ფიზიოდოზი - Physiodose
ფიზიოდოზი - Physiodose

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფიზიოდოზი ახალშობილის წვეთები თვალის-ცხვირის 0.9% 5მლ
ნატრიუმის ქლორიდი
თვალისა და ცხვირის წვეთები-5მლ ფლაკონი-პიპეტი მრავალჯერადი თავსახურით (გამოიყენება ასევე მოზრდილებისათვის და ყველა ასაკისათვის). გამოიყენება თვალისა და ცხვირის ღრუს სანაციისათვის ჩვილის ყოველდღიური ჰიგიენისათვის და ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციების, ალერგიული რინიტების, კონიუნქტივიტების დროს. სისველის დროს ხსნის ცხვირის ღრუს გამავლობას, ლორწოვანის სიმშრალის დროს კი აღადგენს ლორწოვანის ტენიანობას. არ იწვევს მიჩვევას, არ აქვს გვერდითი მოვლენები, გამოიყენება შეუზღუდავად. აქვს მოსახერხებელი შეფუთვის ფორმა-ფლაკონი- პიპეტი მრავალჯერადი თავსახურით, რაც საშუალებას იძლევა დღის განმავლობაში ნებისმიერ სიტუაციაში მისი გამოყენების შესაძლებლობას (ტრანსპორტში, ქუჩაში და ა.შ.). შესაძლებელია ასევე გამოყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება გრიპის წინააღმდეგ. თვალისა და ცხვირის წვეთების გამოყენება ლორწოვან გარსში ვირუსების შეღწევადობას გაცილებით ამცირებს. ამიტომ, გამართლებულია მისი გამოყენება ვირუსული ეპიდემიების დროს. გამოიყენება მათთვის, ვისაც კომპიუტერთან დიდი დროის გატარება უწევს. ხსნის დაღლილობას, ამშვიდებს თვალებს. სტერილურია, ჰიპოალერგიულია, გაიარა პედიატრიული, ოფთალმოლოგიური და დერმატოლოგიური კონტროლი, სერტიფიცირებულია.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დამზადებულია საფრანგეთში, ლაბორატორია სარბეკში.

მწარმოებელი: ჟილბერტი, საფრანგეთი.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი #40.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ფიზიოლოგიური (ფიზიოდოზი) წვეთები თვალის/ცხვირის 0.9% 5მლ ფლაკონი #40
  • სახელი: ფიზიოლოგიური (ფიზიოდოზი) წვეთები თვალის/ცხვირის 0.9% 5მლ ფლაკონი #40
GPC 23.6 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა