ტრიდატ - Tridat
ტრიდატ - Tridat

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - trimebutine maleate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები → კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის მარეგულირებელი საშუალებები → ნაწლავების ოპიოიდურ რეცეპტორებზე მოქმედი საშუალებები

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტრიმებუტინის მალეატი 200მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი,ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, პოლოქსამერ 188, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ღვინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH101), სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა
თეთრი ფერის, ორმხრივამობურცული, ერთმხარეს ნაჭდევით, ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის დროს.

ჩვენებები
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის პოლიმორფული სიმპტომები

მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღე-ღამეში. ტაბლეტი მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობის პერიოდში ინიშნება სიფრთხილით. რეკომენდებული არ არის დანიშვნა პირველ ტრიმესტრში. მე-2 და მე-3 ტრიმესტრში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტრიდატ ფორტე ტაბლეტი 200მგ #20
  • სახელი: ტრიდატ ფორტე ტაბლეტი 200მგ #20
GPC 14.1 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა