ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
კალციუმი 600 D3 ვიტამინით (ხამანწკის მარჯნიდან მიღებული)
შემადგენლობა: 2 ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი (ხამანწკის მარჯნიდან მიღებული
კალციუმის კარბონატი)-1200მგ; D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი)-600სე;
ნატრიუმი-15მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული
ცელულოზა, მცენარეული გლიცერინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის
დიოქსიდი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს,
ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს.
ჩვენება: კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; სისტემური დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა; ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი; მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა; ორსულობა და ლაქტაცია; მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი; კარიესის პროფილაქტიკა; ხანდაზმული ასაკი; კოფეინის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.
დოზირება: მიიღება 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად
ორსულობა და ლქატაცია: ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 120 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
92.87 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა