სპირალი-მირენა - Spirale-Mirena
სპირალი-მირენა - Spirale-Mirena

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - LEVONORGESTREL
მოქმედი ნივთიერება: ლევონორგესტრელი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპციული სისტემა.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს) აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლების სიჩქარე 20 მკგ/24 სთ.
1 სშს
ლევონორგესტრელი ............ 52 მგ

ჩვენებები:
კონტრაცეპცია;
იდიოპათიური მენორაგია;
დისმენორეა;
ენდომეტრიუმის დაცვა ჰიპერპლაზიისაგან ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
სისტემის ჩადგმა რეკომენდებულია:
მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 7 დღის პერიოდში.
ხელოვნური აბორტის შემდეგ პირველივე მენსტრუაციისთანავე; ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ არაუადრეს 6 კვირისა.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი.
ენდოკრინული და გინეკოლოგიური სტატუსი: სარძევე ჯირკვლის დაჭიმულობა, სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოდან.
კანის მხრივ: აკნე.

გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად, რომლებიც, როგორც წესი, დამატებით თერაპიას არ საჭიროებენ და რამდენიმე თვის განმავლობაში ქრებიან.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოდან უცნობი ეტიოლოგის სისხლდენის, ღვიძლის მწვავე დაავადების, თრომბოემბოლური დაავადებების დროს.
    განსაკუთრებული მითითებები:
    პრეპარატის გამოყენება ეფექტურია 5 წლის განმავლობაში.
    ზოგიერთ ქალს მირენას გამოყენებისას უვითარდება ოლიგომენორეა ან ამენორეა, რასაც მენორაგიის დროს აქვს სამკურნალო ეფექტი.
    სისტემის ამოღების შემდეგ მენსტრუალური ფუნქცია აღდგება.
    სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
    ფენიტოინის, ბარბიტურატების, ბენზოდიაზეპინების და რიფამპიცინის რეგულარული გამოყენება იწვევს პრეპარატის კონტრაცეპტული მოქმედების შემცირებას.
ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სპირალი-მირენა სპირალი 20მკგ/24სთ 52მგ #1
  • სახელი: სპირალი-მირენა სპირალი 20მკგ/24სთ 52მგ #1
GPC 547.85 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა