მაგნე B-6+ვიტ E - Magne B-6+Vit E
მაგნე B-6+ვიტ E - Magne B-6+Vit E

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Magnesium+Pyridoxin+Tocopherol
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
მაგნიუმის ოქსიდი 150,0მგ
ვიტამინი B6 6,0მგ
ვიტამინი E 200,0ერ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინები,

გამოშვების ფორმა:
რბილი კაფსულები
ჩვენება:
მაგნიუმის და ვიტამინი B6-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით პაციენტებში სტრესით, დაუძლურებულ მდგომარეობაში და მწეველებში.

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში: პროფილაქტიკის მიზნით _ 1 კაფსულა ერთხელ დღეში.
უკმარისობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში, ან როგორც დანიშნავს ექიმი.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ჰიპომაგნეზემია, თირკმელების უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გარდამავალი მიასთენია, ჰიპერტონული დაავადება, L-DOPA-თი მკურნალობა პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორების გარეშე.
გამოყენების თავისებურება და სიფრთხილე:
შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის განვითარება პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ფოსფატები, კალციუმის მაღალი დოზები, ჰიპერლიპიდემია, ამცირებენ მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაგნიუმის პერორალური გამოყენება ამცირებს რკინის პრეპარატების, პერორალური ანტიკოაგულანტის ვარფარინის წარმოებულების შეწოვას. პრეპარატს შეუძლია იმოქმედოს როგორც ვიტამინი K-ს ანტაგონისიტმა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელბიც იტარებენ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით ან ესტროგენებით. რკინის პრეპარატები ამცირებენ ვიტამინი E-ს მოქმედების ეფექტს. ამიტომ რეკომენდებულია რამოდენიმე საათიანი ინტერვალის დაცვა მბე-ს და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი ამ პერიოდში ინიშნება სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მაგნე B-6+ვიტ E /მბე/ კაფსულა #60
  • სახელი: მაგნე B-6+ვიტ E /მბე/ კაფსულა #60
GPC 13.59 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა