ბენე ბიფლორაკი - Bene Bifloraki
ბენე ბიფლორაკი - Bene Bifloraki

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: 5 მილიარდი სასარგებლო ბაქტერია
არ შეიცავს: შაქარს; გლუტენს; ხელოვნურ საღებავებს; კონსერვანტებს.
აქტიური კომპონენტები: რაოდენობა-პაკეტი
პრობიოტიკური შტამები 5 X 109 კწე*-22მგ.
ბიფიდობაქტერია ანიმალისი
ქვესახეობა ლაქტისი 8მგ.
ლაქტობაცილა რამნოზუსი 5მგ.
ბიფიდობაქტერია ლონგუმი 3მგ.
ლაქტოკოკი ლაქტისი 3მგ.
ლაქტობაცილა აციდოფილი 3მგ.
*კწე-კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

კომპონენტები: 1 პაკეტი შეიცავს: მალტოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS), BIFOLACTM12-ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი BB-12, BIFOLACTMGG-ლაქტობაცილა რამნოზუსი GG, ბიფიდობაქტერია ლონგუმი BB536, ლაქტოკოკი ლაქტისი LI-23, ლაქტობაცილა აციდოფილი LA-14.

ჩვენება: ნაწლავის ფლორა სერიოზულად შეიძლება დაზიანდეს ანტიბიოტიკური მკურნალობისა და მგზავრობის დროს ან როდესაც სხეულში იზრდება პათოგენების რაოდენობა. მიკროფლორის დისბალანსი ვლინდება ჭვალის, შებერილობის, დიარეისა და შეკრულობის ფორმით. პროდუქტი შეიცავს ბაქტერიული შტამების ფრთხილად შერჩეულ კომბინაციას ნაწლავის ფლორის შესავსებად.

მიღების წესი: ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი დღეში. 6-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 შეკვრა დღეში ერთხელ ან ორჯერ. მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობაა 7-14 დღე. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე და დაავადების ეტიოლოგიაზე. მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ სიმპტომები სრულად გაქრება.
პაკეტი უნდა გახსნან, ჩაყარონ ფხვნილი ჭიქა რძეში ან წყალში და გახსენან. შესაძლებელია ფხვნილის შერევა საკვებშიც.
თუ პაციენტი პარალელურად ღებულობს ანტიბიოტიკებს, პაკეტის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკის მიღებამდე 2-3 საათით ადრე ან მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. სასურველია, გამოყენება გაგრძელდეს ანტიბიოტიკით მკურნალობის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. პრეპარატს აქვს უკუჩვენება რძის პროდუქტების მიმართ ალერგიის მქონე ან ლაქტოზის აუტანლობის მქონე ბავშვებში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბიფლორაკ ბენეს პაკეტის მიცემამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
საკვები დანამატი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე-15C-20C.

ვარგისიანობის ვადა: მოცემულია შეფუთვაზე.

გამოშვების ფორმა: 10 საშეტი-ყუთში.

დამზადებულია ევროკავშირში: დეერლენდ პრობიოტიკს ენდ ეზიმს (Deerland Probiotics Enzymes), ბენე ფარმასთვის (BENE Pharm), გერმანია.

შემადგენლობა:1 კაფსულა
ბიფიდობაქტერია ანიმალისი
ქვესახეობა
ლაქტისი
BB-12
ლაქტობაცილა რამნოზუსი
GG ბიფიდობაქტერია ლონგუმი
ლაქტობაცილა აციდოფილი
ლაქტოკოკი ლაქტისი 5 X 109 კწე*
FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდი) 30მგ.
ინულინი 30მგ.
*კწე-კოლონიის წარმომქმნელი ერთეული.

სიმბიოტური შემადგენლობა: ნელა გამოთავისუფლებადი კაფსულა: ნაწლავის ფლორა სერიოზულად შეიძლება დაზიანდეს ანტიბიოტიკური მკურნალობისა და მგზავრობის დროს ან როდესაც სხეულში იზრდება პათოგენების რაოდენობა. ნაწლავურ ინფექციებს შორისაა: დიარეა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, მადის დაკარგვა და ა.შ. ბიფლორაკ ბენე არის ინოვაციური სიმბიოტიკი, რომელიც შეიცავს პრობიოტიკური შტამების ფრთხილად შერჩეულ კომბინაციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრულად დასაფარად.
5 მილიარდი სასარგებლო ბაქტერია
ლაქტობაცილა რამნოზუსი GG
ლაქტობაცილა აციდოფილი
ლაქტოკოკი ლაქტისი
ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი BB-12
ბიფიდობაქტერია ლონგუმი
ლაქტობაცილები წარმოდგენილია წვრილ ნაწლავში, ბიფიდობაქტერიები კი მსხვილ ნაწლავში, შესაბამისად, ბიფლორაკ ბენე ნაწლავის მთლიან ტრაქტს ფარავს.

კლინიკურად დადასტურებული ეფექტურობის მქონე პრობიოტიკური შტამები, რომლებიც ბიფლორაკ ბენეშია წარმოდგენილი, მასშტაბურ კლინიკურ ცდებში გამოცდილი, საგულდაგულოდ შესწავლილი, მაღალი ეფექტურობის მქონე პრობიოტიკებია.
ბიფლორაკ ბენეს ფორმულა შეიცავს პრებიოტიკ მოკლეჯაჭვიან ფრუქტოოლიგოსაქარიდს (FOS). მოკლეჯაჭვიანი ფრუქტოოლიგოსაქარიდი არ მუშავდება, იგი უცვლელად აღწევს ნაწლავში და ხელს უწყობს ლაქტობაცილებისა და ფიბიდობაქტერიების განვითარებას, თუმცა არა პათოგენური ბაქტერიების განვითარებას, შესაბამისად, პრობიოტიკური შტამების მოქმედება მკვეთრად უმჯობესდება. უფრო ზუსტად, მოკლეჯაჭვიანი ფრუქტოოლიგოსაქარიდები ხელს უწყობს ფეკალური ბიფიდობაქტერიების გამრავლებას და ამცირებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების რისკს.

ჩვენება: საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის დისკომფორტი, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა და დიარეა. ნელა გამოთავისუფლებადი ბიფლორაკ ბენეს კაფსულები ხელს უწყობს ბაქტერიების გადასვლას კუჭის მჟავა გარემოდან ნაწლავებში, სადაც ბაქტერიები აქტიურდება.

მიღების წესი: 6-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში საკმაო ოდენობის სითხესთან ერთად. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ან ორჯერ საკმაო ოდენობის სითხესთან ერთად (დილას და საღამოს, დამოკიდებულია სიმპტომების სიმძაფრეზე). ბიფლორაკ ბენეს კაფსულები მიიღება შიგნით ანუ ორალურად, ჭამის შემდეგ. მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობაა 7-14 დღე. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე და დაავადების ეტიოლოგიაზე. ბიფლორაკ ბენეს კაფსულების მიღება შესაძლებელია გაგრძელდეს მანამ, სანამ სიმპტომები სრულად გაქრება. თუ პაციენტი პარალელურად ღებულობს ანტიბიოტიკებს, ბიფლორაკ ბენეს კაფსულების მიღება რეკომენდირებულია ანტიბიოტიკის გამოყენებამდე 2-3 საათით ადრე ან გამოყენებიდან 2-3 საათის შემდეგ. სასურველია, მიღება გაგრძელდეს ანტიბიოტიკით მკურნალობის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში.

კომპონენტები: ბიფიდობაქტერია ანიმალისი ქვესახეობა ლაქტისი BB-12, ლაქტობაცილა რამნოზუსი GG, ბიფიდობაქტერია ლონგუმი, ლაქტობაცილა აციდოფილი, ლაქტოკოკი ლაქტისი, სიმინდის სახამებელი, მეთილცელულოზას ჰიდროქსიპროპილი, ფრუქტოოლიგოსაქარიდი (FOS), ინულინი, მოდიფიცირებული სიმინდის სახამებელი, Gellan Gum, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე-15C-20C, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი.

ვარგისიანობის ვადა: მოცემულია შეფუთვაზე.

შეფუთვა: შეფუთვის რაოდენობა: 20 კაფსულა, 2 ბლისტერი-ყუთი.

დამზადებულია ევროკავშირში: დიირლენდ პრობიოტიკს ენდ ენზიმს (Deerland Probiotics a

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბენე ბიფლორაკი საბავშვო ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10
  • სახელი: ბენე ბიფლორაკი საბავშვო ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10
GPC 22.95 ლ
ბენე ბიფლორაკი კაფსულა #20
  • სახელი: ბენე ბიფლორაკი კაფსულა #20
Pharmadepot 24.45 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა