სინულან ფორტე არომა - Sinulan Forte Aroma
სინულან ფორტე არომა - Sinulan Forte Aroma

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სინულან ფორტე არომა პატჩი
ბავშვის
ინოვაციური, არომატული, ანტიალერგიული პატჩები შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის, 18 თვიდან.
შეიცავს 100 % ბუნებრივ მცენარეულ ეთერზეთებს; განაპირობებს სასუნთქი გზების ჯანსაღ ფუნქციობას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს; ახდენს, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით გამოწვეული დისკომფორტის, კუპირებას და აადვილებს სუნთქვას 8 საათის განმავლობაში; აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისაგან; გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისპაზომლიზური და ანტივირუსული მოქმედება.
არომათერაპია (ეთერზეთოვანი თერაპია)-გულისხმობს ბუნებრივი, მცენარეული ექსტრაქტების გამოყენებას ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

თითოეული არომატული პატჩი შეიცავს: ფიჭვის ეთერზეთი-ხასიათდება ძლიერი ანტივირუსული, ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, ანტისპაზომლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ევკალიპტის ეთერზეთი-გამოირჩევა ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, რეგენერაციის მასტიმულირებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით. როზმარინის ეთერზეთი-გააჩნია ძლიერი ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ამოსახველებელი და ბრონქოდილატატორული მოქმედება. პიტნის ეთერზეთი-გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიპირეტული, შეშუპების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება. ფორთოხლის ეთერზეთი-ამცირებს სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპებასა და აუმჯობესებს სუნთქვისა და ძილის ხარისხის.
მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 20 წუთში; ეფექტის ხანგრძლივობა ნარჩუნდება 8 საათამდე; უნიკალური კომბინაცია უზრუნველყოფს ანტიალერგიულ მოქმედებას; თითოეული პატჩი გამოყოფს მცენარეული ეთერზეთების არომატს 8 საათის განმავლობაში.

ჩვენებები: სინუსიტის, რინიტის, ტონზილიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის პრევენცია და კომპლექსური თერაპია; მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქიოლიტის კომპლექსური თერაპია; პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება; ალერგიული რეაქციებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება, გაძლიერებული ლორწოს სეკრეცია, ხველა და ცემინება; ძილის დარღვევები და აღგზნებადობა.

გამოყენების წესი: პატჩის გამოყენება რეკომენდებულია ძილის წინ. პატჩს უნდა მოაცილონ დამცავი ფენა და წებოვანი ზედაპირით მიამაგრონ ბავშვის ტანისამოსს გულ- მკერდის მიდამოში. პატჩის მოქმედება გრძელდება 8 საათი.

სიფრთხილის ზომები: პატჩის დამაგრება არ უნდა მოხდეს სხეულის ღია ზედაპირზე-კანზე უშუალო კონტაქტით.

გამოშვების ფორმა: #5 არომატული, წებოვანი პატჩი.

მწარმოებელი: „ვალმარკი“, ჩეხეთი.

აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სინულან ფორტე არომა პატჩი საბავშვო #5
  • სახელი: სინულან ფორტე არომა პატჩი საბავშვო #5
GPC 20.84 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა