - 100 მგ 100% ნივთიერებაზე გათვლით ;

მოქმედი ნივთიერება : ქლორწყალბადმჟავას 0,1 მ ხსნარი , საინექციო წყალი .


სამკურნალო ფორმა . საინექციო ხსნარი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი .

ინტრავენური საინექციო ხსნარი . ელექტროლიტების ხსნარი , ათქ კოდი. B05X A07 .

ფარმაკოლოგიური თვისებები .

ფარმაკოდინამიკა . პრეპარატი კალციუმის ქლორიდი , არის კალციუმის იონების წყარო .კალციუმის იონები ემსახურება მრავალი უჯრედეული რეაქციის დამაკავშირებელ რგოლს , მათ შორისსეკრეტორული პროცესების და პროლიფერაციული პროცესების . კალციუმის იონების კონცენტრაციისცვლილება უჯრედებში , იწვევს ორგანოების და ქსოვილების ბიოლოგიური ეფექტების აღმოცენებას .არსებობს ეფექტების ორი ტიპი , რომელიც აღმოცენდება კალციუმის იონების შეყვანისას .

პირველი ეხება უპირატესად ნერვულ უჯრედებს . პლაზმური მემბრანის დეპოლარიზაცია მათში იწვევსნერვული უჯრედების მიერ კალციუმის შთანთქმას პოტენციალდამოკიდებული კალციუმის არხებისსაშუალებით , რაც იწვევს ნეირომედიატორების სეკრეციას .

მეორე აღმოცენდება ყველა ეუკარიოტულ ტიპის უჯრედებში და ავლენს აქტივობას ეფექტორულიფერმენტების მიმართ და კალციუმით განპირობებული უჯრედშიდა რეაქციების რეალიზაციას .

ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა - ჰიპოკალცემია _ ხასიათდება კალციუმის დონის დაქვეითებით ,რომელიც დამოკიდებული მაგნიუმის და კალიუმის კონცენტრაციაზე შრატში , მის დროს ირღვევასისხლის მჟავა - ტუტოვანი წონასწორობა . მნიშვნელობა აქვს აგრეთვე , ძირითადი დაავადების ხასიათს .ყველაზე ხშირი გამოვლინებებია : ნევროლოგიური , გულ - სისხლძარღვთა და ოფთალმოლოგიურისიმპტომები , შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება .

ფარმაკოკინეტიკა .

სისხლში კალციუმი შეკავშირებულია და აგრეთვე , იონიზირებულ მდგომარეობაშია ( აქტიური დაიონიზირებული კალციუმი ). ინტრავენური შეყვანისას კალციუმის ქლორიდი გროვდება ძვლოვანქსოვილში , სადაც ორგანიზმში არსებული კალციუმის 99% გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესადნაწლავების , ნაწილობრივ თირკმლის გზით .


კლინიკური დახასიათება

ჩვენებები .

ჰიპოკალცემია , რომელიც მოითხოვს კალციუმის იონების კონცენტრაციის სწრაფ მომატებას სისხლისპლაზმაში ( ახალშობილთა ტეტანია , პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობის დროსფუნქციური ტეტანია , ტეტანია ვიტამინი D - ს ნაკლებობისას , სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა დაციტრატული სისხლის გადასხმა , ალკალოზი ). კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ტყვიის მწვავეკოლიკისას . მაგნიუმით ინტოქსიკაციის შემთხვევები , რომელიც აღმოცენდება მაგნიუმის დიდი დოზისას. ჰიპერკალემია , რომელიც რეგისტრირებულია ეკგ - ის მიხედვით და იწვევს გულის ფუნქციის დარღვევას.

უკუჩვენებები .

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ , ჰიპერკალცემია , ათეროსკლეროზიარტერიული ოკლუზიის მოვლენებით , თრომბოზების მიმართ მიდრეკილება , პარკუჭების ფიბრილაცია , 1 წლამდე ასაკი .

გამოყენების გზა და დოზები .

კალციუმის ქლორიდი - დარნიცა გამოიყენება ინტრავენურად ბოლუსურად ( ძალიან ნელა ) და წვეთოვანისახით .

მოზრდილებში :

ინტრავენური შეყვანა ბოლუსით : 10% ხსნარის 5 მლ შეჰყავთ 1 მლ / წთ სიჩქარით .

ინტრავენური წვეთოვანი შეყვანა 10% ხსნარის 5-10 მლ იხსნება 100-200 მლ იზოტონურ ნატრიუმისქლორიდის ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში , შეჰყავთ 6-8 წვეთი / წთ სიჩქარით .

სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა და ციტრატული სისხლის გადასხმა : მოზრდილებში და ბავშვებში 30 მგ(0,3 მლ ) 100 მლ სისხლზე .

ტეტანია მოზრდილებში : 10 მლ 10% ხსნარი (1 გ ) 10-30 წთ განმავლობაში , აუცილებლობისას ,იმეორებენ გადასხმას ყოველ 6 სთ - ში .

ბავშვებში :

ჰიპოკალცემია : შეჰყავთ ნელა , 0,5 მლ / წთ სიჩქარით 10-20 მგ / კგ სხეულის მასაზე (0,1-0,2 მლ / კგსხეულის წონაზე ) აუცილებლობისას , მეორდება ყოველ 4-6 სთ

  • ში .

ტეტანია : 10 მგ / კგ სხეულის მასაზე (0,1 მლ / კგ სხეულის მასაზე ) 5-10 წთ განმავლობაში ,აუცილებლობისას მეორდება 6 სთ - ში ან გრძელდება ინფუზიის სახით . მაქსიმალური დღიური დოზაბავშვებში ( ასაკის მიუხედავად ) - 10 მლ (1000 მგ ).



გვერდითი ეფექტები .

არტერიული წნევის ზომიერი და ხანმოკლე დაქვეითება . ცხელების შეგრძნება , უპირველეს ყოვლისაპირის ღრუში , შემდეგ სხეულში . სახის კანის ჰიპერემია . ბრადიკარდია , ძალიან სწრაფი შეყვანისას -გულის პარკუჭების ფიბრილაცია . ადგილობრივი რეაქციები : ტკივილი და ჰიპერემია შეყვანის ადგილას .

ჭარბი დოზირება .

სიმპტომები : სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება .

მკურნალობა : პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა . ჭარბი დოზის სიმპტომები , ჩვეულებრივ , სპონტანურადგანიცდის უკუგანვითარებას კალციუმის სწრაფი ცვლის გამო .

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული გამოკველევები ორსულ ქალებში უსაფრთხოების დაეფექტურობის შესახებ არ ჩატარებულა . გამოყენება ორსულობის პერიოდში , შესაძლებელია მხოლოდ იმშემთხვევაში , როდესაც დედის მხრივ სარგებელი ჭარბობს ნაყოფის მხრივ პოტენციური რისკისგანვითარებას .

პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაქტაციის პერიოდში .

ბავშვები

ბავშვებში გამოყენება შეიძლება 1 წლის ასაკიდან .

გამოყენების თავისებურებები .

ინექცია უნდა ჩატარდეს წვრილი ნემსით მსხილ ვენაში , რომ შემცირდეს პრეპარატის მავნე ზემოქმედებასისხლძარღვის კედელზე .

კალციუმის ქლორიდი - დარნიცა არ შეიძლება შეყვანილ იქნას კანში ან კუნთში მისი გამაღიზიანებელი დამანეკროზირებელი გავლენის გამო . პრეპარატის ხსნარის შემთხევევით მოხვედრისას კანქვეშ ან კუნთშისაჭიროა შეძლებისდაგვარად ამოწოვილ იქნას კალციუმის ქლორიდი შპრიცის საშუალებით , ხოლოინექციის ირგვლივ გაკეთდეს 1% ნოვოკაინის ხსნარის ინექციები .

გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვაზე .

მკურნალობის პერიოდში უკუნაჩვენებია ავტოტრანსპორტის და სხვა საშიში მექანიზმების მართვა .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება .

კალციუმის ქლორიდი - დარნიცას და კალციუმის არხების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება ,ამცირებს ამ უკანასკნელის მოქმედებას . ქინიდინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოსპარკუჭშიდა გამტარებლობის შენელება და ქინიდინის ტოქსიკურობის მომატება . საგულე გლიკოზიდებითმკურნალობის დროს კალციუმის ქლორიდი - დარნიცა - ს პარენტერალურად შეყვანა კარდიოტოქსიკურიმოქმედების გაძლიერების გამო , რეკომენდებული არ არის .




შეუთავსებლობა .

პრეპარატი არ შეიძლება შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს .

ვარგისობის ვადა .

5 წელი .


შენახვის პირობები .

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250Cტემპერატურაზე .

შეფუთვა .

5 მლ - 10 ამპულა შეფუთვაში ; 10 მლ - 5 ან 10 ამპულა შეფუთვაში .

გაცემის რეჟიმი

რეცეპტით .

პაკეტებში.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა