ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და
ანტისეპტიური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას
ჩირქოვანი ნადებებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და
გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ჩვენებები
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: რბილი ქსოვილების ჩირქოვან ანთებითი
პროცესები კარბუნულოზი, ფურუნკულოზი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი,
ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი
დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური
ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული
სხვადასხვა დაავადებების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური
ანგიოპათიები, მაობლიტირებული ათეროსკლეროზი) ტროფიული წყლული, პოსტრავმული
დაჩირქებული ჭრილობები. ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობების
სამკურნალოდ
პროქტოლოგიაში: ანალური ნაპრალები, პარაპროქტიტი, ბუასილი.
გინეკოლოგიაში: საშვილოსნოს ყელის ეროზია , კოლპიტი, ენდოცერვიციტი.
მეანობაში: კერტების ნახეთქები, შორისზე ჭრილობები.
მიღების წესები და დოზები
ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით
წასმულ მალამოს. ღრმა ჭრილობებში მალამოს შეყვანა ხდება ტამპონით. ყოველი
შეხვევის წინ ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიური (3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით,
ნახვევის გამოცვლა 24 სთ-ში ერთხელ.
გინეკოლოგია: ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.
პროქტოლოგია: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად
წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
უკუჩვენება
არ იწვევს ალერგიული რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი ინახება მშრალ გრილ ადგილას.
პარასამკურნალო საშუალება
ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი.
ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, შემდეგი დაავადებებისას: რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, ტროფიული წყლული, პოსტოპერაციული, პოსტტრავმული, დაჩირქებული ჭრილობები. სუფთა ჭრილობები, ზერელე ექსკორიაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.
მეანობაში – კერტების ნახეთქი.
გამოყენების წესი – დაზიანებულ ზედაპირზე აფარებენ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული ბალზამით. საჭიროებისას ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.
განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: ბალზამი მოთავსებულია 25გ ალუმინის ტუბში, ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +25C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დასახელება - თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო
ჩვენებები
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: რბილი ქსოვილების ჩირქოვან ანთებითი
პროცესები კარბუნულოზი, ფურუნკულოზი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი,
ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი
დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური
ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული
სხვადასხვა დაავადებების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური
ანგიოპათიები, მაობლიტირებული ათეროსკლეროზი) ტროფიული წყლული, პოსტრავმული
დაჩირქებული ჭრილობები. ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობების
სამკურნალოდ
პროქტოლოგიაში: ანალური ნაპრალები, პარაპროქტიტი, ბუასილი.
გინეკოლოგიაში: საშვილოსნოს ყელის ეროზია , კოლპიტი, ენდოცერვიციტი.
მეანობაში: კერტების ნახეთქები, შორისზე ჭრილობები.
მიღების წესები და დოზები
ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით
წასმულ მალამოს. ღრმა ჭრილობებში მალამოს შეყვანა ხდება ტამპონით. ყოველი
შეხვევის წინ ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიური (3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით,
ნახვევის გამოცვლა 24 სთ-ში ერთხელ.
გინეკოლოგია: ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.
პროქტოლოგია: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად
წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
უკუჩვენება
არ იწვევს ალერგიული რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
თურმანიძე**+**
ბალზამიბუასილისთვის
პარასამკურნალო****საშუალება
შემადგენლობა
ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი, ვარდის არომატიზატორი, წყალი.
გამოყენება
ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ჩვენება
გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, კონსერვატიული მკურნალობის მიზნით შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის და წვისას. ბალზამი ხელს უწყობს ჰემოროიდული კვანძების გაწოვას, აგრეთვე ანალურ მიდამოზე ოპერაციების შემდგომ პერიოდში.
გამოყენებისწესიდა****დოზირება
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური აბაზანის შემდეგ. ამოვიღოთ კოლოფიდან ტუბი და აპლიკატორი. აპლიკატორს მოვხსნათ დამცავი ხუფი და დავამაგროთ ტუბზე. გამოვდენოთ მცირე რაოდენობით მალამო, რათა მოხდეს აპლიკატორის გაპოხვა. შემდეგ აპლიკატორის საშუალებით ხდება მალამოს ფრთხილად დადება დაზიანებულ უბნებზე გარედან, ან მისი ფრთხილად შეყვანა უკანა ტანში. გამოიყენება დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ ყოველი დეფეკაციის შემდეგ. გამოყენების შემდეგ აპლიკატორი უნდა გაირეცხოს და დაეხუროს დამცავი ხუფი.
უკუჩვენება**:** არ გამოვლენილა.
შესაძლოგვერდითიმოვლენები
არ გამოვლენილა. არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.
განსაკუთრებულიმითითებებიდა****გაფრთხილება
12 წლამდე ბავშვებში გამოყენებისათვის საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ორსულობადალაქტაცია**:** უკუჩვენება არ აღინიშნება.
გამოშვებისფორმადა****შეფუთვა
ბალზამი მოთავსებულია 25 გ ალუმინის ტუბში აპლიკატორთან ერთად.
ვარგისობის****ვადა
5 წელი.
შენახვის****წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს +25°C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის****წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
შპს „თურმანიძე პლიუსი“.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა